კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სამართალდამცავთა პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი

10 ივნისი, 2005

სამართალდამცავთა პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლი

 2005 წლის 12 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა სპეცრაზმთან ერთად საკუთარ სახლში ნარკოტიკული ნივთიერებების შენახვის ბრალდებით 43 წლის გ. ჯ. დააკავეს. გ. ჯ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ოპერატიული დეპარტამენტის თანამშრომლებმა და 20-30-მდე სპეცრაზმელმა დაკავებისას სასტიკად სცემეს. დაკავებულის ადვოკატის თქმით, ნარკოტიკი, რომელიც გ. ჯ-ს აღმოუჩინეს სამართალდამცავების მიერაა ჩადებული.

დაკავებულის ადვოკატის ზურაბ როსტიაშვილის ინფორმაციით, გ. ჯ.-ს დაკავება ამა წლის 12 მაისს განსაკუთრებული სისასტიკით განხორციელდა. მას იარაღის კონდახით თავის არეში მძიმე დაზიანებები მიაყენეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის გამომძიებელი აცხადებს, დაკავებულის წინააღმდეგ მართლაც იქნა ძალა გამოყენებული, თუმცა ამას სამართალდამცავები თავისებურად ხსნიან და გამართლებას იმაში პოულობენ, რომ გ. ჯ.-მ დაკავებისას მათ წინააღმდეგობა გაუწია.

 

საწინააღმდეგოს ამტკიცებს დაკავებულის ადვოკატი და მოწმეები, რომლებიც აცხადებენ, რომ დაკავებისას გ. ჯ. წინააღმდეგ ძალის გამოყენება ყოვლად გაუმართლებელი იყო, რადგან იგი სამართალდამცავებს წინააღმდეგობას არ უწევდა. მის ბინაში ჩხრეკისას არ იქნა აღმოჩენილი იარაღი, შესაბამისად მისი მხრიდან შეიარაღებული წინააღმდეგობაც გამორიცხულია.

გ. ჯ. უშიშროების თანამშრომლებმა პირველად ერთი წლის წინ ვალეს საზღვრის გადაკვეთისას დააკავეს. სამართალდამცავებმა მას დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანონოდ შეძენის, შენახვისა და გადაზიდვის ბრალდება წაუყენეს. ადვოკატის ინფორმაციით, გ. ჯ.-ს აიძულებდნენ ნარკოტიკული ნივთიერების შენახვა ეღიარებინა. გარდა ამისა, ჩხრეკის ოქმში სამართალდამცავებმა არარსებული მოწმეები შეიყვანეს.

გ. ჯ-ს ადვოკატის კესო ცარციძის განცხადებით, 2005 წლის 3 მაისს 260-ე მუხლის მეორე ნაწილით, ასპინძის რაიონულმა სასამართლომ მტკიცებულებებისა და მოწმეების არარსებობის გამო, იგი გაამართლა და გაათავისუფლა.
 
ათი დღის შემდეგ, 12 მაისს, დღის ორის ნახევარზე  20-30 ნიღბიანი სპეცრაზმელი შეიჭრა გ. ჯ.-ს ბინაში და დააკავეს. ჯანიაშვილის ადვოკატის განცხადებით, დაკავების დროს დარღვეულ იქნა არაერთი საპროცესო ნორმა.

ამჯერად, გ. ჯ.-ს სასამართლომ სამთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა, თუმცა დაკავებულის ადვოკატი გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

როგორც  დაკავებულის მეუღლე, ნ. ჯ. აცხადებს, მისი მეუღლე სამართალდამცავთა პირადი ინტერესების მსხვერპლია. მასზე უშიშროების დევნას შემდეგნაირად ხსნის: “გ. ჯ.-ს მეგობარმა სერიოზული ბიზნესი წამოიწყო. ერთხელ მას უშიშროებიდან დაურეკეს და გააფრთხილეს, შენი გატაცება იგეგმება, ფულის გამოძალვის მიზნითო. მას შემდეგ გ. ჯ. თავის მეგობარს გვერდიდან არ მოშორებია. საბოლოოდ გაირკვა, რომ გატაცებას თვითონ უშიშროება გეგმავდა. აღმოჩნდა, რომ ამ გეგმის განხორციელებაში მათ ხელი გ. ჯ.-მა შეუშალა. სწორედ ამ ამბის შემდეგ დაიწყო პროვოკაციები. უფრო მეტიც, გ. ჯ.-ს ფულიც მოსთხოვეს, 3000 დოლარი, ოპერაციის ჩაშლის სანაცვლოდ“. 

საქმეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტი იძიებს.

ეკა დათუნაშვილი

ახალი ამბები