კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

შემცირდა თუ არა წინასწარი დაკავების საკნებში პატიმართა ცემა?

13 მაისი, 2005

შემცირდა თუ არა წინასწარი დაკავების საკნებში პატიმართა ცემა?

 

პირადი ნაცნობობა - სახალხო დამცველის კრიტერიუმი მონიტორინგის ჯგუფის დასაკომპლექტებლად

პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორის მონიტორინგის საბჭოს შექმნის ძირითად მიზანს წინასწარი დაკავების იზოლატორებში პოლიციის თანამშრომელთა მიერ დაკავებულთა ცემისა და წამების ფაქტებისა და უკანონო პატიმართა გამოვლენა წარმოადგენს, რასაც სახალხო დამცველის თქმით, აღნიშნული საბჭო წარმატებით ასრულებს. თუმცა ის ფაქტი, თუ რა კრიტერიუმების საფუძველზე მოხდა საბჭოს დაკომპლექტება სერიოზულ კითხვის ნიშნებსა და ეჭვებს ბადებს იმ ადამიანებში ვისაც უშუალო შეხება აქვს აღნიშნულ სფეროსთან.

2004 წლის დეკემბერში შინაგან საქმეთა სამინისტრომ და სახალხო დამცველმა  ხელი მოაწერეს  პოლიციის წინასწარი დაკავების იზოლატორის მონიტორინგის საბჭოს შექმნის შესახებ მემორანდუმს. მონიტორინგის საბჭოს შემადგენლობაში შევიდნენ სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენლები, კონკურსის შედეგად აყვანილი სტაჟიორები და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები. კერძოდ, ოთხი ადამიანი თავისუფლების ინსტიტუტიდან  და ათი ადამიანი ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციიდან  არის წარმომადგენელი, ასევე რამოდენიმე ადამიანი, რომელთაც აქვთ წინასწარი დაკავების საკნებში შესვლის მანდატი. მთლიანობაში საბჭო 80 ადამიანისაგან  შედგება და მათ შორის არიან ადამიანები, რომლებიც რეგიონებში განახორციელებენ მონიტორინგს.

საქართველოს სახალხო დამცველმა მონიტორინგის საბჭოს დაკომპლექტება  პირადი ნდობის საფუძველზე განახორციელა. როგორც ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრთან საუბრისას სოზარ სუბარმა აღნიშნა, შერჩეულ იქნენ ის ადამიანები, რომელთაც იგი პირადად იცნობს და ენდობა. ამასთან იგი თვლის, რომ მეტი საზოგადოებრივი ორგანიზაციების ჩართვა მეტ კონტროლს საჭიროებს, ხოლო მას ქმედითი ბერკეტი სჭირდება.

სახალხო დამცველმა უარი განაცხადა ადვოკატებისა და ჟურნალისტების მონიტორინგის ჯგუფში მოწვევაზე იმ მოტივით, რომ ისინი თავიანთი ინტერესებისთვის გამოიყენებენ ამ ინფორმაციას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ, თავად იყო წინა ხელისუფლების დროს არსებული მონიტორინგის ჯგუფის წევრი, მიუხედავად მისი ჟურნალისტური პროფესიისა. აღსანიშნავია აგრეთვე,  ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრმა საქართველოს სახალხო დამცველს მიმართა თხოვნით ზემოთხსენებულ საბჭოში გაწევრიანებისათვის. თუმცა, აღნიშნულ წერილზე არანაირი პასუხი ცენტრს არ მიუღია სამი თვის შემდეგაც კი.
 
ადვოკატთა ერთი ნაწილი თვლის, რომ მონიტორინგის ჯგუფი  პრეზიდენტის ინიციატივით წარდგენილი არასამთავრობო ორგანიზაციებით არის დაკომპლექტებული და მასში შევიდნენ ის პირები, ვინც ხელისუფლებასთან ასე თუ ისე ლოიალურად არიან განწყობილნი. „ჩემთვის საეჭვოა ის ფაქტი, რომ მონიტორინგის ჯგუფში არ შევიდნენ ლია მუხაშავრია, ნანა კაკაბაძე, ქართლოს ღარიბაშვილი, რომლებიც წლების განმავლობაში ებრძვიან პოლიციურ სახელმწიფოს, - აცხადებს იურისტი ზაზა ხატიაშვილი - მათ შორის ვარ მეც, რადგან 10 წლის განმალობაში ვმუშაობ ამ მიმართულებით და მთელი ჩემი ცხოვრება ვებრძვი პოლიციურ სახელმწიფოს. მაგრამ დღეს ვინც პოლიციურ სახელმწიფოს უთხრის საძირკველს ის ადამიანები პირიქით ჩვენ გვიპირპირდებიან და პოლიციური ხანის დადგომა სურთ.”

სოზარ სუბარის განცხადებით, უკანონო დაკავებები წინასწარი დაკავების საკნებში, პატიმართა ცემისა და წამების ფაქტები საგრძნობლად შემცირდა მას შემდეგ, რაც მონიტორინგის საბჭო ამოქმედდა. თუმცა აღნიშნულ მოსაზრებას კატეგორიულად არ ეთანხმება ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი და აცხადებს, რომ დღეს-დღეობით წინასწარი დაკავების საკნებში ცემის ფაქტები, ნარკოტიკების ჩადების ფაქტები არნახული მასშტაბით არის გაზრდილი.

ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის მოსაზრება ცემისა და წამების ფაქტების შემცირების შესახებ ძირითადად დედაქალაქის მასშტაბით შეიძლება იყოს გამართლებული და რომ მონიტორინგის ჯგუფებს ნაკლები გავლენა აქვს ქვეყნის მასშტაბით. „რაც შეეხება რეგიონებს, ცემა-წამების ფაქტების სიმრავლე კვლავ სერიოზული შეშფოთების საგანს წარმოადგენს“,- აცხადებს იგი.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები