04:16, Wednesday, 21.08.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ქართველი ლტოლვილები უცხოეთში

28.12.2003
ქართველი ლტოლვილები უცხოეთში


ნორვეგიის საემიგრაციო სამსახურმა უარი განაცხადა ქართველი ლტოლვილისათვის ნებისმიერი დახმარების აღმოჩენასა თუ რეაბილიტაციაზე. ბატონი ლევანი, რომელიც ნორვეგიაში ჩავიდა პოლიტიკური თავშესაფარის საძიებლად, ითხოვს აღნიშნულ ქვეყანაში დარღვეული მისი უფლებების აღდგენას. მან მომართა ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს დახმარებისათვის, რათა  იპოვოს სამართალი. ჩვენ ვითვალისწინებთ მის თხოვნას და არ ვაქვეყნებთ მის სრულ სახელს, რადგან იგი შიშობს, რომ მის სიცოცხლეს კვლავ საფრთხე ემუქრება.


ბატონმა ლევანმა, რომელიც საქრთველოს მოქალაქეა, განგვიცხადა, რომ მას ჰქონდა კონფლიქტი სამართალდამცავებთან მისი პოლიტიკური საქმიანობის გამო. ეს გახდა მიზეზი მისი ნორვეგიაში წასვლისა და იქ პოლიტიკური თავშესაფრის მოთხოვნის.

როგორც ლევანმა აგვიხსნა, ნორვეგიაში წასვლისას, იგი მოათავსეს ლტოლვილთა ბანაკში, სადაც ის 17 თვე ცხოვრობდა საკმაოდ სახიფათო კრიმინალურ გარემოში. 2001 წლის 13 ივნისს იგი ოსლოს ბანაკიდან გაანაწილეს კირკინესში. ავია კატასტროფამ, რომელიც მგზავრობისას მოხდა, მას მიაყენა მნიშვნელოვანი ფსიქოლოგიური ზიანი. ლევანმა გვაჩვენა ამ თვითმფრინავის ბილეთები, რომელიც დაჯავშნული და შეძენილი იყო წითელი ჯვრისა და ნორვეგიის საემიგრაციო სამსახურის მიერ, ასევე ის გაზეთები, რომლებიც აშუქებდნენ აღნიშნულ უბედურ შემთხვევას. მან მიმართა ბანაკის უფროსს და ავიაკომპანიას, რათა გაეუმჯობესებინათ მისი ცხოვრების პირობები და გაეწიათ შესაბამისი სამედიცინო დახმარება, თუმცა ორივე მათგანმა უგულებელყო მისი თხოვნა. მისმა ადვოკატმაც უარი თქვა იურიდიული მისთვის დახმარებაზე ამ საკითხში. ერთადერთი გზა ავიაკომპანიასთან დაკონტაქტებისა ლევნს ჰქონდა მხოლოდ ბანაკის ადმინისტრაციის საშუალებით.

კატასტროფის შემდეგ, მას გაეწია არაპროფესიონალური სამედიცინო დახმარება ექთნების მიერ და მკურნალობაც არასწორი დაენიშნა, რამაც კიდევ უფრო გააუარესა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა. ლევანი აღნიშნავს: „მე გამოვხატე ჩემი უკმაყოფილება მკურნალობის მიმართ, თუმცა ამაოდ. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩემი სამედიცინო ხარჯები არ აუნაზღაურეაბია არც ავიაკომპანიას, არც საემიგრაციო სამსახურს.“ საბოლოოდ, ექვსი თვის შემდეგ, მან მოახერხა შეხვედროდა ავიაკომპანიის წარმომადგენლებს, მაგრამ მათ უარი განაცხადეს დახმარებაზე და უზრდელადაც უპასუხეს.

რაკი ლევანის საცხოვრებელი პირობები გაუსაძლისი შეიქმნა, იგი 2002 წელს წავიდა შვედეთში თავშესაფრის მოთხოვნით. მათ არ დააკმაყოფილეს მისი მოთხოვნა და ერთი თვის შემდეგ დააბრუნეს ნორვეგიაში. საბოლოოდ, 2002 წლის მაისში, იგი გამოაძევეს საქართველოში მის მიმართვაზე ყოველგვარი პასუხის მიუღებლად. ლევანი ფიქრობს, რომ მისი გამოძევების მიზეზი იყო ის, რომ იგი ითხოვდა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას, სამედიცინო დახმარებას და საბოლოო პასუხს.
საქართველოში დაბრუნებისას ლევანმა გაიარა სამედიცინო შემოწმება კვალიფიციურ ექიმთან, რომელმაც დაადასტურა მისი ფსიქოლოგიური ზიანი. ამჟამად, იგი რეგისტრირებულია ფსიქოლოგიურ დისპანსერში და გადის სამედიცინო მკურნალობას.

ლევანს მიაჩნია, რომ მისი უფლებები დაარღვია საემიგრაციო სამსახურმა, როცა იგი გამოაძევეს ქვეყნიდან  მის მეორე გასაჩივრებაზე პასუხის გაუცემლად.
ის ასევე ირწმუნება, რომ ნორვეგიაში ჩავიდა ჯანმრთელი, მაგრამ კატასტროფის შემდეგ მისი ჯანმრთელობა საგრძნობლად შეირყა, და რომ არც წითელმა ჯვარმა და ნორვეგიის საემიგრაციო სამსახურმა, არც ავია კომპანიამ არ მიაქციეს ყურადღება მის მდგომარეობას.

საქართველოში დაბრუნების შემდეგ ლევანმა დახმარებისათვის მიმართა ადამიანის უფლებების დამცველ ბევრ არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრს. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი დაუკავშირდა გაეროს და ნორვეგიის საელჩოს ბაქოში, რომლის საშუალებითაც მივიღეთ ნორვეგიის საემიგრაციო სამსახურის საკონტაქტო ინფორმაცია. HRIDC -ის აღმასრულებელმა დირექტორმა გაუგზავნა წერილი აღნიშნულ სამსახურს ბ-ნი ლევანის საჩივარზე პასუხის მისაღებად. მათ გვიპასუხეს რომ ლევანი არ იმყოფებოდა კრიმინალურ გარემოში და არავის გაუძევებია ნორვეგიიდან საბოლოო პასუხის გარეშე, თუმცა ლევანის თქმით, მას ჯერაც არა აქვს საბოლოო პასუხი მიღებული. უფრო მეტიც, წერილში ასევე აღნიშნულია, რომ ნორვეგიის ხელისუფლება არ იყო ინფორმირებული, რომ იგი მოჰყვა რაიმე უბედურ შემთხვევაში ნორვეგიაში ყოფნის პერიოდში (რაც, ლევანის თქმით, არ შეეფერება რეალობას) და ამიტომაც ნორვეგიის მთავრობა უარს აცხადებს ამ საკითხში იურიდიულ ან სხვა სახის დახმარების აღმოჩენაზე.

ბ-ნი ლევანის საქმე არის ერთ-ერთი მაგალითი იმ რეალობისა, რასაც ქართველი ლტოლვილები აწყდებიან საზღვარგარეთ. ბ-ნი ლევანი იმედს არ კარგავს, რომ საბოლოოდ იპოვის სამართალს და იბრძვის მისი დარღვეული უფლებებისათვის. იგი სთხოვს ყველა პასუხისმგებელ პირს, რომელიც იცნობს მის საქმეს, რომ დაეხმარონ რაშიც შეუძლიათ, რათა აღდგეს სამართალი.

 

 

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

სიკვდილით სავსე ქალაქი
ჩაიცვით საუკეთესო ტანსაცმელი. კარგად დახედეთ ბავშვებს და ჩაეხუტეთ. მოიკითხეთ დედა. დაურეკეთ მეგობრებს. გადახედეთ სახლის საბუთებს, ხომ წესრიგშია. თქვენ მალე მოკვდებით. თქვენ მოკვდებით ავარიაში.
ვრცლად...
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
კუდები გვაკვირვებს
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC