კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიციელთა მიერ ადამიანთა ცემა-წამება გრძელდება

1 ოქტომბერი, 2004

პოლიციელთა მიერ ადამიანთა ცემა-წამება გრძელდება

პოლიციელთა მიერ დაკავებულთა ცემა-წამებას ბოლო არ უჩანს. 27 სექტემბერს ვაკე საბურთალოს პოლიციის ქვეგანყოფილებაში ხულიგნობის ბრალდებით მიყვანილ გ. კ. სამართალდამცავებმა სასტიკად სცემეს. მიუხედავად ადვოკატების შუამდგომლობისა, გ. კ-ს სასამართლო-სამედიცინო ექპერტიზა ჯერაც არ ჩატარებია.

2004 წლის 27 სექტემბერს დაახლოებით 22:00 საათზე პოლიციის თანამშრომლებმა  საგზაო ინციდენტის გამო დააკავეს გ. კგ. კ და რ. ვ., რომლებიც მაშინვე წაიყვანეს ვაკე-საბურთალოს შს სამმართველოს II ქვეგანყოფილებაში. აღნიშნული პირები როგორც დაკავებისას, ისე პოლიციის ქვეგანყოფილებაში მიყვანის დროს სასტიკად სცემეს პოლიციის თანამშრომლებმა. ხელბორკილდადებულ გ. კ ხელკეტებს ურტყავდნენ ტანზე და თავის მიდამოებში, რის შედეგადაც მან მიიღო სხეულის მძიმე დაზიანებები. ცემის დროს ამ უკანასკნელმა დაკარგა გონი, რის გამოც მისმა მშობლებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა ექიმები კ-სთან არ შეუშვეს. მოგვიანებით მშობლები იძულებულნი გახდნენ სასწრაფო დახმარება ხელმეორედ გამოეძახათ და მათი დაჟინებული მოთხოვნით შესაძლებელი გახდა ექიმების მიერ გ. კ-ის გასინჯვა, რა დროსაც ექიმების მიერ დაფიქსირებული იქნა მის სხეულზე არსებული მრავლობითი დაზიანებები და თავის ქალის ტრავმა. 

პოლიციის თავაშვებულობას ვერც გ. კ-ის მშობლები გადაურჩნენ უსაფრთხოდ და მათი შეურაცხყოფის ობიექტები აღმოჩნდნენ, როდესაც მშობლებმა სცადეს შვილს გამოსარჩლებოდნენ და პოლიციელებს სთხოვეს შეეწყვიტათ მათი შვილის ცემა. საპასუხოდ პოლიციის განყოფილების თანამშრომელმა ჰამლეტ ჰუსეინოვმა გ. კ-ს მამას სახეში ხელი გაარტყა. 

ადვოკატებმა 28 სექტემბერს შუამდგომლობით მიმართეს ქ. თბილისის ვაკე-საბურთალოს საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილეს დავით ნატრიაშვილს გ. კ-ის სხეულზე არსებული დაზიანებების ხარისხის დადგენის მიზნით მისთვის სამედიცონი ექსპერტიზის დაუყოვნებლივ ჩატარების თაობაზე. მიუხედავად იმისა, რომ შუამდგომლობა ადვოკატებმა 28 სექტემბერს ჩააბარეს, მას ექსპერტიზა ჯერ არ ჩატარებია და გამოძიება ყველანაირად ცდილობს გააჭიანუროს ექსპერტიზის ჩატარება.

ახალი ამბები