კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პოლიტიკური ანგარიშწორება თუ მორიგი ყაჩაღობა?

23 მაისი, 2005

პოლიტიკური ანგარიშწორება თუ მორიგი ყაჩაღობა?

ხელისუფლების პოლიტიკის მიმართ ოპოზიციურად განწყობილი კონსერვატიული პარტიის წარმომადგენლებზე განხორციელებული თავდასხმების გამოძიება გაურკვეველი მიზეზების გამო ჭიანურდება. მათ შორის არის ერთი კვირის წინ პარლამენტარ კახა კუკავაზე განხორციელებული თავდასხმა, რაც გარკვეულ ეჭვებს ბადებს ოპოზიციურ რიგებში; ისინი პოლიტიკურ ანგარიშწორებაზე საუბრობენ.

16 მაისს საღამოს 11 საათზე საქართველოს პარლამენტის წევრს, კახა კუკავას ორი უცნობი პირი თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. თავდამსხმელებმა ცემის შემდეგ პარლამენტარს ტელეფონი და საფულე წაართვეს და გაიქცნენ. ბოროტმოქმედები პარლამენტარს მისი საცხოვრებელი სახლის მეოთხე სართულზე ელოდებოდნენ.  

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, თბილისის ვაკე-საბურთალოს რაიონის პოლიციის სამმართველოს საგამოძიებო ნაწილში სისხლის სამართლის საქმე ძარცვის მუხლით აღიძრა, რამაც კახა კუკავასა და მის თანაპარტიელებში დიდი გაკვირვება გამოიწვია, რადგან მათი აზრით, სულ ცოტა, ყაჩაღობის ფაქტი სახეზე იყო.

პარლამენტარი პოლიცის მუშაობას საქმის გამოძიების თვალსაზრისით, პასიურს უწოდებს. თუმცა, გამომდინარე იქედან, თუ რა რესურსებს ფლობს პოლიციის ქვეგანყოფილება, ოპოზიციური პარტიის წევრ კახა კუკავას ეჭვი ეპარება იმაში, რომ რაიონის პოლიციის დონეზე მოხდეს აღნიშნული საქმის გახსნა. ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პარლამენტმა მისცა დავალება შინაგან საქმეთა მინისტრს,  დაზარალებულს არამც თუ სამინისტროდან, ქალაქის სამმართველოდანაც კი არავინ არ დაკავშირებია. აღნიშნული საქმის გახსნა პოლიციისათვის არცთუ ისე რთული უნდა ყოფილიყო, რადგან როგორც თავად კახა კუკავამ განაცხადა, დამნაშავეთა ჯგუფი მათ ტერიტორიაზე ინტენსიურად მოძრაობს და ორგანიზებული რეიდის პირობებში ასეთი ჯგუფების დაკავება პოლიციისთვის დიდ სირთულეს არ წარმოადგენს.

„მე ვთვლი რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო უბრალოდ არ არის დაინტერესებული ამ საქმის გახსნაში, ჩვენ ეხლა ვამოწმებთ ვერსიებს საკუთარი ძალებით და გარკვეული ინფორმაციები გვაქვს, რომ ზოგიერთი ასეთი სახის ჯგუფებს მთავრობა უმაგრებს ზურგს. რაც შეეხება პოლიტიკურ ანგარიშწორებას ან დაშინების მცდელობას - ასეთი ეჭვი არ მაქვს, თუმცა არაფერს გამოვრიცხავ. მაგრამ რაც დრო გადის ამგვარი ეჭვები უფრო ძლიერდება, რადგან ხელისუფლება ძალინ ინტენსიურად ცდილობს ამ თავდასხმას მისცეს ჩვეულებრივი კრიმინალის კვალიფიკაცია და პარალელურად არ ცდილობენ საქმის ობიექტურად გამოძიებას“, - განაცხადა ოპოზიციური პარტიის წევრმა კახა კუკავამ და დაამატა, რომ პარლამენტის თავჯდომარის მხრიდან ოფიციალური დავალების მიუხედავად შინაგან საქმეთა სამინისტრო ამ საკითხში ჩართული არ არის.

ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელთა განცხადების თანახმად, მათ იმედი არ აქვთ, რომ ეს თავდასხმა გამოძიებულ იქნება და დამნაშავეები დაისჯებიან, რადგან აქამდე განხორცილებეული თავდასხმები კონსერვატიულ პარტიაზე დღემდე არ არის გამოძიებული, მათ შორის პარტიის თბილისის ოფისის დარბევა და ასევე ზუგდიდში მომხდარი თავდასხმა ოპოზიციური პარტიის ერთ-ერთ წევრ გუგა ცანავაზე კვლავ გაუხსნელია.

ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები