კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულება: სიტუაცია საქართველოში

16 მარტი, 2005

მოვალეობებისა და ვალდებულებების შესრულება:სიტუაცია საქართველოში 

ძირითადი შინაარსი

ანგარიშში ასახული ინფორმაცია მოიცავს პერიოდს, როდესაც საქართველოს ხელისუფლება ცდილობს მოახდინოს ქვეყნის ინსტიტუციონალური, საკანონმდებლო და სოციალურ-ეკონომიკური მოდერნიზაცია. აღნიშნული პროცესი მიმდინარეობს კონფლიქტის ზონებში - სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში - არასტაბილური სიტუაციის ფონზე, რომელთა რეინტეგრაცია მიჩნეულია მთავარ პრიორიტეტად ქართველ ხელისუფალთათვის. სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტის მცდელობებთან ერთად, საქართველოს ხელისუფლებამ წამოიწყო რეგიონის მომავალი ავტონომიური სტატუსის შესახებ კონსულტაციები ევროპის საბჭოს ვენის კომისიასთან. 2005 წლის იანვარში ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო რეზოლუცია 1415 (2005), რომელიც შეიცავს რეკომენდაციათა სრულ ნუსხას საქართველოს მიერ ნაკისრ ვალდებულებათა შესრულების შესახებ. საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სამი ძირითადი პრიორიტეტია: დემოკრატიული ინსტიტუტების კონსოლიდაცია (მათ შორის მათიც, რომლებიც დაკავშირებულია რეგიონალიზაციასთან), სასამართლო სისტემისა და  სამართალდამცავი ორგანოების რეფორმა, ბრძოლა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულებების წინააღმდეგ.

დემოკრატიული ინსტიტუტების ფუნქციონირება (მათ შორის რეგიონალიზაციასთან დაკავშირებული საკითხები): 2004 წლის ივნისის ბოლოს ჩატარებული აჭარის უზენაესი საბჭოს არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იყო გამჭვირვალობისა და პოლიტიკური თავისუფლებისკენ. თუმცა, აჭარის ავტონომიის სტატუსის განხილვა ვენის კომისიის აზრის შესაბამისად, საპარლამენტო ასემბლეის რეკომენდაციით, ჯერ კიდევ მოსალოდნელია. უკვე მიმდინარეობს საარჩევნო სისტემისა და საარჩევნო ადმინისტრაციის რეფორმირება, თუმცა, ვენის კომისიას ჯერ არ გაუკეთებია კომენტარი საარჩევნო კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე. იმედის მომცემი მოვლენების მიუხედავად, დეცენტრალიზაციის რეფორმა ნელა მიმდინარეობს, და ზოგჯერ არათანმიმდევრულადაც კი. სათანადო ყურადღება უნდა მიექცეს 2006 წლისთვის დანიშნულ ადგილობრივ არჩევნებს, განსაკუთრებით, დედაქალაქის მერის არჩევნების საკითხს, რომლის დეტალებიც ამჟამად მუშავდება.

სასამართლო სისტემა და სამართალდამცავი ორგანოები: სასამართლო ინსტიტუტების რეფორმა წარმოშობს კითხვებს, რომლებიც სასამართლოს დამოუკიდებლობისადმი პატივისცემას ეხება. უფრო მეტი ყურადება უნდა მიექცეს ევროსაბჭოს  ექსპერტების მიერ გაკეთებულ რეკომენდაციებს ამ საკითხთან დაკავშირებით. სისხლის სამართლის საპროცედურო კოდექსის რეფორმა ჯერ არ დასრულებულა  და მისი  ევროსაბჭოს, განსაკუთრებით, ადამიანის უფლებათა ევროპის კონვენცის სტანდარტებთან შესაბამისობა, ჯერ კიდევ დასაზუსტებელია.  ბრალეულობის აღიარების პროცესის სათანადოდ გამოყენება პრობლემად რჩება. სამართალდამცავი ორგანოებისა და ციხის პერსონალის პროფესიონალური გაწვრთნა და ადამიანის უფლებების დაცვა ევროსაბჭოსთან თანამშრომლობის პრიორიტეტად უნდა იქცეს.

