კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება მოსახლეობის პროტესტს სპეცრაზმის მეშვეობით ახშობს

20 მაისი, 2005

ხელისუფლება მოსახლეობის პროტესტს სპეცრაზმის მეშვეობით ახშობს

ხელისუფლება ისევ ძველ აპრობირებულ მეთოდებს იყენებს უკმაყოფილო მოქალაქეთა გასაჩუმებლად და ელექტროენერგიის მოთხოვნით გამოსული ხალხის ხმას სპეცრაზმის მეშვეობით ახშობს მაშინ, როდესაც ოპოზიციაში მყოფი თვითონ იყო წინააღმდეგი საპროტესტო აქციების დარბევისა და მწვავედ აკრიტიკებდა ძველი მთავრობას ამის გამო.

19 მაისს ქუთაისში გუმათჰესის დასახლების მცხოვრებლებმა დენის მოთხოვნით საპროტესტო აქცია გამართეს. მოსახლეობამ პროტესტის ნიშნად ქუთაისი-ამბროლაურის საავტომობილო მაგისტრალი გადაკეტეს და პერმანენტული აქციებით იმუქრებიან მანამ, სანამ ელექტროენერგიის მიწოდება არ აღუდგებათ.

როგორც გუმათჰესის მცხოვრებლები აცხადებენ, მათ უკვე ორი დღეა ელექტროენერგია არ მიუღიათ და შესაბამისად არც წყალი  აქვთ, რის გამოც მძიმე პირობებში იმყოფებიან. ისინი ინდივიდუალური მრიცხველების დაყენებას ითხოვენ.

მოქალქეთა მიერ მოწყობილი საპროტესტო აქცია  სპეცრაზმმა იძულებით დაშალა და საავტომობილო გზაზე მოძრაობა აღდგა. თუმცა, მოგვიანებით სპეცრაზმის წასვლის შემდეგ გუმათჰესის მოსახლეობამ გზა მეორედ გადაკეტა.

როგორც საქართველოს გაერთიანებული სადისტრიბუციო ენერგოკომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ავთო დვალიშვილმა განაცხადა, ტრანსფორმატორი, საიდანაც გუმათჰესის მოსახლეობას დენი მიეწოდებოდა, კომპანიამ დავალიანების გამო გამორთო და სანამ დავალიანება სრულად არ დაიფარება ენერგოკომპანია აქციის მონაწილეთა მოთხოვნის დაკმაყოფილებას არ აპირებს.

დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობლობის ლოზუნგით მოსული ხელისუფლება უგულვებელყოფს საქართველოს კონსტიტუციით მინიჭებულ მოქალაქეთა უფლებას პროტესტის გამოხატვის მიზნით გამართონ აქცია და ძალისმიერი მეთოდებით ცდილობს რეგიონში არსებული პრობლემების გადაჭრას, რაც მნიშვნელოვნად გაამძაფრებს მოსახლეობასა და ადგილობრივ მთავრობას შორის ურთიერთობას და გააქარწყლებს ისედაც მძიმე სოცილაურ პირობებში მყოფი მოსახლეობის იმედებს. და როგორც უკვე არსებული გამოცდილება გვიჩვენებს, საზოგადოების  ინტერესების უგულვებელყოფა, შესაძლოა, მეტად სავალალო აღმოჩნდეს, პირველ რიგში, ხელისუფლებისთვის.


მომზადებულია ნინო ბესტავაშვილის მიერ „მედიანიუსის“ ინფორმაციაზე დაყდნობით

 

 

ახალი ამბები