კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაციის ანგარიში ეთნიკურ უმცირესობებზე საქართველოში

26 ივლისი, 2005

ეთნიკური უმცირესობები საქართველოში

საერთაშორისო კვლევითი მისიის ანგარიში

პარიზი, 2 ივნისი, 2005 - ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ფედერაცია (FIDH) აქვეყნებს ანგარიშს სახელწოდებით „ეთნიკური უმცირესობები საქართველოში“. ანგარიში დაყრდნობილია იმ ფაქტებზე რაც საერთაშორისო მისიამ მოიძია საქართველოში ეთნიკურ უმცირესობათა უფლებებსა და თავისუფლებათა საკითხში.

აღნიშნული მისია შეიქმნა საქართველოდან დასავლეთ ევროპაში თავშესაფრის მაძიებებლთა დიდი ნაკადის მოზღვავების გამო, რომლებიც განიცდიდნენ დისკრიმინაციას. მისია ესტუმრა თბილისსა და რამოდენიმე პროვინციას (წალკა, ახალქალაქი, ახალციხე). მისია ძირითადად ფოკუსირდებოდა ქურთ-იეზიდების საკითხებსა და წალკისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონში მცხოვრებ უმცირესობებზე.

ანგარიშის გამოცემა ხდება მას შემდეგ, რაც საქართველომ ამა წლის დასაწყისში აიღო პასუხიმგებლობა, რომ  2005 წლის სექტემბრამდე მოახდინოს რატიფიცირება ეროვნულ უმცირესობათა ევროპული ჩარჩო კონვენციისა.

უმცირესობათა პრობლემა საქართველოში არის ისტორიული, იდეოლოგიური, პოლიტიკური, იურდიული და ეკონიმიკური საკითხი. იგი უფრო კომპლექსური ხდება, რაკი ამავე დროს, მოიცავს უმცირესობათა წარმომავლობის შენარჩუნების მცდელობას მათი სოციალური ინტეგრაციის უზრუნველყოფის ფონზე. თუ კი უმცირესობთა დაცვის სისტემა განიცდის კრახს, უმცირესობათა ჯგუფები აღმოჩნდებიან იზოლირებულნი და შედეგად, სოციალურად გარიყულნი, ანდა მოხდება მათი ასიმილაცია და გაქრობა.

უმცირესობათა საკითხში მიღებული გადაწყვეტილებები და პოლიტიკა შესაძლოა განპირობებული იყოს სახელმწიფოში არსებული ნაციონალიზმით, რაც აისახება უმცირესობათა ჯგუფებზე. ორმხრივი ურთიერთობები საქართველოსა და მათი წარმომავლობის ქვეყანასა თუ რუსეთს შორის, ხშირად განსაზღვრავს ეროვნულ უმცირესობათა მიმართ პოლიტიკას.

არათანასწორობა მძაფრდება ქვეყანაში არსებული ეკონომიკური და სოციალური სიტუაციით, რომლის გავლენაც უფრო ნათლად აისახება უმცირესობათა ჯგუფებზე. გარდა ამისა, ყველა სფეროში, სადაც კი მოითხოვება ადამიანის უფლებების დაცვა, გამეფებულია კორუფცია.

FIDH სთხოვს საქართველოს მთავრობას, რომ შეასრულოს ყველა ის ვალდებულება, რომელიც გათვალისწინებულია საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და კონვენციებით, რომელთა წევრიც არის საქართველო, რათა  ქვეყანაში იყოს კანონის უზენაესობა; უზრუნველყოს, რომ დასრულდეს უხეში, სასტიკი არაადამიანური თუ დამამცირებელი მოპყრობა ანდა ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია გამოწვეული სამართალდამცავების მხრიდან საქართველოს მოქალაქეებზე, განსაკუთრებით, უმცირესობებზე, მათი ეთნიკური, რელიგიური და/თუ ეროვნული წარმომავლობის ნიშნით (ქურთ-იეზიდები, აზერბაიჯანელები, სომხები და სხვ.); გამოიძიოს აღნიშნული დარღვევები, გამოავლინოს ხელმყოფები და დასაჯოს ისინი შესაბამისი ადგილობრივი თუ საერთაშორისო ნორმების მიხედვით, რათა დასრულდეს მათი დაუსჯელობა; ებრძოლოს კორუფციას, რომელიც მძვინვარებს ქვეყანაში და არღვევს მოქალაქეთა ეკონომიკურ, სოციალურ და პოლიტიკურ უფლებებს, განსაკუთრებით კი მათ უფლებებს, რომელნიც მიეკუთვნებიან უმცირესობათა ჯგუფებს.

FIDH მოითხოვს საქართველოს მთავრობისაგან, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოახდინოს რატიფიცირება ეროვნულ უმცირესობათა დაცვის ჩარჩო კონვენციისა.

ანგარიშის სრული ვერსია შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ მისამართზე: http://www.fidh.org/IMG/pdf/ge412ang.pdf

ახალი ამბები