კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ტრეფიკინგი საქართველოში

19 თებერვალი, 2004

ტრეფიკინგი საქართველოში

ადამიანით ვაჭრობის სფეროში, საქართველო იყო მესამე კატეგორიის ქვეყანათა შორის, იგულისხმება ამ მხრივ ყველაზე ცუდი მონაცემების მიხედვით, სადაც ტრეფიკინგი ყვაოდა და დაბრკოლება არ ექმნებოდა გასული წლის პირველ ნახევრამდე. ეს ხდება არა იმიტომ, რომ უამრავი ადამიანია ტრეფიკინგის მსხვერპლი, არამედ იმიტომ, რომ მთავრობა ძალიან ცოტას ან საერთოდ არაფერს არ აკეთებს მის შესაჩერებლად. გასულ წელს საქართველო გახდა რიგით მეორე ქვეყანა, რაც არ უკავშირდება საქართველოს კანონმდებლობაში ან ქვეყნაში არსებულ ტრეფიკინგის პირობებში  რაიმე მნიშვნელოვანი ცვლილებების განხორციელებას, არამედ ეს უფრო დაკავშირებულია  იმ ფაქტთან, რომ სხვა ქვეყნებს, მაგალითად ამერიკის შეერთებულ შტატებს არ სურთ, რომ საქართველოში ცუდი მდგომარეობა იყოს. 

მარკ ჰულსტის თქმით, რომელიც არის IOM-ის (მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია) საქართველოს ფილიალის წარმომადგენელი, საქართველოს ხელისუფლება ამჟღავნებს ტენდენციას დაინტერესდეს იმ განსაკუთრებული საკითხებით, რომელბსაც სხვა ქვეყნები წამოჭრიან, რადგანაც სამთავრობო სააგენტოებს შორის კოორდინაციის  და იმ სტიმულის ნაკლებობა, რომელიც საჭიროა ამოქმედებისათვის, ნიშნავს იმას, რომ საკანონმდებლო და/ან აღმასრულებელი საქმიანობა უმეტეს წილად წარმართულია საჩივრების საფუძველზე და არა დამოუკიდებლად, თვითონ ხელისუფლების ინიციატივით. ამჟამად ტრეფიკინგის პრობლემას განიხილავს, როგორც იუსტიციის, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელსაც გააჩნია ტრეფიკინგთან ბრძოლის განსაკუთრებული დეპარტამენტი.

ნათელი მიზეზების გამო ძალიან რთულია ადამიანით უკანონოდ ვაჭრობასთან დაკავშირებით სანდო სტატისტიკური მონაცემების მოპოვება. ცნობილია, რომ ტრეფიკინგის მსხვერპლთა უმრავლესობას ქალები წარმოადგენენ, რომელთაც ხშირად იძულებით რთავენ პროსტიტუციურ საქმიანობაში. სინამდვილეში კი საქართველოდან რუსეთში გადაჰყავთ და ტრეფიკინგის მსხვერპლი ხდება უფრო მეტი მამაკაცი, ვიდრე ქალი, რომელთაც ძირითადად მონური სამუშაოს შესრულება უხდებათ. თურქეთი და საბერძნეთიც ხშირად გამოიყენება ქართველი მამაკაცების ტრეფიკინგისათვის. საბერძნეთი განსაკუთრებით პოპულარულია იმ ქართველებს შორის, რომლებიც საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლის გზებს ეძებენ იმიტომ, რომ იქ უკვე ცხოვრობს საკმაოდ დიდი დიასპორის მოსახლეობა.

ძირითადად ადამიანით მოვაჭრეები უბრალოდ ემორჩილებიან  მოთხოვნილებისა და მომარაგების კანონს. თურქეთში ან დასავლეთ ევროპაში მოთხოვნა არის მეძავებზე ან იაფფასიან მუშა ხელზე და ადამიანით მოვაჭრეები ცდილობენ დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნა და აცდუნებენ მსხვერპლს შეპირებებით კანონიერი დასაქმების შესახებ. ის ადამიანები, რომლებიც ამგვარი მოპყრობის მსხვერპლნი ხდებიან, ხშირად სარგებლობენ იმ კომპანიის მომსახურებით, რომელიც ჰპირდება მათ ვიზას იმ უცხო ქვეყანაში სამუშაოდ წასვლისათვის, რომლის ვიზის კანონიერი გზით  მოპოვებაც რთულია ან პრაქტიკულად შეუძლებელი.

ზოგჯერ ამ არაკანონიერ საქმიანობაში ხდება ისეც, რომ კლიენტებს აძლევენ ყალბ ვიზას, მაგრამ უცხო ქვეყანაში ჩასულებმა უკვე თვითონ უნდა იშოვნონ სამუშაო. მაგალითად, შეიძლება ერთმა პირმა გადაუხადოს რომელიმე ფირმას ფული საბერძნეთის ვიზისათვის. შემდეგ ეს პირი აღმოჩნდება თურქეთის ან რუსეთის მიმართულებით მიმავალ ავტობუსში და იმედოვნებს რომ დანიშნულების ადგილზე უსაფრთხოდ ჩავა. უფრო ხშირია ისეთი შემთხვევები, როდესაც კლიენტებს ფირმები ჰპირდებიან ვიზასაც და საზღვარგარეთ დასაქმებასაც, მაგრამ იმის ნაცვლად, რომ დაპირებისამებრ საზღვარგარეთ მუშაობა დაიწყონ, ვთქვათ, ოფიციანტად, ქალებს ხშირად აიძულებენ პროსტიტუციაში ჩართვას ან ასრულებინებენ მონურ სამუშაოს ქარხნებში. მამაკაცებს ხშირად იმაზე ბევრად ნაკლებს უხდიან, ვიდრე დაჰპირდნენ და ისინიც იძულებულნი არიან მრავალი საათის განმავლობაში იმყოფებოდნენ მძიმე სამუშაო პირობებში. ხშირად ქალებსაც და მამაკაცებსაც ე.წ. ექსპლუატატორები ართმევენ პასპორტებს, მას შემდეგ რაც უცხო ქვეყანაში ჩავლენ, რაც ართულებს მსხვერპლთა გაქცევას.
გარდა იმისა, რომ საქართველო არის ის ქვეყანა, რომლიდანაც არიან ადამიანით ვაჭრობის მსხვერპლნი, იგი ასევე არის პოპულარული სატრანზიტო ქვეყანა, რომლის გავლითაც გადაჰყავთ ახალგაზრდა რუსი და უკრაინელი ქალები თურქეთში, რომლებმაც იქ მეძავებად უნდა იმუშაონ.
რუსეთისა და სამხრეთ ოსეთის საზღვარი, ხშირ შემთხვევაში, არის ის ადგილი სადაც ხდება ადამიანით მოვაჭრეთა საქართველოში შემოსვლა და გასვლა. კორუფცია და მექრთამეობა მზარდი კოეფიციენტით ხასიათდება საქართველოში, რომელიც რამოდენიმე ხნის წინ მსოფლიოს ყველაზე კორუმპირებულ ქვეყანათა შორის ბანგლადეშისა და ნიგერიის შემდეგ მესამედ დაასახელეს. თეორიულად ქრთამის აღება უფრო ადვილია სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის საზღვარზე, ვიდრე სხვა საზღვრებზე, რადგანაც ამ ტერიტორიაზე ცენტრალური ხელისუფლების გავლენა ბევრად უფრო სუსტია და ეკონომიკური პირობებიც უარესია, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო მეტია ალბათობა იმისა, რომ მესაზღვრეები ქრთამს აიღებენ და უფრო ნაკლებია იმის შანსი, რომ ისინი ზემდგომ ორგანოებს მოახსენებენ რაიმე უკანონო ქმედების შესახებ. შედარებით ცოტა რამ არის ცნობილი აფხაზეთში ტრეფიკინგის შესახებ. მიუხედავად ამისა ცნობილია, რომ აფხაზები ძალიან დაბალი ანაზღაურების სანაცვლოდ მუშფობენ სამხრეთ რუსეთში.

ამჟამად ყველაზე დიდი ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მუშაობს ტრეფიკინგთან ბრძოლასთან დაკავშირებით არის IOM.  IOM-ი საქართველოში მოიპოვებს და ანახლებს ინფორმაციას, როგორც კი ასეთი ინფორმაცია ხელმისაწვდომი გახდება და გარკვეული ორგანიზაციები სთავაზობენ ხალხს ვიზებს და საზღვარგარეთ დასაქმებას. იმ ხალხთან გასაუბრების შემდეგ, რომლებიც საზღვარგარეთ იმყოფებოდნენ და ყვებიან მათი გამოცდილების შესახებ და მათი ნაამბობის იმ პირობებთან შედარებით, რომელსაც დამსაქმებელი ორგანიზაციები პირდებიან თავიანთ კლიენტებს, შეგვიძლია ერთმანეთისაგან განვასხვავოთ კანონიერი ორგანიზაციები და ის ორგანიზაციები, რომლებიც ტრეფიკინგს ეწევიან. თუმცა, ის ორგანიზაციები, რომლებიც ცნობილი ხდებიან, როგორც ტრეფიკინგში ჩართული ორგანიზაციები ხშირად იცვლიან სახელებს და მისამართებს, რაც ართულებს მათი პოტენციური კლიენტების გაფრთხილებას მოსალოდნელი საშიშროების შესახებ. IOM-ში მოქმედებს ცხელი ხაზი, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს პირებს, რომლებიც რეკავენ ამ ხაზზე, მათ შორის აწვდიან ინფორმაციას კონკრეტული დამსაქმებელი ორაგანიზაციის შესახებ, თუ, რა თქმა უნდა, ასეთი ინფორმაცია მათთვის ხელმისაწვდომია.

ჰულსტი აფრთხილებს ქართველებს, რომლებიც ცდილობენ საზღვარგარეთ სამუშაოდ წასვლას, რომ საქართველოში მხოლოდ რამოდენიმე ორგანიზაციაა აბსოლუტურად კანონიერი, დანარჩენები კი უკანონო საქმიანობას ეწევიან, რაც სხვადასხვანაირად გამოიხატება: ან ყალბი ვიზის გაცემით, ან ადამიანით ვაჭრობაში ჩართვით ან ორივეთი ერთად.

ახალი ამბები