კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თავდაცვის სამინისტროს უკანონობას შეწირული ადამიანები

6 აპრილი, 2005

თავდაცვის სამინისტროს უკანონობას შეწირული ადამიანები

 

თავდაცვის სამინისტრო ჯარში შვიდი თვის ორსულებს იწვევს?!


თავდაცვის სამინისტროში რეორგანიზაციას, ისევე როგორც სხვა მრავალ უწყებაში, არაერთი სამართალდარღვევა და პერსონალის უკანონო გათავისუფლება მოჰყვა. საკადრო ცვლილებები სამინისტროში სერიოზული დარღვევებით განხორციელდა, რომელთა გამოსწორებასაც სამინისტროს ადმინისტრაცია უკანონო მეთოდების გამოყენებით ცდილობს. 2004 წლის ზაფხულში მინისტრის ბრძანების თანახმად, 6 სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც იმ პერიოდში დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებდნენ, გათავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობიდან. ხოლო საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის 164-ე მუხლი კრძალავს ორსული ქალების და იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ სამსახურიდან დათხოვნას. 


საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის №1/543, 2004 წლის 9 აგვისტოს №1/603 და 2004 წლის 4 ოქტომბრის №1/810 ბრძანებებს, რომელთა თანახმადაც, ცალკეული სამედიცინო ასეულისა და ეროვნული გვარდიის სამედიცინო ასეულის ექვსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბრძანების გამოცემის მომენტში დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდნენ, გათავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

საქმე ეხება საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის №1/543, 2004 წლის 9 აგვისტოს №1/603 და 2004 წლის 4 ოქტომბრის №1/810 ბრძანებებს, რომელთა თანახმადაც, ცალკეული სამედიცინო ასეულისა და ეროვნული გვარდიის სამედიცინო ასეულის ექვსი სამხედრო მოსამსახურე, რომლებიც ბრძანების გამოცემის მომენტში დეკრეტულ შვებულებაში იმყოფებოდნენ, გათავისუფლებულ იქნენ დაკავებული თანამდებობებიდან.

უფროსი საოპერაციო მედდა, სერჟანტი შ. ს., ანესთეზიოლოგია-რეანიმატოლოგიის უფროსი მედდა, სერჟანტი მ. ც, მიმღები დამხარისხებელი, საევაკუაციო ათეულის მედდა, სერჟანტი ნ. გ, მიმღები-დამხარისხებელი საევაკუაციო ათეულის სანიტარი, რიგითი ხ. ლ, ეროვნული გვარდიის სამედიცინო ასეულის ჰოსპიტალური ათეულის ორდინატორ-ნევროპათოლოგი, მ. კ. და სამედიცინო ასეულის ჰოსპიტალური ათეულის ორდინატორ-თერაპევტი, ლეიტენანტი მ. გ. ყოველგვარი წინასწარი გაფრთხილების გარეშე, მინისტრის 2004 წლის 24 ივლისის ბრძანების თანახმად გაათავისუფლეს დაკავებული თანამდებობიდან და გადაიყვანეს კადრების განყოფილებაში, ხოლო 4 ოქტომბრის ბრძანებით, საერთოდ დაითხოვეს სამხედრო სამსახურიდან.

აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფმა ქალბატონებმა შეიარაღებული ძალების რიგებიდან გათავისუფლების შესახებ მხოლოდ 2005 წლის 7 მარტს შეიტყვეს, როდესაც ისინი ეროვნული გვარდიის მთავარ სამმართველოში დაიბარეს. მიუხედავდ იმისა, რომ ბრძანება მათი გათავისუფლების შესახებ უკვე კარგა ხნის დაწერილი იყო, 2004 წლის ნოემბერში იგივე სამმართველოში მათ უთხრეს, რომ დეკრეტულ შვებულებაში მყოფი სამხედრო პერსონალი შემცირებაში არ მოყვებოდა და ისინი უზრუნველყოფილნი იქნებოდნენ სამუშაოთი.

როგორც თავდაცვის სამინისტროს კადრების განყოფილებაში შვებულების დროს გათავისუფლებულ ექვს ქალბატონს განუმარტეს, მათი შემცირება შემთხვევით, შეცდომით მოხდა; თუმცა, სამინისტროში ახალი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ უკანონოდ გათავისუფლებულ ქალებს სამსახურში აღდგენაზე უარს ეუბნებიან და „პრობლემის მოგვარების“ ალტერნატიულ გზას სთავაზობენ სამხედრო სამსახურში ხელახალი გაწვევის სახით. გაუგებარია 6-7 თვის ორსული ქალების სამხედრო სამსახურში გაწვევა რა პრინციპით და რომელი კანონის თანახმად უნდა მოხდეს: „ადმინისტრაცია პრობლემის გამოსასწორებლად გვთავაზობს აღარ დააფიქსიროს, რომ ჩვენ დეკრეტულ შვებულებაში ვიმყოფებოდით და მოახდინონ ჩვენი ხელახალი დანიშვნა, რაც ჩვენთვის აბსოლუტურად მიუღებელია. კადრების განყოფილების უფროსი, ჩვენი სარდალი, შტაბის უფროსი და ჩვენი მეთაური პირდაპირ გვეუბნებიან, რომ ხელახლა მოხდება ჩვენი სამხედრო სამსახურში გაწვევა და სამუშაო სტაჟიც არ დაგვეკარგება. ჩვენთვის გაუგებარია, თუ როგორ უნდა მოხდეს 6 - 7 თვის ორსული ქალების ხელახლა სამხედრო სამსახურში გაწვევა და თუ თავიდან გაგვიწვიეს ჯარში, როგორ შეგვინარჩუნდება მანამდე ნამსახურევი სამუშაო სტაჟი,“- განაცხადეს დაზარალებულებმა ჩვენთან საუბრისას.

„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“  საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-9 პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე ქალს ორსულობის, მშობიარობისა და ბავშვის მოვლისათვის შვებულება საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად ეძლევა, რომლის 34 მუხლის II ნაწილის თანახმად დაუშვებელია შვებულების ან დროებითი შრომისუუნარობის დროს მუშაკის სამსახურიდან დათხოვნა. ასევე, ამავე კოდექსის 164 მუხლის III ნაწილის თანახმად, დაუშვებელია ორსული ქალებისა და იმ ქალების, რომლებსაც სამ წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, დათხოვნა ადმინისტრაციის ინიციატივით, გარდა საწარმოს, დაწესებულების, ორგანიზაციის სრული ლიკვიდაციის შემთხვევებისა.

თავდაცვის სამინისტროს ცალკეული სამედიცინო ასეულისა და ეროვნული გვარდიის სამედიცინო ასეულის ზემოთაღნიშნული ექვსი სამხედრო მოსამსახურე ქალბატონი საკუთარი უფლებების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს. მათ შეიტანეს სარჩელი ვაკე-საბურთალოს რაიონულ სასამართლოში, სადაც მათ ინტერესებს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი დაიცავს.


ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები