07:16, Monday, 18.01.2021
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ვინ არის პასუხისმგებელი პატიმრის გარდაცვალებაში?

06.06.2005

ვინ არის პასუხისმგებელი პატიმრის გარდაცვალებაში?

ქრონიკულად დაავადებული პატიმრის, ფირუზ ჯაჭვლიანის გარდაცვალების პასუხისმგებლობას მისი ადვოკატი კესო ცარციძე სასჯელაღსრულებით სამედიცინო დაწესებულებას აკისრებს. იგი აცხადებს, რომ სათანადო სამედიცინო დახმარების გაწევის შემთხვევაში, პატიმარი გადარჩებოდა. მიუხედავად ადვოკატების არა ერთი მოთხოვნისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნისა, ფირუზ ჯაჭვლიანს აღმკვეთი ღონისძიება არ შეეცვალა შინა პატიმრობით. შედეგად, ადვოკატები იძულებულნი გახდნენ მოეთხოვათ ალტერნატიული ექპერტიზის დანიშვნა და მიმართეს ექსპერტ მაია ნოკოლეიშვილს, რომლის დასკვნის შემდეგ მოხდა პატიმრის სტაციონრში გადაყვანა, რაც ორი თვის დაგვიანებით განხორციელდა და ექიმებმა ვეღარ შეძლეს ფირუზ ჯაჭვლიანის გადარჩენა.

დღეს-დღეობით საქართველოს სასჯელაღსრულებით დაწესებულებებში ჯანმრთელ პატიმრებთან ერთად სასჯელს იხდიან მძიმე ქრონიკული დაავადებების მქონე პატიმრები, რომლებიც სერიოზულ სამედიცინო ჩარევას საჭიროებენ და ხშირ შემთხვევაში სტაციონალურ მკურნალობას. თუმცა, გაურკვეველი მიზეზების გამო, ასეთი ადამიანების მკურნალობა შესაბამის სამედიცინო დაწესებულებებში არ ხდება. შედეგად, ავადმყოფი პატიმრების ჯანმრთელობის მდგომარეობა საგანგაშო ხასიათს იძენს როგორც თავად ავადმყოფისთვის ასევე დანარჩენი, მის გარშემო მყოფი პატიმრებისთვის. მსგავსი მძიმე დაავადების მქონე ავადმყოფთა რიცხვს მიეკუთვნებოდა პატიმარი ფირუზ ჯაჭვლიანი, რომელიც 13 მაისს გარდაიცვალა.

ფირუზ ჯაჭვლიანს, რომელიც ქურდობის მუხლით იხდიდა სასჯელს, დაკავებამდე მძიმე სნეულებები ჰქონდა, მათ შორის ქრონიკული დაავადებით - ღვიძლის ცეროზით იყო დაავადებული და ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. თუმცა, მსგავსი მძიმე დაავადებების მქონე ადამიანებისთვის სათანადო მედიკამენტებისა დეფიციტის და მკურნალობის გაუწევლობის შედეგად ფირუზ ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა საგრძნობლად გაუარესდა. 

მიუხედავად იმისა, რომ სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის სამსახურის მიერ ჩატარებულ 25 თებერვლის სამედიცინო დასკვნაში ცალსახად იყო აღნიშნული, რომ ავადმყოფის მდგომარეობა მძიმე იყო და ის საჭიროებდა სტაციონალურ მკურნალობას ჰეპატოლოგიური პროფილის სამკურნალო დაწესებულებაში და ხანგრძლივი ამბოლატორიულ მეთვალყურეობას, მისი ინფექციური საავადმყოფოში გადაყვანა არ მოხდა. არც სასამართლომ დააკმაყოფილა ფირუზ ჯაჭვლიანის ადვოკატების მიმართვა აღმკვეთი ღონისძიების შინა პატიმრობით შეცვლის თაობაზე.

როდესაც ფირუზ ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა, ადვოკატებმა მიმართეს იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტს და დამატებით გამოითხოვეს პატიმრის იმჟამინდელი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, რის შემდეგაც დაუკავშირდნენ მაია ნიკოლეიშვილს, რომლის სამედიცინო დასკვნის საფუძველზე სამ დღეში მოხდა ფირუზ ჯაჭვლიანის შინაპატომრობით გამოშვება.
 
აღნიშნული დასკვნის შემდეგ, ფირუზ ჯაჭვლიანის ადვოკატებმა იმ დღესვე შუამდგომლობით მიმართეს სასამართლოს და იგი მესამე დღეს, 29 აპრილს გადაყვანილ იქნა ინფექციურ საავადმყოფოში, თუმცა მისი სიცოცხლის გადარჩენა ვეღარ მოხერხდა და ის 13 მაისს გარდაიცვალა.

ექსპერტ მაია ნიკოლეიშვილის მიერ ფირუზ ჯაჭვლიანის სამედიცინო შემოწმების შემდეგ 21 აპრილს გამოქვეყნებულ დასკვნაში წერია, რომ „ავადმყოფი დაავადებულია მძიმე ქრონიკული დაავადებით ღვიძლის ციროზით. ღვიძლის ციროზისა და ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი B-სგან პატიმრის საბოლოო განკურნება შეუძლებელია. ამჟამად ფირუზ ჯაჭვლიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, საგანგაშოა და სასწრაფო და გადაუდებელი ადეკვატური და სრულმასშტაბიანი მკურნალობის გარეშე მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.“

ფირუზ ჯაჭვლიანის ერთ-ერთი ადვოკატი კესო ცარციძე მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმრის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტს აკისრებს და აცხადებს, რომ თავის დროზე შესაბამისი აუცილებელი სტაციონარული მკურნალობის გაწევისას პატიმარი გადარჩებოდა. „ფირუზ ჯაჭვლიანის გარდაცვალება არის სასჯელაღსრულების სამედიცინო დეპარტამენტის დაუდევრობის შედეგი“,- აცხადებს ადვოკატი.

ნინო ბესტავაშვილი

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
ეთანხმებით თუ არა გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დაბრუნებას?
დიახ არა არ მაქვს პასუხი

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2021 HRIDC