კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ იდევნება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში?

17 ივნისი, 2005

რატომ იდევნება აზერბაიჯანელი ჟურნალისტი საქართველოში?

ქართულ-აზერბაიჯანული გაზეთის „იენი დუშუნჯეს“ („ახალი აზროვნება“) მთავარი რედაქტორი, არასამთავრობო ორგანიზაციის „ქართველი და აზერბაიჯანელი ჟურნალისტები“-ს ადამიანის უფლებათა კოორდინატორი, ამჟამად კი საქართველოდან პოლიტ-დევნილი ნიაზ ჰუსეინოვი საქართველოს სამართალდამცავთა მხრიდან დევნაზე კვლავ საუბრობს და ქართველ სპეცსამსახურებს ზეწოლის საბჭოური მეთოდების გამოყენებაში ადანაშაულებს. ის აცხადებს, რომ ხელისუფლება მასზე ზეწოლას მისი ოჯახის მეშვეობით ახორციელებს.

ქართულ-აზერბაიჯანული გაზეთის „ახალი აზროვნების“ დახურვის შემდეგ გაზეთის მთავარი რედაქტორი ნიაზ ჰუსეინოვი სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან დევნისა და ზეწოლის მსხვერპლი გახდა, რამაც აიძულა ჰუსეინოვი აზერბაიჯანში გადახვეწილიყო. ჰუსეინოვი მის შევიწროვებას სტალინის დროის რეპრესიებს ადარებს და აცხადებს, რომ საქართველოს სამართალდამცავმა ორგანოებმა საბჭოთა მეთოდების გამოყენებით დაიწყეს მისი ოჯახის წევრებზე დევნა და შედეგად მისი ძმა, ჰაჯარ ჰუსეინოვი დააპატიმრეს. როგორც თავად ნიაზი აცხადებს, მისი ძმა ფაქტიურად მძევლად აიყვანეს, რათა ნიაზ ჰუსეინოვი საკუთარი ნებით ჩაბარებოდა ქართველ სამართალდამცავებს. 

ადამიანის უფელებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრმა ჯერ კიდევ რამოდენიმე თვის წინ გააშუქა გაზეთ „ენი დუშენჯას“, რბილად რომ ვთქვათ, დახურვის ფაქტი და ჰუსეინოვების ოჯახის დევნის ისტორია. მოგვიანებით, მდგომარეობა მხოლოდ ისე „გაუმჯობესდა“, რომ ჰაჯარ ჰუსეინოვს თაღლითობის ბრალდებით 5 წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. ამასთან, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია და მთელი წლის განმავლობაში პატიმრობაში ყოფნისას ჰაჯარ ჰუსეინოვის ფსიქიკური მდგომარეობა საგრძნობლად შეირყა. როგორც მისი ყოფილი ადვოკატი გიორგი თედიაშვილი აცხადებს, ბოლო ვიზიტის დროს ჰაჯარ ჰუსეინოვს პირი ჰქონდა ამოკერილი და მასთან გასაუბრება ვერ შეძლო. მიუხედავად იმისა, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა არც თუ ისე სახარბიელო იყო მას სათანადო მკურნალობა არ ჩასტარებია.
    
ჰაჯარ ჰუსეინოვის ყოფილი ადვოკატი გიორგი თედიაშვილი აცხადებს, რომ ნიაზ და ჰაჯარ ჰუსეინოვების მიმართ წაყენებული ბრალდებები, მათ შორის თაღლითობა, საფუძველს მოკლებულია და მათ ბრალი ცრუ მოწმეთა მეშვეობით წაუყენეს, რომლებიც ცნობილნი არიან როგორც თაღლითები და აქამდეც ბევრ საქმეში ფიგურირებდენ.

ნიაზ ჰუსეინოვი თვლის, რომ ქართული სპეცსამსახურების მხრიდან მასსა და მის ძმაზე ზეწოლა  პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და აცხადებს, რომ სწორედ სპეცსამსახურებმა აიძულეს მას დაეტოვებინა საქართველო.  ჰუსეინოვებისთვის გამაოგნებელი აღმოჩნდა ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილება ფოტოკორესპონდენტ ჰაჯარ ჰუსეინოვისთვის 5 წლით თავისუფლების აღკვეთის შესახებ. „იენი დუშუნჯეს“ („ახალი აზროვნება“) მთავარ რედაქტორს უჩნდება კითხვა თუ რატომ იდევნება ის და მისი ოჯახი ქართული სპეცსამსახურების მხრიდან. თუმცა, სავარაუდო პასუხი აღნიშნულ კითხვაზე რამოდენიმე აქვს: იმისათვის, რომ ჩემი ძმა ეხმარებოდა ლეიბორისტებს? იმისათვის, რომ უარი ვთქვი სპეცსამსახურებთან თანამშრომლობაზე? იმისათვის, რომ მე  ერთ-ერთი იმ აზერბაიჯანელთაგანი ვარ, რომელმაც შეძლო ინტეგრირება ქართულ საზოგადოებაში? იმისათვის, რომ ვიბრძოდი სიტყვისა და პრესის თავისუფლებისთვის?

სიტყვის თავისუფლებისათვის დევნილი ჟურნალისტი ბაქოდან ცდილობს თავისი სიმართლის დამტკიცებას და ადამიანის უფლებათა დამცველ ორგანიზაციებს დახმარებისათვის მიმართავს.


ნინო ბესტავაშვილი

ახალი ამბები