კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჯორჯიან თაიმსმა სარჩელი მოიგო

5 ოქტომბერი, 2004

ჯორჯიან თაიმსმა სარჩელი მოიგო

2004 წლის 13 სექტემბრის დასკვნაში, "ჯორჯიან თაიმსის" წინააღმდეგ აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე, სარჩელის დაუკმაყოფილებლობის შესახებ გაზეთი წერს: „სისხლის სამართლის საქმე შპს “ჯორჯიან თაიმსის“ წინააღმდეგ არ უნდა აღიძრას, რადგან მათ საქმიანობაში უკანონო ქმედებები არ იქნა აღმოჩენილი. ფინანსური დოკუმენტები უნდა დაუბრუნდეს გაზეთის ადმინისტრაციას. არანაირი მტკიცებულება არ იქნა აღმოჩენილი, რომელიც დაადასტურებდა იმას რომ "ჯთ" ჩაიდინა იურიდიულად დასჯადი ქმედება და რაიმე ფინანსური უკანონობა“.

14 ივლისს, თითქმის 3 თვის წინ, ქართულენოვანი "ჯორჯიან თაიმსი" ემზადებოდა ახალი სტატიის გამოსაქვეყნებლად, როდესაც ფინანსური პოლიცია “ეწვია“ ოფისს. უცხოელი ჟურნალისტების მიერ აღნიშნული შემთხვევა შეფასებული იყო როგორც რეიდი "ჯორჯიან თაიმსზე" და მათ სოლიდარობა გამოუცხადეს გაზეთს.

გავიდა სამი თვე. "ჯორჯიან თაიმსის" ფინანსურ განყოფილებას დაახლოებით 2 ათასი დოკუმენტის გარეშე მოუწია მუშაობა, რადგან ფინანსურმა პოლიციამ ჩამოართვა და წაიღო ისინი, მაშინ როდესაც ჟურნალისტთა გუნდი ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა და ელოდებოდა მოვლენების შემდგომ დანვითარებას.

ფინანსური პოლიციის განცხადებით ისინი ფლობდნენ ინფორმაციას "ჯორჯიან თაიმსის" წინააღმდეგ, რომ იგი განუწყვეტლივ ჩადის უკანონობას, თავს არიდებს გადასახადებს, აყალბებს ფინანსურ დოუმენტაციას.

იმავდროულად მაღალი რანგის ჩინოვნიკები ამტიცებდნენ, რომ ჯთ არის შანტაჟისტებისა და კრიმინალების ბუდე.

„ჩვენთვის ეს იყო უკომპრომისო ბრძოლა გადარჩენისათვის. ჩვენო მკითხველებო, ჩვენ პასუხისმგებელნი ვართ თქვენს და ზოგადად საზოგადოების წინაშე. ამიტომ გატყობინებთ შემდეგს:

2004 წლის 13 სექტემბრის დასკვნა სისხლის სამართლის საქმეზე სარჩელის დაუკმაყოფიებლობის შესახებ:
“ჯორჯიან თაიმსის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე არ აღიძრება, რადგან მათ საქმიანობაში ვერ იქნა აღმოჩენილი უკანონო ქმედებები. ფინანსური დოუმენტაცია უნდა დაუბრუნდეს "ჯორჯიან თაიმსის" ადმინისტრაციას. ვერანაირი სამხილი თუ მაკომპრომეტირებელი საბუთი ვერ იქნა აღმოჩენილი, რომელიც გამოავლენდა რომ "ჯთ" თავს არიდებდა გადასახადებს და ფინანსურ მაქინაციებში იყო გარეული“.

ფინანსურმა პოლიციამ და პროკურატურის ოფისმა დიდი ძალისხმევა გაწია, რათა გამოერკვია სინამდვილე და მიეღო ობიექტური გადაწყვეტილება. მათ ეყოთ ვაჟკაცობა და გამბედაობა რომ ეთქვათ თუ რას იმსახურებს "ჯორჯიან თაიმსი".
 

წყარო: "ჯორჯიან თაიმსი"

 

ახალი ამბები