18:47, Thursday, 25.02.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

Web Portal on Human Rights in Georgia

Go
Advanced Search

სოფელ ნამოხვანში -ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის- წინააღმდეგ მორიგი აქცია გაიმართა

08.02.2021

 
მარიტა ცინცქილაძე

2021 წლის 7 თებერვალს წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ნამოხვანში „ნამახვანის დიდი ჰესების კასკადის“ სამშენებლო სამუშაოების აღკვეთის მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქცია წინასწარ დაანონსდა ტელევიზიებისა და სოციალური ქსელების მეშვეობით. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აქციის დაწყების დრო 13:00 იყო. თუმცა, აქციაზე შეკრებილთა, ასევე სამართალდამცავთა დიდი რაოდენობისა და მანქანათა გრძელი კოლონიის არსებობის გამო, გართულდა დანიშნულების ადგილას მონაწილეთა დროულად მისვლა. აქცია 13:49 საათზე დაიწყო. ადგილზე  შეკრებილებმა სამანქანო გზიდან მდინარე რიონის მიმდებარედ გადაინაცვლეს.

ადგილზე უსაფრთხოებისა და მართლწესრიგის უზრუნველყოფის მიზნით, პოლიციელთა რამდენიმეკაციანი ჯგუფი იყო მობილიზებული (დაახლოებით 100-მდე პირი). მათ სატრანსპორტო საშუალებად გამოყენებული ჰქონდათ მიკროავტობუსი და მანქანა. არ შეინიშნებოდა სპეციალური ინვენტარი. 
 
მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე მანქანა შეაჩერეს და გაჩხრიკეს, რა დროსაც ერთ-ერთი მანქანიდან ამოიღეს რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღი და სნაიპერული შაშხანა, ხოლო მეორედან - ბეისბოლის ჯოხი და ე. წ. დუბინკა.  ამავე ინფორმაციით, პოლიციამ ჩამორთმევის შემდეგ მფლობელებს განუმარტა, რომ  ნივთები აქციის დასრულების შემდეგ დაუბრუნდებოდათ.

აქციის მსვლელობისას პოლიციელთა ჯგუფები აქციის მონაწილეებისგან შორიახლოს იმყოფებოდნენ.

აქციაზე შეკრებილთა შორის იყო როგორც  ადგილობრივი, ასევე სხვადასხვა რეგიონიდან ჩამოსული მოსახლეობა. მათ შეუერთდნენ  სასულიერო პირები, სამოქალაქო აქტივისტები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები. 

შეკრებილებს სურდათ  მდინარე რიონის მიმდებარედ კარვების გაშლა. თავდაპირველად, ორგანიზატორებს სამართალდამცველები არ აძლევდნენ უფლებას ადგილზე მიეტანათ შესაბამისი აღჭურვილობა. თუმცა, მოგვიანებით, მშვიდობიანი მოლაპარაკებით, აქციის მონაწილეებმა კარვები გაშალეს სასურველ ადგილას. მონაწილეებმა განაცხადეს, რომ ისინი განაგრძობენ პროტესტს და კარავში გაატარებენ მორიგ დღეს (106-ე დღე-ღამე).

აქციაში დაახლოებით 500 ადამიანი მონაწილეობდა. შეკრებილთა მთავარ მოთხოვნას სოფელ ნამოხვანში ჰესის მშენებლობის შეწყვეტა და კომპანია ENKA-ს მიერ მდინარე რიონის ხეობის დატოვება წარმოადგენდა. 

აქციაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა შინაარსის შემცველი ბანერები. კერძოდ „ეს მიწა ღვთისმშობლის წილხვედრია, არ იყიდება!“; „რად გვინდა ისეთი ჰესი, თუკი დაგვილპო ფესვი“; „არა გიგანტურ ჰესებს“ და სხვა. განცხადებების გაკეთების პარალელურად ისმოდა შეძახილები -  „სირცხვილია!“ „გაუმარჯოს საქართველოს!“ და სხვა. 

მოთხოვნებს შორის აქციაზე გაიჟღერა ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას მიერ თანამდებობის დატოვების მოთხოვნამაც, მინისტრის მიერ გავრცელებული განცხადების გამო. 

საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას სამართალდამცავებსა და შეკრებილ აქტივისტებს შორის არ მომხდარა ფიზიკური დაპირისპირება. აქციის მონაწილეთა მხრიდან არ ჰქონია ადგილი აგრესიულ ქმედებასა და დაპირისპირებას. ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ  ისინი ემიჯნებიან ძალადობრივი ფორმით პროტესტის გამოხატვას. აქციაზე მყოფ ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს მათ არ მისცეს სიტყვით გამოსვლის საშუალება, რათა ამ გზით აცილებული ყოფილიყო ყოველგვარი პოლიტიკური კონტექსტი.
 
7 თებერვლის აქციის დასრულების შემდეგ აქციის მონაწილეებმა ოთხი მოთხოვნა წაუყენეს საქართველოს მთავრობას:

  1. გაუქმდეს მთავრობის 2019 წლის 21 ნოემბრის N2405 განკარგულება „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების შპს ენკა რინიუბელზისთვის აღნაგობის უფლებით გადაცემაზე თანხმობის მიცემისა და პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების“ შესახებ.
  2. მოგლეჯილი ჯვარი დაუბრუნდეს თავის ადგილს.
  3. გაუქმდეს ნამოხვანის ჰესების კასკადზე 2015 წელს გაცემული ნებართვა და ყველა სხვა მასზე დაფუძნებული დოკუმენტები.
  4. კომპანია „ენკა რენიუბელზმა“ დატოვოს რიონის ხეობა. 
ინფორმაციას Netgazeti.ge ავრცელებს. 

აქციის მონაწილეთაგან მამაკაცთა რაოდენობა აღემატებოდა ქალთა რაოდენობას. წარმოდგენილი იყვნენ სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები, მათ შორის - ბავშვები.  ნაწილს გამოყენებული ჰქონდა პირბადე, ნაწილს - არა. ასევე არ იყო დაცული დისტანცია როგორც აქციის მონაწილეთა, ასევე სამართალდამცავების მხრიდან. 

სოფელ ნამოხვანში გამართულ აქციის მონიტორინგს ადამიანის უფლებათა ცენტრი ახორციელებდა 13:00-15:20 საათებში. ამ დროის შემდეგ ცენტრის მონიტორები აქციას აკვირდებოდნენ სხვადასხვა მედიასაშუალებებით. 

HRC საპროტესტო აქციებს პროექტ ,,საზოგადოებრივი მოვლენების მონიტორინგის’’ ფარგლებში აკვირდება, რომელიც დაფინანსებულია ფონდის - „ეროვნული წვლილი დემოკრატიისთვის“ (NED) მიერ.

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
Leave your comment
Your name:
Your comment:

Security code: Code
OTHER NEWS
POLL
Do you support the idea to restore Irakli Shotadze to the position of the prosecutor general?
Yes No do not know

BLOG

They wait for me in Abkhazia
Last time, I visited Abkhazia five years ago. Since then, not a day goes by without thinking about it, without missing the Abkhazian
Detailed...
Another proposal on agreement
Women – victims of violence
Archive


EDITORIAL

Forgotten by government veterans
Every year, fewer and fewer veterans of the World War II meet the Victory Day. The society receives information about them only on
Detailed...
Villages of the Hopeless
What happened to Dream of Justice Revival?
Archive
THEMES

CATEGORIES

Copyright © 2004 - 2021 HRIDC