კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რა დღეშია „საზოგადოებრივი არხი“

1 აგვისტო, 2005

რა დღეშია „საზოგადოებრივი არხი“

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ხანგრძლივი დროის მანძილზე, სახელმწიფო ტელევიზიის საზოგადოებრივ ტელევიზიად გადაქცევის საკითხი მკაცრი დაპირისპირების მიზეზი იყო. ცოტა ხნის წინ კი საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ „საზოგადოებრივი არხის“ გენერალურმა დირექტორმა ზაზა შენგელიამ საკუთარი ნებით დატოვა თანამდებობა იმ მოტივით, რომ მან თავისი შესაძლებობები ამოწურა. 2005 წლის 19 ივლისს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დაიწყო კამპანია, სახელწოდებით - „საქართველოს მთავრობა თაკარა მზის ქვეშ”, რომლის პირველი ნაწილიც საზოგადოებრივ მაუწყებლობაში რეორგანიზაციის შემდეგ მიმდინარე მოვლენებს შეეხებოდა და იქ არსებული უკანონობის გამო, კამპანიის წევრებმა ტელევიზიის ყოფილი თავჯდომარის, ზაზა შენგელიას პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება მოითხოვეს. ამასთან დაკავშირებით, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განხორციელებული მონიტორინგის შედეგები წარმოადგინა, სადაც აღმოჩენილ იქნა უამრავი დარღვევა. თუმცა, ეს არ იყო საბოლოო ანგარიში, რომლის სრული ვერსიაც წარმოდგენილი იქნება იანვარ-თებერვალში.

2004 წლის 22 მარტს საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით შეიქმნა საქტელერადიომაუწყებლობის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომისია, რომლის ბაზაზეც საქტელერადიომაუწყებლობის ხელმძღვანელებს  ყველა რეკომენდაციის განხორციელების უზრუნველყოფა დაევალათ. პირველი რეკომენდაციის შესაბამისად, საქტელერადიომაუწყებლობას უნდა წარმოედგინა 2004 წლისთვის საქართველოს ბიუჯეტიდან გამოყოფილი დაფინანსების დეტალური გეგმა. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ამ გეგმით დაინტერესდა, თუმცა მათთვის ბევრი დეტალი გაუგებარი დარჩა. კამპანიის წევრთა განცხადებით, ტელევიზიაში 2004 წელს შესყიდვების განხორციელების ძირითადი მეთოდი ერთ პირთან მოლაპარაკება იყო. 2004 წლის მეოთხე კვარტალში საქტელერადიომაუწყებლობას თანხები დახარჯული აქვს სხვადასხვა რესტორნებსა და ბარებში. თუმცა, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციისათვის ასევე გაურკვეველი დარჩა ამ ხარჯების დამადასტურებელი როგორც ფინანსური, ასევე მიზნობრივი დოკუმენტაცია.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაინტერესდა  ყველა იმ საკითხით, რაც განისაზღვრა პრეზიდენტის განკარგულებით - ჩატარებულიყო ინსტიტუციონალური და ფუნქციონალური ცვლილებები. ამ პროცედურების ჩატარების რეკომენდაციები უნდა შეემუშავებინა მონიტორინგის კომისიას, თავის მხრივ კი, ამ რეკომენდაციების განხორციელება უნდა მოეხდინა თავად ზაზა შენგელიას. როგორც აღმოჩნდა, ტელევიზიის მთავარი განკარგულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დებულება ყოფილა საკადრო ოპტიმიზაცია,   რომელიც გულისხმობს, აღმასრულებელი ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გამკაცრებას საქმიანობის გამჭვირვალობის მიზნით.

როგორც ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენელი თამუნა კორძაია აღნიშნავს, საზოგადოებრივ ტელევიზიაში მიმდინარეობდა სრული თვითნებობა და განუკითხაობა, რაც იმაში გამოიხატება, რომ ვაკანტურ თანამდებობაზე მისაღებად შეიქმნა კომისია, რომლის თავჯდომარეც იყო ტელევიზიის ხელმძღვანელის მიერ დანიშნული ერთი პირი, ოქმს მისაღებად კი ხელს აწერდა თავად ტელევიზიის ხელმძღვანელი. გარდა ამისა, ფუნქციური ცვლილებები იქ არ მომხდარა: „არც ერთ სტრუქტურულ ერთეულს არ ჰქონდა თავისი დებულება, არავინ იცოდა რის შესაბამისად უნდა ემოქმედა. ტელეგადაცემებზე ჩატარდა ისეთი კონკურსი, სადაც თავჯდომარეს ეძლეოდა ორი ხმის უფლება. გარდა ამისა, შესყიდვების შესახებ კანონი ცალსახად განმარტავს, რომ კომისიის წევრს არა თუ არ შეუძლია კონკურსში მონაწილეობის მიღება, არამედ კომისიის წევრი ვალდებულია დაწეროს ხელწერილი იმის შესახებ, რომ მას არანაირი ინტერესი არ აქვს კონკურსში მონაწილე პირებთან. ამ საკონკურსო კომისიისთვის კი დაშვებული იყო, რომ კომისიის წევრს თავად შეეტანა განაცხადი რადიო-გადაცემებზე.“

ყველაზე მთავარ გაურკვევლობად რჩება კონტროლის პალატის აქტი. „კონტროლის პალატამ სრულიად ფორმალურად მოიხადა ვალდებულება, სინამდვილეში კი ძალიან ბევრი კითხვა პასუხგაუცემელი დარჩა,“- აღნიშნავს თამუნა კორძაია. ნიშანდობლივია, რომ 2002 წლიდან დღემდე  საქტელერადიომაუწყებლობისთვის ეს კონტროლის პალატის მესამე რევიზიაა, თუმცა არც ერთ მათგანს რეალური შედეგი არ მოჰყოლია.

თავად „საზოგადოებრივი არხის“ ყოფილი ხელმძღვანელი ზაზა შენგელია კონკრეტულ შეკითხვებზე პასუხის გაცემას თავს არიდებს და არსებულ სიტუაციას ზოგადად აფასებს.


ქეთი კურატაშვილი

ახალი ამბები