კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!

28 ივნისი, 2005

საუკეთესო თავდაცვა თავდასხმაა!

ციხის ხელმძღვანელობა ჩადენილი დანაშაულის დასაფარად მსხვერპლის როლს თამაშობს

16 ივნისს ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ორთაჭალის №7 საპყრობილეში შესული სახალხო დამცველის რწმუნებულის, გოგა ონიანის მიმართ ციხის ადმინისტრაციამ თავის უფლებამოსილებას გადააჭარბა და რამოდენიმე საათის განმავლობაში ომბუდსმენის რწმუნებულს ასევე სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელს ნოდარ მანაგაძეს და ადამიანის უფლებათა დაცვის სამმართველოს პროკურორს ანა ნადარეიშვილს ციხის უფროსის, გელა კიკილაშვილის ბრძანებით, ციხიდან გამოსვლის უფლება არ მისცეს. აღნიშნული დანაშაულის დასაფარავად კი ციხის უფროსმა ცემის ინსცენირება მოახდინა და ომბუდსმენის რწმუნებულს ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენება დააბრალა.   

სახალხო დამცველის რწმუნებული, გოგა ონიანი 16 ივნისს დილის 10 საათიდან მონიტორინგს აწარმოებდა რუსთავის შინაგან საქმეთა სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში, როდესაც დაახლოებით 2 საათისათვის ომბუდსმენის მოადგილემ ბაჩო ახალაიამ დაურეკა და უთხრა ორთაჭალის №7 საბყრობილეში მყოფი ერთ-ერთი პატიმარის შესახებ, რომელსაც მისი ნახვა სურდა. საპყრობილეში შესვლისას პატიმართან საკანში სასაჯელაღსრულებითი დეპარტამენტის მონიტორინგის ჯგუფის წევრები გოგა ონიანი, ნოდარ მანაგაძე და ანა ნადარეიშვილი მივიდნენ და თან ვიდეო გადამღები შეიტანეს.

პატიმარმა კამერის წინ ისაუბრა მისი უფლებების შემლახველი ქმედებების შესახებ ციხის ადმინისტრაციის მხრიდან და განაცხადა, რომ დაავადებული იყო და ინსულინი ესაჭიროებოდა, რასაც ციხის საავადმყოფო არ აძლევდა, ხოლო თვითონ პრეპარატის შეძენის საშუალება არ ჰქონდა. ასევე ისაუბრა ფიზიკურ დაზიანებებზე, რომელიც ბადრაგმა წინა ღამეს ქსნის კოლონიიდან გადმოყვანისას მიაყენა, თუმცა მისი დათვალიერებისას გოგა ონიანმა ძალადობის კვალი ვერ აღმოაჩინა.

სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, როდესაც საკანში ციხის ერთ-ერთი თანამშრომელი შემოვიდა და ვიდეო გადამღები დაინახა. ციხის უფროსმა გელა კიკილაშვილმა გასცა ბრძანება, რომ არ გაეშვათ გოგა ონიანი, სანამ კასეტას არ დატოვებდა, რაზეც ომბუდსმენის რწმუნებულმა უარი განაცხადა და დასძინა, რომ ის „სახალხო დამცველის შესახებ კანონის ფარგლებში მოქმედებდა, რომლის18-ე მუხლის თანახმად, შემოწმების ჩატარებისას სახალხო დამცველის წარმომადგენელს უფლება აქვს მოითხოვოს და მიიღოს აუცილებელი ყველა ცნობა, საბუთი და სხვა მასალა. ამიტომ რადგან არცერთ ნორმატიულ აქტში ვიდეო კამერით გადაღება აკრძალული არ არის ომბუდსმენის რწმუნებულის თქმით, მას უფლება აქვს „სხვა მასალაში“ ფოტოსურათის გადაღება ან ვიდეომასალა იგულისხმოს.

როდესაც გოგა ონინმა დააპირა ოთახის დატოვება ციხის თანამშრომლებმა გასვლის საშუალება არ მისცეს და აგდებულ საუბართან ერთად მისი ჯიბიდან კასეტის ამოღებას ცდილობდნენ. ფიზიკური დაპირისპირებისას გოგა ონიანი დაეცა და მცირე დაზიანება მიიღო. როდესაც ის ადგა და კარების გაღება მოითხოვა მოულოდნელად ციხის უფროსმა გელა კიკილაშვილმა მოულოდნელად ცემის ინსცენირება მოაწყო - მის გვერდით მდგომ ციხის ერთ-ერთ რიგით თანამშრომელს ჩამოუხია მაისური, შემდეგ თავად გავიდა ოთახიდან, ხოლო დაბრუნებულს მასაც შარვალი ჰქონდა დასვრილი და ციხის თანამშრომელთა თქმით თვალიც ჰქონდა ჩალურჯებული.
 
აღნიშნულ ინციდენტს სახალხო დამცველის ოფისის თანამშრომელი ნოდარ მანაგაძე შეესწრო, რომელიც მივიდა პროკურორთან და უამბო ციხის უფროსის ქმედებების შესახებ. თუმცა, მისი მოთხოვნის მიუხედავად არც პროკურორი ანი ნადარეიშვილი არ გაუშვეს და მხოლოდ მათი ხელმძღვანელობის მოსვლის შემდეგ ამ ადამიანებს მიეცათ თავსუფალი მიმოსვლის საშუალება. 

ამჟამად გენერალური პროკურატურა აღნიშნულ ფაქტს ინტენსიურად იძიებს. დღეს -დღეისობით დაკავებულია ციხის უფროსის მოადგილე, დავით ვარდოსანიძე სახალხო დამცველის რწმუნებულის გოგა ონიანის საპყრობილეში დაყოვნებისათვის. პროკურატურა მას სამსახურეობრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ადანაშაულებს, ხოლო ციხის უფროსი გელა კიკილაშვილი ამჟამად წევს საავადმყოფოში და აცხადებს, რომ მიღებული აქვს ინფაქტი, რასაც ექიმებიც ადასტურებენ.

ნინო ბესტავაშვილი

 

 


 

ახალი ამბები