კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დედაქალაქის ფინანსები ბავშვებს ვერ სწვდება

28 დეკემბერი, 2004

დედაქალაქის ფინანსები ბავშვებს ვერ სწვდება

2005 წლიდან ბავშვთა დაცვის ცენტრი უსახსრობის გამო აღარ იარსებებს


დღევანდელ საქართველოში არსებული მძიმე სოციალური ფონი, მატერიალური სიდუხჭირე, უმუშევრობა  და სხვა მრავალი პრობლემები, რომელიც ჯერ-ჯერობით გადაუჭრელია ჩვენს საზოგადოებაში, პირველ რიგში, ობოლი და სოციალურად დაუცველი ოჯახების ბავშვების  მდგომარეობას კიდევ უფრო ამძიმებს. დღითიდღე იზრდება მაწანწალა ბავშვების რიცხვი, რომლებიც ქალაქის ქუჩებში მათხოვრობით ირჩენენ თავს და ზოგ შემთხვევაში მთელ ოჯახსაც არჩენენ. ამ უკიდურესად მძიმე ფონზე გაუქმების საშიშროება ემუქრება თბილისის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრს, რომლის დაფინანსება რატომღაც არ იქნა გათვალისწინებული 2005 წლის თბილისის ბიუჯეტის პროექტში. ცენტრის ფუნქციებსა და მოვალეობებში დედაქალაქში მცხოვრები ყველა ბავშვის უფლებების დაცვა შედის. იგი მრავალი მიმართულებით მუშაობს, რომელთა შორის პრიორიტეტულია საგანმანათლებო საქმიანობა, სოციოლოგიური კვლევები და ანალიზი, ფსიქოლოგიური, იურიდიული დახმარება და საზოგადოებასთან ურთიერთობა. ქალაქის მერიის წარმომადგენელთა  პოზიცია ცენტრის შემდგომი ბედის შესახებ, უცნობია. ბოლო დღეებში მუნიციპალურ სამსახურში განხორციელებული საკადრო ცვლილებების გამო ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრისთვის არავის სცალია და ამ  თემაზე ჯერ-ჯერობით არავინ საუბრობს. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი შეეცადა დაკავშირებოდა მერიის სხვადასხვა სამსახურს, მათ შორის განათლების საქალაქო სამსახურს, რომელსაც ექვემდებარება ზემოთაღნიშნული ცენტრი, მაგრამ საკადრო ცვლილებებისა თუ ინფორმაციის არ ქონის გამო ქალაქის მუნიციპალიტეტში კომენტარისთვის არამცთუ ვერავინ მოიცალა, არამედ კომპეტენტური პირიც კი ვერ გამოინახა, რათა აღნიშნულ საკითხზე რაიმე განმარტება მიგვეღო.

ბავშვთა უფლებების დაცვა ერთ-ერთ აქტუალურ თემას წარმოადგენს დღევანდელ საქართველოში. წლების განმავლობაში არსებული მწვავე სოციალური კრიზისის პირობებში ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მეტად სერიოზული და შემაშფოთებელი შედეგების პროგნოზირება ძნელი არ იქნება. საზოგადოებაში სოციალურად დაუცველ ბავშვთა რიცხვი დღითიდღე იზრდება და მათი დიდი ნაწილი ქალაქის ქუჩებში, მეტროს ვაგონებსა თუ მიწისქვეშა გადასასვლელებში მათხოვრობით ირჩენს თავს. მაგრამ რაც არ უნდა გასაკვირი იყოს ამ ბავშვების უმეტესობას აქვს ოჯახი და ჰყავს მშობლები, რომლებიც თვითონ უბიძგებენ თავიანთ შვილებს მსგავსი ნაბიჯის გადადგმას. ქვეყანაში, სადაც სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა ძალზედ მძიმეა და მოსახლეობის თითქმის ნახევარი უმუშევრობის გამო უკიდურეს სიღარიბეში ცხოვრობს და სხვა მრავალი სოციალური პრობლემები აწუხებს, ოჯახების გარკვეული ნაწილი თანახმაა თავიანთი შვილები სამათხოვროდ ქუჩაში გაუშვან.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ქალაქის მთავრობის ბავშვთა უფლებების დაცვის სფეროში მომუშავე სამსახურების როლი ამ პრობლემის მოგვარებაში გადამწყვეტია. ახალი ღონისძიებებისა და უმწეო ბავშვების უფლებების დასაცავად საჭირო ეფექტური სტრუქტურის ჩამოყალიბების ნაცვლად გაუქმების საშიშროება ემუქრება თბილისის ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრს.

ცენტრის გაუქმების საშიშროება მას შემდეგ გაჩნდა, როდესაც განათლების საქალაქო სამსახურმა ცენტრის ხელმძღვანელობასთან შეუთანხმებლად ქალაქის ბიუჯეტში ცენტრის დაფინანსება არ გაითვალისწინა.

ბავშვთა უფლებების დაცვის საქალაქო ცენტრი 1995 წლიდან მუშაობს და ამჟამდ თბილისის საქალაქო სამსახურის დაქვემდებარებაშია. ბავშვთა უფლებების დაცვის ცენტრი მრავალი მიმართულებით მოღვაწეობს. ეს არის საგანმანათლებო საქმიანობა, სოციოლოგიური კვლევები და ანალიზი, რაც დედაქალაქში არსებული სიტუაციის დიაგნოსტირებასა და შემდგომი სამოქმედო გზების დასახვაში ეხმარება არამარტო უშუალოდ ცენტრს, არამედ საგანმანათლებო თუ ბავშვთა პრობლემებით დაკავებული ნებისმიერი სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს. ასევე ცენტრის საქმიანობის სფეროს ფსიქოლოგიური საქმიანობა წარმოადგენს, რომელიც გულისხმობს სპეციფიკური პრობლემების მქონე ბავშვების ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები