კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ გარბიან ჟურნალისტები ქვეყნიდან?

29 მარტი, 2005

რატომ გარბიან ჟურნალისტები ქვეყნიდან?


აზერბაიჯანელ ჟურნალისტს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე უარის გამო დევნიან


უკვე წელიწადზე მეტია აღარ გამოდის ქართულ-აზერბაიჯანული გაზეთი - „ენი დუშუნდჯა“ („ახალი აზროვნება“). მიზეზი არც ფინანსური კრიზისია და მით უმეტეს არც გაზეთის აქტუალურობის დაკარგვა, არამედ საქართველოს ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ქართული სპეცსამსახურების მიერ დევნილი გაზეთის რედაქტორი ნიაზ ჰუსეინოვი კი ბაქოდან ცდილობს აღიდგინოს საქართველოში დარღვეული უფლებები და საერთაშორისო საზოგადოებას დახმარებისათვის მიმართავს. იგი აცხადებს, რომ მისი ძმა - გაჩარ ჰუსეინოვი გასული წლის 3 აპრილს დააკავეს და ამჟამად ციხის საავადმყოფოში იმყოფება. გაჩარის განცხადებით, ციხეში მასზე მიმდინარეობს მძიმე ფსიქოლოგიური ზეწოლა. ჰუსეინოვის ნათესავები აცხადებდნენ, რომ გაჩარი ფაქტიურად ტყვედ არის აყვანილი, რათა  მისი ძმა დაბრუნდეს საქართველოში. თავად ნიაზ ჰუსეინოვი, რომელსაც ბრალი თაღლითობაში ედება, ქართულ სპეცსამსახურებს მისი ლიკვიდაციის მცდელობაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ საქართველოში მას სდევნიან საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო. 2004 წლის 21 იანვარს ღამით შეიარაღებულმა პირებმა დაარბიეს ჰუსეინოვების ოჯახი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს ოჯახის წევრებს, გაიტაცეს გაზეთის დოკუმენტაცია, ხოლო თავად ნიაზ ჰუსეინოვმა, რომლის უკანონოდ დაჭერაც იყო ნაბრძანები, ბაქოში მოახერხა გაქცევა.   

გაზეთ „ენი დუშუნდჯას“ („ახალი აზროვნება“) ფოტორეპორტიორმა, გაჩარ ჰუსეინოვმა, რომელიც თბილისის ცენტრალურ ციხეში იხდის სასჯელს, აზერბაიჯანის ხელისუფლებას წერილით მიმართა, სადაც საქართველოში აზერბაიჯანელების შევიწროვებაზე საუბრობდა. ჰუსეინოვის თქმით, ის და რამოდენიმე აზერბაიჯანელი შეთითხნილი ბრალდებებით არიან დაკავებულნი. იგი ასევე აღნიშნავს, რომ ციხეში საშინელი პირობებში იმყოფებიან და რომ მასზე მიმდინარეობს ფსიქოლოგიური ზეწოლა. ძმისადმი მიწერილ წერილში იგი ამბობს: „ჩემი მოთმინება კიდევ ერთ თვეს გასტანს და თუ არაფერი შეიცვლება უკეთესობისაკენ, სიცოცხლეს თვითმკვლელობით დავასრულებ“. ჰუსეინოვი ამტკიცებს, რომ ბოლო პერიოდში თბილისის ცენტრალურ ციხეში ორი აზერბაიჯანელი გარდაიცვალა. საქართველოს ხელისუფლება უარს ეუბნება მას ნათესავებთან და ჟურნალისტებთან შეხვედრაზე.

საქართველოს საელჩო ბაქოში ინფორმირებულია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და გააგზავნა წერილი თბილისში, ხოლო საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ საპასუხო წერილში აღნიშნა, რომ ჰუსეინოვის პატიმრობაში ყოფნა „კანონის ფარგლებში“ ხორციელდება.  

ჰუსეინოვის ნათესავები აცხადებდნენ, რომ გაჩარი ფაქტიურად ტყვედ არის აყვანილი, რათა  მისი ძმა, ზემოაღნიშნული გაზეთის მთავარი რედაქტორი, ნიაზ ჰუსეინოვი დაბრუნდეს საქართველოში. ამ უკანასკნელმა კი განაცხადა, რომ მას დევნიან საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე უარის თქმის გამო.

თავად ნიაზ ჰუსეინოვი, რომელიც ამჟამად ბაქოში იმყოფება, აცხადებს, რომ საქართველოში დევნიან არამარტო მას, არამედ მთელ მის ოჯახს. მისივე განცხადებით, 2004 წლის 21 იანვარს ღამით შეიარაღებული პირები თავს დაესხნენ ჰუსეინოვების ოჯახს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს როგორც ნიაზის დედას, ასევე მის ძმებს და მოითხოვდნენ, რომ მათ დაუყოვნებლად დაეტოვებინათ საქართველო.

ჰუსეინოვმა დახმარებისათვის მიმართა  როგორც არაერთ ადამიანის უფლებათა საერთაშორისო თუ ადგილობრივ ორგანიზაციასბაქოსა თუ საქართველოში, ასევე გაეროსა და საელჩოებს, თუმცა მათგან დღემდე არ არსებობს არავითარი რეაგირება.

ცნობისთვის: გაზეთი „ენი დუშუნდჯა“ გარკვეული პერიოდის განმავლობაში იბეჭდებოდა ბათუმში, როდესაც აჭარაში ხელისუფლებას სათავეში ასლან აბაშიძე ედგა.

ახალი ამბები