კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

მკვლელობა საზღვარზე

29 ივლისი, 2005

მკვლელობა საზღვარზე

20 ივნისს, გამთენიისას, ქვემო ქართლის სოფელ ვახტანგისთან, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცგანყოფილებამ შეამჩნია მოქალაქე, რომელიც საზღვრის გადაკვეთას ცდილობდა. პირი სამართალდამცავებს არ დაემორჩილა და ცეცხლი გაუხსნა. საპასუხოდ გასროლილი ტყვია მისთვის სასიკვდილო აღმოჩნდა. მოგვიანებით ის რუსთავის საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც დაიღუპა. გარდაცვლილი აღმოჩნდა ქისტი, ვახტანგ მარგოშვილი.

აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ვესაუბრეთ საქართველოში ჩეჩნეთის წარმომადგენელს, ბატონ ხიზრი ალდამოვს, რომელიც გარდაცვლილის ნათესავი აღმოჩნდა. მან გადმოგვცა ის ინფორმაცია, რომელიც დაღუპულის ოჯახის წევრებმა იცოდნენ მომხდარის შესახებ. მისი თქმით, ვახტანგი სოფლიდან თბილისში წამოვიდა ხელზე ჭრილობის სამკურნალოდ, მაგრამ 2-3 დღის განმავლობაში მისგან არაფერი ისმოდა, მობილური გამორთული ჰქონდა, რის გამოც ოჯახი ვერ უკავშირდებოდა. მათ დახმარებისთვის მიმართეს ბატონ ალდამოვს, ჩეჩენი დიასპორის წარმომადგენელს. ამ დროს  გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, ვახტანგ მარგოშვილი გარდაიცვალა რუსთავის საავადმყოფოში.

ხიზრი ალდამოვი შეწუხებულია მომხდარი ფაქტით; მისთვის გაუგებარია, თუ რატომ მოკლეს მისი ნათესავი, ვახტანგ მარგოშვილი: „ თუ ამ ბავშვს რამე დანაშაული ჰქონდა ჩადენილი, გვითხარით, რის გამო მოხდა ეს ყველაფერი და დავწყნარდებით“.

სისხლის აღება დღემდე არსებობს ჩეჩნებში. ბატონი ალდამოვი თვლის, რომ წეს-ჩვეულების გამო სიკვდილის წინ ვახტანგ მარგოშვილი რამეს იტყოდა, რაც შეიძლება მომხდარ ფაქტს უკავშირდებოდეს  და ფარდა ახადოს ყველაფერს; მისი აზრით, აუცილებელია მოიძებნოს ის პიროვნებები, რომელნიც სიკვდილის წინ მარგოშვილთან იმყოფებოდნენ, სავარაუდოდ მედპერსონალი, რომელიც დუმს.

 „მე ვერავის დავაბრალებ რამეს, მაგრამ რაც უფრო გამჭვირვალე იქნება ეს ინფორმაცია, მით უფრო კარგია, რადგან მისი ახლობლებიც დაწყნარებულები იქნებიან და ცრუ ინფორმაციაც აღარ გავრცელდება“,- ამბობს ბ-ნი ალდამოვი.

ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ვახტანგ მარგოშვილს  სავარაუდოდ ქართველი მამაკაცი ახლდა თან, რომელიც პრეცენდენტის შემდეგ მიიმალა. ბატონი ალდამოვი მას ახლა უკვე ერთადერთ მოწმედ მიიჩნევს, ვისაც შეუძლია ამ ფაქტთან დაკავშირებით ზუსტი ინფორმაციის მოწოდება, მაგრამ დაუდგენელი მოქალაქე ჯერ არ გამოჩენილა.

ჩეჩენი დიასპორის ლიდერი თვლის, როცა საზღვრის უკანონო გადაკვეთას აქვს ადგილი, მაშინ სამართალდამცველებმა შესაბამისი რეაგირება უნდა მოახდინონ, თუმცა მოითხოვს, რომ ნათელი მოეფინოს მისი ნათესავის ბუნდოვანი მვლელობის ფაქტს. საზღვრის დამცველების დუმილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაღუპულის ოჯახის წევრებს შორის იწვევეს ეჭვს ვახტანგ მარგოშვილის დამნაშავეობის საკითხის შესახებ. ერთადერთი, რასაც ხიზრი ალდამოვი და ვახტანგ მარგოშვილის ოჯახი ითხოვს არის ახსნა-განმარტება 20 ივნისს მომხდარი ინციდენტის შესახებ.

მეგი გოგიშვილი

ახალი ამბები