კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

სულხან მოლაშვილი კვლავ უკანონო პატიმარია

10 აგვისტო, 2005

სულხან მოლაშვილი კვლავ უკანონო პატიმარია

2005 წლის 5 აგვისტოს გაიმართა სასამართლო პროცესი კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელის სულხან მოლაშვილის წინააღმდეგ თეიმურაზ ნემსაძის შუამდგომლობით. ადვოკატი ითხოვდა საქმის გასაცნობად კანონით გათვალისწინებულ 30 დღეს. თუმცა, მოსამართლე მანუჩარ კაპანაძემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და ადვოკატს საქმის გასაცნობად მხოლოდ 5 დღე მისცა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი კვირის ხუთშაბათს განახლდება სულხან მოლაშვილის საქმის განხილვა. მოლაშვილის ადვოკატი აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი შარშან აპრილში დააკავეს. იგი პროკურატურამ სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში და ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენებაში დაადანაშაულა. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, ბრალდებულის წინასწარი პატიმრობის ვადა 9 თვემდეა განსაზღვრული, სულხან მოლაშვილ 16 თვეა რაც პატიმრობაშია. ის უკვე 7 თვეა უკანონო პატიმრობაშია.

ამა წლის 5 აგვისტოს, 12 საათზე განახლდა მოლაშვილის საქმის განხილვა, მაგრამ პროცესი უშედეგოდ დამთავრდა. სულხან მოლაშვილის ორივე ადვოკატი შალვა შავგულიძე და სოსო ბარათაშვილი შვებულებაში გავიდნენ. პროცესზე მათ თეიმურაზ ნემსაძე ცვლიდა. მოლაშვილის ახალმა ადვოკატმა საქმის დაწვრილებით შესასწავლად მოითხოვა 30 დღე, რაც მას ეკუთვნის საქმის სესასწავლად საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 429(2) მუხლის მიხედვით. მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მხოლოდ 5 დღე მისცა. უნდა აღინიშნოს, რომ მოლაშვილის საქმე შედგება 25 ტომისგან, თითო 500 გვერდიანი. მიუხედავად იმისა, რომ თეუმურაზ ნემსაძემ განაცხადა, რომ მისთვის 5 დღე საკმარისი არ იქნება მსგავსი მოცულობის საქმის შესასწავლად, მოსამართლეს გადაწყვეტილება არ შეუცვლია.

ბრალმდებელმა, მანანა მუსულიშვილმა, ამ მოთხოვნას უწოდა მხოლოდ და მხოლოდ პროცესის გაჭიანურების მიზეზი. მას მიაჩნია, რომ მოლაშვილის ადვოკატებმა პროცესის გასაჭიანურებლად სპეციალურად მიმართეს მსგავს ხერხს. „ყველაფერი არსებობს მისი ბრალდების დასამტკიცებლად და ამიტომაც უნდათ დროის გაჭიმვა“,- ამბობს მბრალდებელი მანანა მუსულიშვილი.

თავად კონტროლის პალატის ყოფილი ხელმძღვანელი სულხან მოლაშვილი განცვიფრებულია, რომ მას პროცესის გაჭიმვას აბრალებენ. მოლაშვილი დეკემბრის შემდეგ ელოდება სასამართლოს დაწყებას, რომელიც ივლისამდე გაიჭიმა და ახლა, როცა თვითონ კანონის ფარგლებში ითხოვს დამატებით დროს, მას უარს ეუბნებიან. „ასე პირუტყვსაც არ ექცევიან“,- აცხადებს აღშფოთებული მოლაშვილი და ამატებს, რომ თუ ასე გაგრძელდება, თვითონ იტყვის უარს დაცვაზე და მოსამართლესა და ქალბატონი პროკურორს გადასცემს თავის ბედს ხელში.

სულხან  მოლაშვილის ადვოკატმა თეიმურაზ ნემსაძემ განაცხადა, რომ მოსამართლე ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა. ადვოკატი აღშფოთებას ვერ მალავს სასამართლო გადაწყვეტილების მიმართ და აცხადებს, რომ მოსამართლე ზღუდავს დაცვის უფლებებს და ყველანაერი კანონის დარღვევით ეუბნება მას უარს მოთხოვნაზე. თეიმურაზ ნემსაძე ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.


მეგი გოგიშვილი

ახალი ამბები