კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

აჭარის ტელევიზიაზე კვლავ ზეწოლაა

15 მარტი, 2005

აჭარის ტელევიზიაზე კვლავ ზეწოლაა

აჭარის ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობიდან წამოსვლის გადაწყვეტილება, რაც მისი განცხადებით, ზეწოლით იქნა განპირობებული, ნათელი მაგალითია იმისა, რომ დამოუკიდებელი მედია ამ რეგიონში სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის თვალსაზრისით სერიოზული წნეხის ქვეშ იმყოფება. ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები, მიიჩნევენ, რომ აჭარაში მასობრივი საინფორმაციო საშუალებების მიმართ მკაცრი ცენზურაა დაწესებული და ჟურნალისტების მუშაობა ხელმძღვანელობის მხრიდან მკაცრად კონტროლირდება. თუმცა, აჭარის ტელევიზიის ჟურნალისტები არაფერს ამბობენ ხელისუფლების მხრიდან ზეწოლაზე და ცენზურის გატარებაში ტელევიზიის ყოფილ ხელმძღვანელს ზაზა ხალვაშს ადანაშაულებენ. მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტელევიზიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს, არასამთავრობოები ტელევიზიაში კვლავ ცენზურის დაწესებასა და ზემოქმედების ფაქტებზე საუბრობენ. ახალმა ხელმძღვანელმა ნატა იმედაიშვილის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაბრუნებაზე უარი განაცხადა ტელევიზიაში დაპირისპირების აღმოფხვრის მიზნით. თუმცა, ქალბატონი ნატა არ ადასტურებს ჟურნალისტებთან დაპირისპირების საფრთხეს.

აჭარის ტელევიზიაში ჟურნალისტებზე ზეწოლის ფაქტები მაშინ გამოაშკარავდა, როდესაც  ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურის უფროსმა ნატა იმედაიშვილმა პროტესტის ნიშნად თანამდებობა დატოვა და მოტივად ტელევიზიის ხალმძღვანელის, ზაზა ხალვაშის მხრიდან ზეწოლა დაასახელა. მისი თქმით, ტელევიზიაში გასულ ყველა სიუჟეტზე ცენზურა იყო დაწესებული.

ნატა იმედაიშვილის წასვლის შემდეგ ტელევიზიიდან 12-მა ჟურნალისტმა პროტესტის ნიშნად დატოვა სამსახური და ზაზა ხალვაშის გათავისუფლებისა და ცენზურის მოთხოვნით საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს.

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ლევან ვარშალომიძემ მთელი პასუხიმგებლობა ზაზა ხალვაშს დააკისრა და იგი თანამდებობიდან გადადგა, ხოლო მის ადგილზე რადიო თავისუფლების კორესპონდენტი ევგენი თავდგირიძე დაინიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ აჭარის ტელევიზიას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს არასამთავრობოები ტელევიზიაში კვლავ ცენზურის დაწესებასა და ზემოქმედების ფაქტებზე საუბრობენ. საქმე ეხება იმას, რომ ახალმა ხელმძღვანელმა ევგენი თავდგირიძემ ნატა იმედაიშვილის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე დაბრუნებაზე უარი განაცხადა და მიზეზად ტელევიზიაში დაპირისპირების აღმოფხვრისა და სიტუაციის დაბალანსება დაასახელა. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან საუბრისას ქალბატონმა ნატამ აღნიშნა, რომ ჟურნალისტებთან დაპირისპირების საფრთხეს იგი არ ეთანხმება, თუმცა, გადაწყვეტილება წასვლის შესახებ მაინც მიიღო.

ნატა იმედაიშვილის განცხადებით, იგი მოგვიანებით სხვა ამპლუაში წარმოდგება საზოგადოების წინაშე. კერძოდ, მას შესთავაზეს საავტორო გადაცემის გაკეთება, რომლის წამყვანიც თვითონვე იქნება. საავტორო გადაცემის პროექტი უკვე მომზადებულია და  გადაცემა ეკრანებზე აპრილისათვის გამოჩნდება.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები