კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი პრეზიდენტი - „ახალი თამაშის წესები“ მედიისათვის?

27 თებერვალი, 2004

ახალი პრეზიდენტი - „ახალი თამაშის წესები“ მედიისათვის?

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი „ვარდების რევოლუციის“ გმირი, რომელმაც წერტილი დაუსვა შევარდნაძის მრავალწლიანი მმართველობის ეპოქას, ოფიციალურად შეუდგა საქართველოს პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას.

მისი, როგორც რევოლუციური ლიდერის განცხადებებში ყოველთვის სჭარბობდა დემოკრატიისა და სიტყვის თავისუფლების შეპირებები, თუმცა დღევანდელი პოლიტიკური სიტუაციიდან გამომდინარე მათი შესრულება ეჭვის ქვეშ დგას.

მიხეილ სააკაშვილის მიერ არჩეულ დემოკრატიისაკენ მიმავალ გზას საფრთხე ემუქრება იმ პოლიტიკით, რაც შესაძლოა ჩაითვალოს მედიაზე და სიტყვს თავისუფლებაზე ზეწოლად.

სხვანაირად როგორ შეიძლება აიხსნას ის ამასწინანდელი მოვლენა, რომ ორი ყველაზე პოპულარული კერძო ტელე კომპანია „მზე“ და განსაკუთრებით კი „რუსთავი 2“, რომელიც პრეზიდენტ სააკაშვილს მხარს უჭერდა „ვარდების რევოლუციის“ დროს, რამაც იგი ხელისუფლებაში მოიყვანა, ერთიდაიგივე დღეს - 4 თებერვალს მოულოდნელად აუქმებენ ყველაზე მაღალრეიტინგიან პოლიტიკური დებატების თოქ-შოუებს. შეუძლებელია ეს მომხდარიყო ფინანსური პრობლემების გამო, რადგან არც ერთი ტელეკომპანია არ უჩიოდა აუდიტორიის ნაკლებობას და გააჩნდა კარგი ფინანსური ბაზა.

არც მანამდე და არც ამის შემდეგ ამ მოვლენისთვის ოფიციალური ახსნა არ მიუციათ.

შედარებისათვის, გავიხსენოთ, რომ ახლა მუდამ კრიტიკის ქვეშ მყოფი პრეზიდენტის ედუარდ შევარდნაძის მმართველობის პერიოდში, როდესაც უშიშროების სამინიტრომ გადაწყვიტა გამოეძიება ეწარმოებინა ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ში, ქართველი საზოგადოების დიდმა ნაწილმა ეს მიიჩნია სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ მიმართულ სერიოზულ მცდელობად და აღნიშნული ქმედებანი სასტიკად იქნა დაგმობილი. ამ საკითხთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია გახდა საჯარო და ფართოდ გაშუქებული მედიის მიერ.

როდესაც მე დავრეკე „რუსთავი 2“-ში, მათ საკმაოდ უხალისოდ ამიხსნეს, რომ საღამოს თოქ-შოუ - „ღამის კურიერი“ ეკა ხოფერიასთან ერთად, რომელიც ამავე დროს არის ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელი, დროებით შეჩერებულია გარკვეული ცვლილებების გამო რადგან საჭიროებს განახლებას და სავარაუდოდ აპრილში გაიხსნება. მათი თქმით, არანაირი ზეწოლა ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა.

იგივე გამიმეორეს ტელეკომპანია „მზის“ წარმომადგენლებმაც, რომელთაც ასევე გააუქმეს პოლიტიკური დებატების საღამოს თოქ-შოუ „ღამის მზერა“ ინგა გრიგოლიასთან ერთად ზუსტად იმ დღეს, როცა „ღამის კურიერი“, მათი აზრით, ეს უბრალოდ დამთხვევა იყო. მათ დამარწმუნეს, რომ პროგრამა, ისევე როგორც წამყვანი, რომელიც მათი თქმით, ეგვიპტეში აპირებდა წასვლას, წარდგებოდა მათ არხზე მარტში გარკვეული ტექნიკური ცვლილებების შემდეგ.

სამწუხაროდ ინფორმაციის დიდი ნაწილი არ აღმოჩნდა მართალი, ინგა გრიგოლიამ არა მარტო დატოვა ტელეკომპანია „მზე“, არამედ დაუბრუნდა თავის ძველ სამუშაო ადგილს -I არხს.

სხვა კერძო ტელეკომპანიების აზრი საკმაოდ განსხვავებულია, ერთ-ერთ მათგანს „იმედს“ ამ საკითხის მიმართ საერთოდ არ გააჩნია რაიმე ოფიციალური ვერსია, თუმცა ტელეკომპანიის ერთ-ერთი წარმომადგენელი, რომელმაც ინკოგნიტოდ დარჩენა ამჯობინა, მიიჩნევს, რომ ყოველივე ეს მართლაც დამთხვევა იყო.

