კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ინტერვიუ ნინო მახაშვილთან

23 დეკემბერი, 2003
ინტერვიუ ნინო მახაშვილთან 

მე მივესალმები იმას, რომ ჩემი დღევანდელი საქმიანობა აღარ იყოს საჭირო და წამების მსხვერპლი აღარ არსებობდეს“.



–  როდის შეიქმნა წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრი და რა ძირითადი მიმართულებებით მუშაობთ?

– წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაცოი ცენტრი 2000 წელს დაფუძვნდა. ჩვენი მუშაობის ძირითადი მიმართულებებია: წამების მსხვერპლთა რეაბილიტაცია და საქართველოში წამების პრევენციის ხელშეწყობა.

– ვინაა სამიზნე ჯგუფი?

– ჩვენი სამიზნე ჯგუფებია: დევნილები აფხაზეთიდან და ცხინვალის რეგიონებიდან და  ჩეჩენი  ლტოლვილები, რომლებიც ომის დროს დაექვემდებარნენ ღირსების შემლახავ მოპყრობას; ასევე, ციხეში და პოლიციაში ნაწამები ადამიანები და  ყოფილი პოლიტ–პატიმრები, რომელთა რაოდენობამაც ბოლო ხანებში შედარებით იკლო. ძირითადად ესენი არიან ზვიად გამსახურდიას მომხრეები, რომელთაც მძიმე წამება აქვთ გადატანილი ჩვენს სამართალდამცავ სტრუქტურებში. ჩვენ ვახერხებთ ციხეებში პოლიციის მიერ ნაწამები ადამიანების რეაბილიტაციას,  უზრუნველვყოფთ მათ სამედიცინო მომსახურეობითა და მედიკამენტებით,  ვამხნევებთ მხარდამჭერი საუბრებით.

–   როგორც აღნიშნეთ, თქვენ უკვე რამდენიმე წელია ამ საკითხებზე მუშაობთ და როგორია ტენდენცია,  თუ არის რაიმე სასიკეთო ცვლილებები წინა წლებთან შედარებით და რა შეიცვალა ამ ხნის განმავლობაში?

– სისტემა ძირითადად არ შეცვლილა, შეიძლება ითქვას, რომ დღეს უფრო   მძიმე სიტუაციაა, ვიდრე ადრე. აღსანიშნავია ის ცვლილება, რომ  რამდენმე წლის წინ იუსტიციის ახალმა მინისტრმა კარი გაუხსნა არასამთავრობო სექტორს და ჩვენ მოვახერხეთ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შესვლა. მართალია, ხარისხობრივი ცვილილებები იქ არ მომხდარა, მაგრამ მაინც გამჭვირვალე გახდა ეს სტრუქტურა. აღსანიშნავია აგრეთვე მთავრობის კეთილი ნება, რომელიც 2003 წლის 27 სექტემბერს წამების წინააღმდეგ ბრძოლის გეგმით დაფიქსირდა. თუ ზემოდან მომდინარე პოლიტიკური სიტუაცია არ შეიცვალა, ჩვენ უმწეონი ვართ ამ პრომლემასთან. აქ შეიძლება ადამიანებს ჩავუტაროთ უფასო რეაბილიტაცია, ფსიქოლოგიური სამედიცინო სოციალური დახმარება, გამოკვლევები, იურიდიული დახმარება, მაგრამ ეს არის მხოლოდ ტოტების შეჭრა ხისათვის, რომლის ფესვებია მოსავლელი. მე იმედი მაქვს, რომ ქვეყნის ხელისუფლება, კერძოდ,  ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი მოგვცემს საშუალებას ჩვენი რეალური წვლილი შევიტანოთ ამ საქმეში. ეს სტრუქტურა უნდა შეიცვალოს შიგნიდან და საზოგადოებაც მეტად უნდა იყოს ინფორმირებული საკუთარ უფლებებში. მე იმედი მაქვს პოზიტიური ცვლილებებისა. მე მივესალმები იმას, რომ ჩემი დღევანდელი საქმიანობა აღარ იყოს საჭირო და წამების მსხვერპლი აღარ არსებობდეს.

– თუ შეიძლება მოკლედ იმაზე, თუ რა მეთოდებით ხდება წამება.

– წამების უამრავი მეთოდი არსებობს. ყველაზე ტრამვირებული ადამიანები ძნელად მისაგნებია, ისინი არიან შეურაცხყოფით დაავადებულნი; საზოგადოებისაგან განრიდებული. ომის დროს გამოყენებული მეთოდებიდან ძალიან ხშირია გაუპატიურება, სულ პატარა ბავშვებით დაწყებული მოხუცი ქალებით დამთავრებული; მუქარა, სხეულის ნაწილების მოკვეთა და სიკვდილით დასჯა. რაც შეეხება ციხეებსა და წინასწარი დაკავების საკნებს, აქ ხშირია ელექტროშკის გამოყენება, მოგუდვა, აჭმევენ მარილს და არ ასმევენ წყალს, ფალაკა (ქუსლებში ცემა), ფეხებით ჩამოკიდება. ხშირად ისეა ადამიანი ნაწამები რომ არა ჩანს წამების კვალი, მაგრამ ხშირად წამებისაგან დაინვალიდებულია.
– თუ ყოფილა შემთხვევა რომ დასჯილიყოს მწამებელი?

– ასეთი შემთხვევა ჩვენი მუშაობის 3 წლიან პრაქტიკაში არ ყოფილა. თუმცა მათი სახელები, გვარები, სამყოფელი ადგილები ცნობილია.  ეს კიდეთვ ერთხელ მიუთითებს ჩვენს ქვეყანაში არსებულ დაუსჯელობის სინდრომზე.  ნაწამები ადამიანები, რომლებიც მოდიან ცენტრში და იღებენ დახმარებას  უარს ამბობენ საქმის იურიდიულად გაგრძელებაზე, რადგან პოლიციისაგან ტერორს განიცდიან.
– სად და როგორ  შეიძლება თქვენ მოგმართონ მოქალაქეებმა?

– შეუძლიათ მოგვმართონ წამების მსხვერპლთა სარეაბილიტაციო ცენტრში, რომლის მისამართია:
შიო მღვიმელის ქ. 6 , ტელეფონი:  23 29  97 , 22 54 02
ვებ-გვერდი:  http://gcrt.gol.ge/

ორგანიზაციის საქმიანობა დაფინანსებულია ევროპის კავშირის, გაეროს ფონდი წამების მსხვერპლთა მხარდასაჭერად და გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ.

ახალი ამბები