კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაბნელდება თუ არა „მზის“ ეთერი?

11 ივლისი, 2005

დაბნელდება თუ არა „მზის“ ეთერი?

რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ტელეკომპანია „მზე“ დროებით შეწყვეტს მაუწყებლობას. ცნობილი ხდება, რომ ერთი კვირის შემდეგ არხზე დაიწყება რეორგანიზაციული სამუშაოები. ამ ფაქტს „მზის“ დამფუძნებლები ვანო ჩხარტიშვილი და დავით ბეჟაშვილი იმით ხსნიან, რომ მათ აღარ სურთ არსებულ ფორმატში მუშაობა. საუბრობენ ასევე „მზის“ ფინანსურ პრობლემებზე. თუმცა, არ არის გამორიცხული „მზის“ ეთერის „დაბნელება“ მისი ზედმეტი „კაშკაშით“ იყოს გამოწვეული. საგულისხმოა ასევე  ის დამთხვევა, რომ საინფორმაციო გადაცემების შეწყვეტა ტელეკომპანიის ეთერში 30 ივნისის ღამის დარბევების გაშუქებას მოჰყვა.

დაუზუსტებელი ინფორმაციით, რეორგანიზების შედეგად, „მზის“ ეთერიდან მოიხსნება საინფორმაციო გამოშვებები. ფაქტი ერთია, რომ ეთერის დიდ ნაწილს გასართობი და საავტორო გადაცემები დაიკავებენ.

რამდენიმე საავტორო გადაცემა და წარმატებული გასართობი პროგრამა „მზის“ ეთერში დღესაც არის, მაგრამ მთლიანად ამ ფორმატზე გადასვლა მედიის წარმომადგენლებს წარმოუდგენლად მიაჩნიათ და აცხადებენ, რომ ეს პირდაპირ ტელევიზიის სიკვდილს ნიშნავს.

ჟურნალისტურ წრეებში ამბობენ, რომ შესაძლოა, ტელეკომპანია „მზე“ დაიხუროს კიდეც. არსებობს ინფორმაციაც, რომ უკვე რამდენიმე თვეა ტელევიზიას ფინანსური პრობლემები აქვს.

ტელევიზიის დახურვის შესახებ საუბრები მას შემდეგ გააქტიურდა, რაც 4 ივლისს დღის პირველ ნახევარში ტელეკომპანიის ეთერით გაჩნდა წარწერა: „არხზე მიმდინარეობს რეორგანიზაცია“. სავარაუდოდ, ტელეკომპანიის გარშემო ატეხილი ხმაური შესაძლოა უკავშირდებოდეს ტელეკომპანიის მიერ 30 ივნისს რუსთაველის გამზირზე მომხდარი ამბების პირდაპირ ეთერში გაშუქების ფაქტს. „მზის“ ჟურნალისტები ერიდებიან ამ თემაზე ლაპარაკს. თუმცა, ტელეკომპანიაში განგვიცხადეს, რომ გავრცელებული ხმები არხის დახურვასთან დაკავშირებით, სიმართლეს არ შეესაბამება და რომ მუშაობა ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს. რაც შეეხება ფორმატის შეცვლას, მათ დაგვიდასტურეს, რომ ამ თემაზე საუბრები მართლაც მიმდინარეობს და რომ სექტემბრიდან ტელევიზია ახალი პროექტებით წარსდგება მაყურებლის წინაშე.

გავრცელებული ინფორმაციით, ტელეკომპანია „მზე“ ეთერში თვის ბოლომდე გავა, თუმცა რა იქნება შემდეგ, ძნელი სათქმელია.

თეა გვარაძე

ახალი ამბები