კორუფციასთან, ორგანიზებულ დანაშაულთან და დაუსჯელობის სინდრომთან ბრძოლა: კორუფციასთან აქტიურმა ბრძოლამ  საქართველოს მოსახლეობაში ოპტიმიზმი დაბადა. თუმცა, დროა გატარდეს ფართომაშტაბიანი ანტი-კორუფციული პოლიტიკისა და გლობალური ინსტიტუციონალური რეფორმები. მნიშვნელოვანია იმის უზრუნველყოფაც, რომ კორუფციასთან ბრძოლა ადამიანის უფლებათა დაცვისა და კანონის უზენაესობის პრინციპების შესაბამისად განხორციელდეს. GRECO -ს სრული შეფასება 2005 წლის ივნისისთვისაა დაგეგმილი. განვითარების მეორე ფაზის შესახებ მოხსენებაში, რომელიც MONEYVAL-მა 2005 წლის იანვარში გააკეთა, ნათქვამია, რომ პროგრესი იქნა მიღწეული ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული პირობების შექმნაში. ადამიანის უფლებათა ადგილობრივი და საერთაშორისო დამცველები მიესალმნენ იმ სასულიერო პირის დამნაშავედ გამოცხადებას, რომელსაც 90-იანი წლების ბოლოს ბრალად რელიგიური ძალადობა ედებოდა, რადგან, ეს ფაქტი მათი აზრით, მთავრობის მხრიდან დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრის მცდელობა იყო. თუმცა, როგორც  ჩანს დაუსჯელობა გრძელდება მათ მიმართ, ვინც დროებითი დაკავების იზოლატორებსა და ციხეებში ცუდად ექცევა დაკავებულებს. წამების საწინააღმდეგო კომიტეტის (CPT) მოხსენება მის მეორე ვიზიტზე საქართველოში საჯაროდ ჯერ არ გაკეთებულა.

მნიშვნელოვანი ხელშეკრულებები: ევროსაბჭო მზადაა დაეხმაროს საქართველოს მთავრობას ევროსაბჭოს მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების სარატიფიკაციოდ მომზადებაში, განსაკუთრებით შემდეგი ხელშეკრულებებისა, როგორიცაა ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენცია, რეგიონალური და უმცირესობათა ენების ევროპული ქარტია და განახლებული ევროპული სოციალური ქარტია.

1940-1944 წლებში მესხეთის გადასახლებული მოსახლეობის სამშობლოში დაბრუნება:  2004 წლის დეკემბერში ამ საკითხის მოსაგვარებლად პრეზიდენტის განკარგულებით სპეციალური საბჭო  შეიქმნა და მუშაობა კანონ-პროექტზე მათი დაბრუნების შესახებ უკვე დაიწყო. ევროსაბჭო მზადაა დახმარება გაუწიოს საქართველოს ამ კანონპროექტის შემუშავებაში.

მედიის თავისუფლება: უნდა მოხდეს ელექტონული მედიის პლურალიზმის და დამოუკიდებლობის დაცვა და გაძლიერება.  უდიდესი მნიშვნელობა აქვს საზოგადოებისთვის სანდო სამაუწყებლო სამსახურის შექმნას, რაც  საქართველოს მთავრობამ უკვე დაიწყო, სათანადო კანონის მიღების შემდეგ. ევროსაბჭო ამ საკითხშიც დაეხმარება საქართველოს, თუ ამის საჭიროება იქნება.

უმცირესობები:  მთავრობას მოეთხოვება, რომ დიდი ყურადღება მიაქციოს ეროვნულ უმცირესობათა საკითხს, რომ არ მოხდეს შიდა ეთნიკური ურთიერთობების გაუარესება.

სრული ტექსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ (ინგლისურ ენაზე)

ახალი ამბები