კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

N 8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია

15 თებერვალი, 2021
 
19 თებერვალს, 13:00 საათზე, ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) და ციხის საერთაშორისო რეფორმა (PRI) N8 პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგის ანგარიშს წარმოადგენს. პრეზენტაცია გაიმართება ონლაინ, Zoom-ის პლატფორმის საშუალებით. 

ანგარიშში წარმოდგენილია 2020 წლის აგვისტოში N8 პენიტენციურ დაწესებულებაში ჩატარებული მონიტორინგის შედეგები და რეკომენდაციები. მონიტორინგის ვიზიტები განახორციელეს ადამიანის უფლებათა ცენტრის (HRC) და ციხის საერთაშორისო რეფორმის (PRI) წარმომადგენლებმა, საქართველოს სახალხო დამცველის პრევენციის ეროვნული მექანიზმის წარმომადგენლებთან ერთად. მონიტორები დაწესებულებაში დაიშვებოდნენ სრული დამცავი ეკიპირებით (COVID-19-ის სიტუაციის გათვალისწინებით) შესაბამისი შემოწმების პროცედურების გავლის შემდეგ.

მონიტორინგის მიზანი იყო N8 დაწესებულებაში პატიმრობის პირობების და მოპყრობასთან დაკავშირებული საკითხების შესწავლა განსაკუთრებულ, მოწყვლად კატეგორიას მიკუთვნებულ პატიმართა სამ ჯგუფთან მიმართებაში: არასრულწლოვანი ბრალდებულები და მსჯავრდებულები, უვადო თავისუფლებააღკვეთილი პირები და უცხო ქვეყნის მოქალაქე (ბრალდებული, მსჯავრდებული) პატიმრები.

მონიტორინგი განხორციელდა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის - „ხელისუფლების ვალდებულებების მონიტორინგი და ხელშეწყობა პენიტენციურ და პრობაციის სფეროში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით“ და საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის - „პენიტენციური დაწესებულებების მონიტორინგი საქართველოში“ ფარგლებში.

ანგარიში მომზადდა და გამოიცა ღია საზოგადოების ფონდისა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით. ავტორების მიერ ანგარიშში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა, არ გამოხატავდეს ფონდის, ევროკავშირის და სახალხო დამცველის პოზიციას. შესაბამისად, ისინი არ არიან პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე. 

ახალი ამბები