ამასწინათ, ტელეკომპანია „იბერიაში“, ახალი ამბების სააგენტო „მედია ნიუსსა“ და გაზეთ „ახალ ეპოქაში“ (ყველა მათგანი ეკუთვნის „ომეგა ჯგუფს“) შეიჭრნენ ნიღბიანი და შეიარაღებული  პოლიციის წარმომადგენლები. მთავრობა „ომეგა ჯგუფს“ ბრალს სდებს საქართველოს სახელმწიფოსათვის 12 მილოინი ლარის ოდენობის გადასახადის გადაუხდელობაში.

ლუბა ელიაშვილი, იბერიაში ახალი ამბების განყოფილების ხელმძღვანელი და ამავდროულად „დიალოგის“ წამყვანი - საღამოს ერთად-ერთი პოლიტიკური თოქ-შოუ, რომელიც ჯერ კიდევ ეთერშია, დარწმუნებულია, რომ მთავრობის მხრიდან ომეგა ჯგუფზე ზეწოლა და განსაკუთრებით იბერიაზე, მიმართულია საქართველოში სიტყვის თავისუფლების შესაზღუდად. მისივე თქმით, მათ წინააღმდეგ მიმართული ქმედებების ერთადერთი მიზეზი ის არის, რომ ისინი აღარ ემსახურებიან ახლანდელი მთავრობის ინტერესებს და მათთან არ წასულან გარიგებებზე სხვა ტელეკომპანიებისგან განსხვავებით.

„ჩვენ არ ვართ მედიის წინააღმდეგ მიმართული ზეწოლის ერთად-ერთი მცხვერპლი, მაგრამ სხვებისგან განსხვავებით, ჩვენ არ ვყრით ფარ-ხმალს“,- განაცხადა ლუბა ელიაშვილმა.

მედიის ახლანდელი სიტუაცია საქართველოში ძალიან ჰგავს რამოდენიმე წლის წინ რუსეთში განვითრებულ სიტუაციას.

როდესაც ვლადიმერ პუტინი გახდა რუსეთის პრეზიდენტი, დაიწყო შესამჩნევი სახელმწიფო კონტროლი მედიაზე. პირველი მსხვერპლი აღმოჩნდა დამოუკიდებელი ტელეკომპანია NTV, რომელიც ეკუთვნოდა მედია მაგნატს ვლადიმერ გუსინსკის.
ჩეჩნეთის ომის დროს NTV იყო ერთად-ერთი რუსული არხი, რომელიც ცდილობდა ომის გაშუქებისას დაეცვა შეხედულებათა ბალანსი. იგი უფრო ღია და გულწრფელი ჩანდა ჩეჩნეთის მოვლენებისა და რუსეთის სოციალურ საკითხების მიმოხილვისას.

როდესაც მედია-მოსტსა და NTV-ში შეიჭრა შეიარაღებული პოლიცია, ეს  მოვლენა რუსეთის მოქალაქეთა უმრავლესობამ მიიჩნია თავისუფალ მედიეზე ღია თავდასხმად. ბოლო ნაბიჯი გადაიდგა, როდესაც ნახევრად სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა რუსულმა გაზის კომპანიამ „გაზპრომმა“ აქამდე დამოუკიდებელ ტელეკომპანია NTV-ზე აიღო სრული კონტროლი.

მთელი ამ ხნის განმავლობაში ვლადიმერ პუტინი „დარწმუნებული იყო“, რომ ეს სუფთა ფინანსური საკითხი იყო.
მსგავსი მოვლენები განვითარდა დამოუკიდებელ ტელეკომპანია TV-6-ის მიმართაც, რაც შემდგომი ნაბიჯი აღმოჩნდა რუსეთის დამოუკიდებელი სატელევიზიო ქსელის სრული სახელმწიფო დომინანციისთვის. ამ შემთხვევაში „გაზპრომის” ადგილი დაიკავა სხვა ნახევრად სახელმწიფო საკუთრებაში მყოფმა კომპანიამ - „ლუკოილი“. პუტინი, კიდევ ერთხელ ირწმუნება, რომ ცვლილებები გამოწვეული იყო წმინდა ეკონომიკური მიზეზით.

საქართველოში, ამ საეჭვო მოვლენებს გარდა, რაც გავლენას ახდენს სიტყვის თავისუფლებაზე, ბოლოდროინდელმა საკონსტიტუციო ცვლილებებმა დაანგრია ძალაუფლების რესპუბლიკური სტილის ბალანსი და შექმნა უმაღლესი საპრეზიდენტო სისტემა, რაც ძალიან ჰგავს რუსეთის მოდელს. ამ მოვლენებს შორის შესაძლოა არსებობდეს ურთიერთკავშირი? ან იქნებ ეს უბრალოდ უცნაური დამთხვევაა. . .

ახალი ამბები