კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ხელისუფლება მოსახლეობის ტერორს აგრძელებს

7 ივლისი, 2005

ხელისუფლება მოსახლეობის ტერორს აგრძელებს


სამართალდამცავთა
„პროფესიონალიზმს“ ორი ადამიანის სიცოცხლე ეწირება

სპეცოპერაცია, რომელიც მიმართული იყო ადამიანის მკვლელობის მცდელობისათვის ძებნილი ავთანდილ გუმაშვილის დასაკავებლად ტრაგედიით დასრულდა. 3 ივნისს პანკისის ხეობის სოფელ დუისში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად დაიღუპა ორი და დაიჭრა ოთხი ადამიანი. დაჭრილებს შორის ერთი ქალი და სამი მამაკაცია. გუმაშვილების ოჯახმა მძიმე მორალურ ზიანთან ერთად განიცადა სერიოზული მატერიალური ზარალი -  აღნიშნული ოპერაციის შედეგად განადგურდა მათი საცხოვრებელი სახლი. ეს არის ქართველი სამართალდამცავების მიერ განხორციელებული კიდევ ერთი „წარუმატებელი“ სპეცოპერაცია. 2004 წლის მარტის თვეში ქუთაისში განხორციელებულ სპეცოპერაციას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, რომელთა შორისაც ერთ-ერთი შემთხვევითი გამვლელი აღმოჩნდა.

გუმაშვილი შურისძიების მიზნით მკვლელობის მცდელობაში იყო ეჭვმიტანილი. როგორც მისი თანასოფლელები აცხადებენ, იგი არანაირ კრიმინალურ ქმედებაში არ იყო შემჩნეული და უბრალოდ ოჯახის სიწმინდე დაიცვა. სამართალდამცავებმა  კი გუმაშვილის დასაკავებლად სპეცდანიშნულების მთელი რაზმი გამოიყვანეს და ალყა შემოარტყეს მის სახლს, სადაც გუმაშვილმა თავის დაცვის მიზნით  თავი შეაფარა.

მიუხედავდ იმისა, რომ სამართალდამცავებისთვის ცნობილი იყო, რომ სახლში მასთან ერთად იმყოფებოდა სხვა უდანაშაულო პირებიც, სპეცრაზმმა სახლზე შტურმი განახორციელა და ცეცხლი წაუკიდა. ოპერაციის შედეგად ეჭვმიტანილი თანხლებ პირთან ერთად დაიღუპა. შეტაკების დროს დაიჭრა კიდევ ოთხი დუისელი, რომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობაც ამჟამად მეტ-ნაკლებად სტაბილურია. ამასთანავე განადგურდა გუმაშვილების საცხოვრებელი სახლი. ოპერაციამ ადგილობრივ მოსახლეობაში აღშფოთება გამოიწვია, რადგან გარდაცვლილი მოსახლეობაში დიდი პატივისცემით სარგებლობდა.

აღნიშნულ ქმედებასთან დაკავშირებით, საინფორმაციო სააგენტო მედია ნიუსთან გაკეთებულ კომენტარში სოფელ დუისის გამგებელმა ბ-ნ ჯაფარ გუმაშვილმა აღნიშნა, რომ მიუხედავად მისი მრავალმხრივი მცდელობისა, შეიარაღებული სამართალდამცავები კვლავ სოფლის მისადგომებთან არიან. ადგილობრივი მოსახლეობა მათ მიმართ აგრესიულად არის განწყობილი, რადგან გუმაშვილი არანაირ კრიმინალურ ქმედებაში არ იყო შემჩნეული, ის მხოლოდ ოჯახის სიწმინდეს იცავდა და საზოგადოებაში დადებითი რეპუტაციით სარგებლობდა.

აღნიშნულ სპეცოპერაციასთან დაკავშირებით პროტესტს გამოთქვამს არასამთავრობო ორგანიზაცია „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“. ორგანიზაცია შეშფოთებულია იმ ფაქტით, რომ უკვე მერამდენედ პოლიციელთა მიერ ორგანიზებულ სპეცოპერაციას  უდანაშაულო ადამიანები ეწირებიან და სამოქალაქო პირებიც ზარალდებიან. გასულ წელს ქუთაისში ანალოგიურ სპეცოპერაციას შემთხვევითი გამვლელის სიცოცხლე შეეწირა, თუმცა დამნაშავე პოლიციელი არ დასჯილა.

ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორი უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ ეს ფაქტი ხელისუფლების მხრიდან ძალის დემონსტრირების კიდევ ერთი მცდელობა იყო. „იმისათვის, რომ ერთი ადამიანი აეყვანათ საჭირო არ იყო ორასკაციანი შეიარაღებული რაზმი“, აცხადებს ნანუაშვილი. 

ხელისუფლების თავგასულ ქმედებას ორი ადამიანის სიცოცხლე და ოთხის ჯანმრთელობა შეეწირა. ძნელი სათქმელია, თუ როგორ აუნაზღაურებს ხელისუფლება ზარალს დაღუპულის ოჯახს? აღნიშნული ფაქტი ადასტურებს, რომ საქართველოს ხელისუფლება მოსახლეობაზე ტერორის განხორციელებას კვლავ აგრძელებს და მოსახლეობის დაშინებას ძალის დემონსტრირებით ცდილობს.

ქეთი კურატაშვილი

ახალი ამბები