კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანებით ვაჭრობაში ეჭვმიტანილი ოთხი კაცი დააკავეს

18 მარტი, 2005

ქართველი ქალებით სავსე ავტობუსი საზღვართან გააჩერეს,

ადამიანებით ვაჭრობაში  ეჭვმიტანილი ოთხი კაცი დააკავეს

რამოდენიმე დღის წინ ფინეთის საზღვარზე ავტობუსი გააჩერეს, რომელსაც 48 ქართველი ქალი სავარაუდოდ ტრეფიკინგის მიზნით დასავლეთ ევროპაში გადაჰყავდა. ქალები ამჟამად ლტოლვილთა მიმღებ ცენტრში არიან გადაყვანილები. საპასპორტო კონტროლის პერსონალს ეჭვი აღუძრა იმ ფაქტმა, რომ ყველა მგზავრს შვედეთის შენგენის ვიზა ჰქონდა და ყველა მათგანი ქალი იყო. ფინელი მესაზღვრეები იუწყებიან, რომ 2002-2004 წლებში 1 500-ზე მეტი ქართველია გადასული დასავლეთ ევროპაში ფინეთის გავლით. თუმცა, ევროპისაკენ მგზავრებით დატვირთული  ავტობუსები საქართველოში თითქმის ცარიელი ბრუნდებიან.

სტატია გაავრცელა HELSINGIN SANOMAT-მა http://www.helsinginsanomat.fi/english/article/1101978858336

სამშაბათს ადამიანებით ვაჭრობის ეჭვის საფუძველზე საქართველოს ტურისტული ავტობუსი ფინეთის საზღვარზე, ვაალიმას სადგურში გააჩერეს. 

მგზავრები - 48 ქართველი ქალი - გადაყვანილია ჯუტსენოს (Joutseno) დევნილთა მიმღებ ცენტრში, სანამ ხელისუფლება გაარკვევდეს მათი მგზავრობის მიზანს.

ქალები არანაირ დანაშაულებაში არ არიან ეჭვმიტანილნი: ისინი  ფინეთში რუსეთიდან ლეგალური საბუთებით ჩავიდნენ. თუმცა, დაკავებულია ოთხი კაცი - ორი მძღოლი, თარჯიმანი და მგზავრობის ხელმძღვანელი. ზოგიერთი მათგანი ადრეც არის შემჩნეული მსგავს საქმეში. ისინი იყვნენ ეჭვმიტანილი კოტკაში (Kotka) ადამიანებით ვაჭრობაში და აქვთ კავშირი ორგანიზებულ დანაშაულებთან.

საპასპორტო კონტროლის პერსონალს ეჭვი აღუძრა იმ ფაქტმა, რომ ყველა მგზავრს შვედეთის შენგენის ვიზა ჰქონდა და ყველა მათგანი ქალი იყო.

ქალბატონებს, რომელთა ასაკიც მერყეობდა 26-დან 60  წლამდე, არ ჰქონდათ მგზავრობისთვის საკმარისი თანხა, რომლის საშუალებითაც ისინი უნდა წასულიყვნენ ჰელსინკიდან კოპენჰაგენამდე, შემდეგ ავსტრიის, იტალიის და საბერძნეთის გავლით თურქეთში და ბოლოს უკან დაბრუნებულიყვნენ საქართველოში.

სავარაუდოდ, ქალბატონები რამოდენიმე დღეს გაატარებენ დევნილთა მიმღებ ცენტრში, სანამ მათ უკან რუსეთში არ გააგზავნიან. საზღვრის დამცველთა განცხადებით, შესაძლებელია მათი ლეგალურად დაბრუნება საზღვართან, თუმცა, ადამიანური მიზეზების გამო ისინი წაიყვანეს ჯუტსენოში.

სავარაუდოდ, გასულ რამდენიმე წელიწადში 1.500-მდე ქალი გადმოვიდა რუსეთიდან ფინეთში იგივე გზით ტურისტული ავტობუსებით. ეს ფაქტი ევროკავშირის ხელმძღვანელობას საბერძნეთმა აცნობა. მათმა წარმომადგენლებმა ხაზი გაუსვეს იმას, რომ ბევრი ავტობუსი საქართველოში საბერძნეთის გავლით ცარიელი ბრუნდება.

ხელმძღვანელი პირების განცხადებით, ქალები, რომლებიც ასეთი სახის მოგზაურობაში მონაწილეობას იღებენ, ხშირად მოხიბლულნი არიან დაპირებებით სამუშაოს შესახებ, როგორიცაა: მიმტანი, მოცეკვავე ან საყოფაცხოვრებო მომსახურების სერვისში მომუშავე. თუმცა, ძირითადად ისინი საკუთარი ნების წინააღმდეგ სექს-ბიზნესით ამთავრებენ „კარიერას“.

ფინეთის შინაგან საქმეთა მინისტრის კარი რაჯამაკი (SDP) დირექტივებს სთავაზობს ევროკავშირს, ასევე ეროვნულ კანონმდებლობას, რომელიც ტრეფიკინგის მსხვერპლებს, რომლებიც გამოძიებას დაეხმარებიან, მისცემს ქვეყანაში ცხოვრების უფლებას. 


ფინეთი სატრანზიტო ქვეყანაა აღმოსავლეთიდან დასავლეთში ქალთა ტრეფიკინგის საკითხში

როგორც HELSINGIN SANOMAT იუწყება, ბოლო წლებში საქართველოდან 1000 ქართველი ქალი გადავიდა დასავლეთ ევროპაში ფინეთის გავლით მხოლოდ იმისათვის, რომ გზაში გაუჩინარებულიყვნენ. საბერძნეთიდან დაბრუნებული ავტობუსები საქართველოში თითქმის ცარიელი ბრუნდებოდა.

ფინელი მესაზღვრეები ირწმუნებიან, რომ ქალები უკანონო პროსტიტუციით კავდებოდნენ დასავლეთ ევროპაში.

ფინელი მესაზღვრეების განცხადებით, 2002-2004 წლებში 1500-ზე მეტმა ქართველმა მოქალაქემ ავტობუსით გადაკვეთა ფინეთის საზღვარი. მათი დოკუმენტები წესრიგში იყო და არ არსებობდა საფუძველი მათი მიგრაციის შეჩერებისა. მგზავრების 90%-ზე მეტი ახალგაზრდა ქალები იყვნენ. ყველა მათგანს ჰქონდათ პასპორტები ან შვედეთის ან იტალიის ვიზები.

მოგვიანებით, საბერძნეთის ხელიფუფლებამ გააკეთა განცხადება, რომ ბევრი საქართველოსკენ მიმავალი ავტობუსი, რომელმაც გადაკვეთა საბერძნეთის საზღვარი, მცირე რაოდენობით მგზავრები გადაჰყავდა. თუმცა, იგივე ავტობუსები სავსე იყო მგზავრებით, როდესაც ისინი შევიდნენ ევროკავშირის ტერიტორიაზე. არცერთი ამ ავტობუსებიდან არ დაბრუნებულა საქართველოში ფინეთის გავლით.

ახალი ამბები