Categories
Journalistic Survey
Articles
Reportage
Analitic
Photo Reportage
Exclusive
Interview
Foreign Media about Georgia
Editorial
Position
Reader's opinion
Blog
Themes
Children's Rights
Women's Rights
Justice
Refugees/IDPs
Minorities
Media
Army
Health
Corruption
Elections
Education
Penitentiary
Religion
Others

ადამიანის უფლებათა ცენტრის დახმარებით მოქალაქე სამსახურში აღადგინეს

March 31, 2021
 
ადამიანის უფლებათა ცენტრს თხოვნით მიმართა ბ.ჭ,-მ, რომელიც პანდემიის დროს, 2020 წლის დეკემბერში, სამსახურიდან გაათავისუფლეს. იგი დასაქმებული იყო სახელმწიფო დაწესებულების მიერ შექმნილ  კომპანიაში. ბ.ჭ.-ს განმარტებით, სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე, მაგრამ მისი ნების საწინააღმდეგოდ გაათავისუფლეს, რაც აჩენდა გონივრულ ეჭვს კანონდარღვევის შესახებ.

ადამიანის უფლებათა ცენტრის იურისტმა მოამზადა სარჩელი სასამართლოსთვის. პროცესზე სასამართლოს მიერ შეთავაზებული მორიგების ფარგლებში,  მოპასუხე მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, რომ მოქალაქეს კვლავ დაასაქმებდა/აღადგენდა სამსახურში. 30 მარტს დავა მოქალაქის სასარგებლოდ დასრულდა და მოქალაქე ბ.ჭ. დაბრუნდა სამსახურში თავის ძველ თანამდებობაზე.

გასათვალისწინებელია, რომ COVID19-ის გავრცელების პერიოდში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება უნდა წარმოადგენდეს უკიდურეს ღონისძიებას და  კერძო თუ საჯარო დაწესებულება მაღალი სოციალური პასუხისმგებლობით ეკიდებოდეს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას.

News