კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საგა ვიზის შესახებ და ბედნიერი დასასრული

23 თებერვალი, 2004

საგა ვიზის შესახებ და ბედნიერი დასასრული

ვიმედოვნებდი, რომ ხელისუფლების შეცვლის შემდეგ საგარეო საქმეთა სამინისტროს სავიზო განყოფილებაში მომსახურე პერსონალიც შეიცვლებოდა. ამ განყოფილებაში ადრე უამრავი პრობლემა მქონდა (რაც მოთხრობილია ამ გვერდზე წინა სტატიაში). ამიტომ თავდაპირველად იმედი გამიცრუვდა, როდესაც ჩემი ბოლო ვიზიტის დროს კარებში შესვლისთანავე დავინახე, რომ დახლს უკან იჯდა იგივე  არაკომპეტენტური და აგრესიული პერსონალი.

თუმცა, მაშინვე შეამჩნევდით ორ ცვლილებას: პირველი ის, რომ აღნიშნული პერსონალი ადრინდელზე უკეთ გამოიყურებოდა. ადრე უბრალო სვიტრები და შარვლები ეცვათ. ამჯერად კი ისინი შემოსილნი იყვნენე საკმაოდ სოლიდური პერანგებითა და ჰალსტუხებით.მეორე ცვლილება ის გახლდათ, რომ ატმოსფერო შედარებით შერბილებულიყო. ოთახი სავსე იყო იმ ხალხით, რომელთაც ვიზის მიღება სურდათ, მაგრამ აღარ ისმოდა პერსონალის გამუდმებული ყვირილი, რაც ადრე ხშირად ხდებოდა ხოლმე. იგივე პერსონალი, რომელიც ადრე ასეთი აგრესიით გამოირჩეოდა, იმ დღეს ძალიან მშვიდი და ზრდილობიანი ჩანდა. ოფისი ამჯერად მეტად ჰგავდა ოფისს და ნაკლებად ბარს. აშკარაა, რომ ახალმა მმართველობამ გადაწყვიტა სიტუაციის გაუმჯობესება.

ჩემი ვიზაც ადრინდელთან შედარებით ბევრად უფრო ადვილად მივიღე, იმაზე ადვილადაც კი ვიდრე წარმომედგინა. ჩემი ქართველი კომპანიონი, რომელიც თან მახლდა აღნიშნულ ოფისში ჩემი წინა ვიზიტების დროსაც რამოდენიმეჯერ შემეკითხა, თუ როდის შევიტანე განაცხადი 6 თვიან ვიზაზე, რაზეც მე რამოდენიმეჯერ ვუპასუხე, რომ ეს იყო ოქტომბერში ან ნოემბერში.  მე მაშინვე ვერ მივხვდი, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ამას იმიტომ, რომ ჩემი წინა ვიზიტების დროს მე არა მარტო მაიძულეს გადამეხადა ქრთამი, (რომელსაც გადაუდებელი გადასახადი უწოდეს) არამედ მითხრეს, რომ არ ხდებოდა 6 თვიანი ვიზების გაცემა და რომ შეიძლებოდა გაცემულიყო მხოლოდ 3 თვიანი ვიზა. უფრო მეტიც, მე მითხრეს, რომ არ ახსოვდათ მივიტანე თუ არა მათთან რაიმე საბუთი, მათ შორის განაცხადი 6 თვიან ვიზაზე. მათთვის იმის თქმა, თუ როდის წარვადგინე აღნიშნული საბუთები, რომელთა არსებობასაც კი უარჰყოფდნენ, ცოტა არ იყოს უაზრობად მომეჩვენა.

ამჯერად კი ოფისში ნახევარი საათის ლოდინის შემდეგ, რომლის განმავლობაშიც ერთ-ერთი თანამშრომელი ჩემს საბუთებს ეძებდა, ჩემდა გასაკვირად იგი გამოვიდა აღნიშნული საბუთებით ხელში. მე მოველოდი, რომ ავიღებდი კიდევ ერთ განაცხადს 3 თვიან ვიზაზე, შევავსებდი მას და რაც შეიძლება სწრაფად წავიდოდი ამ ადგილიდან. მაგრამ არაფრის გაკეთება აღარ დამჭირდა. ბლანკები უკვე შევსებული, და გასაგზავნად მზად იყო. თანამშრომელმა ისიც კი მკითხა ვიზა იმ დღესვე მინდოდა თუ მეორე დღისთვის. რა თქმა უნდა ვუპასუხე, რომ რაც შეიძლება მალე მინდოდა ვიზის აღება (თან გავიფიქრე, რომ რაც უფრო ცოტა ხანს ექნებოდათ მათ ჩემი პასპორტი, მით უფრო ნაკლები შანსი იყო მისი დაკარგვის). ლანჩის შემდეგ უკან დავბრუნდი, გადავიხადე 130 დოლარი (არანაირი დამტებითი გადასახადი არ მოუთხოვიათ) და მივიღე მრავალჯერადი 6 თვიანი ვიზა, რომლის მიღებასაც ბოლო 4 თვის განმავლობაში ვცდილობდი.

შესაძლოა მთავრობის სხვა განყოფილებებში რეფორმა მიმდინარეობს, ან არ მიმდინარეობს, მაგრამ საგარეო საქმეთა სამინისტროს სავიზო განყოფილებაში ნამდვილად სწორი მიმართულებით იქნა გადადგმული ნაბიჯები.

ახალი ამბები