კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ავადმყოფი პატიმრები ციხეში რჩებიან

30 სექტემბერი, 2005

ავადმყოფი პატიმრები ციხეში რჩებიან

 

 

ბოლო ერთი თვის განმავლობაში ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში ე.წ. მფრინავი მენინგიტით ორი პატიმარი გარდაიცვალა. ამ ფაქტის გამო, სასჯელაღსრულების მონიტორინგის საბჭო იუსტიციის მინისტრს, კოტე კემულარიას უმოქმედობაში, ხოლო მის უწყებას კორუფციულ გარიგებებში ადანაშაულებს.

 

 

ამ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი გაესაუბრა სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯლების სამმართველოს უფროსს ბ-ნ გოგა ონიანს, რომელმაც განაცხადა, რომ ასეთ სერიოზულ მოვლენასთან დაკავშირებით, იუსტიციის მინისტრს დაუსაბუთებელი კომენტარები არ უნდა გაეკეთებინა.

 

 

პირველი გარდაცვლილი აღმოჩნდა შათირიშვილი, რასაც ცოტა ხანში მოყვა მეორე პატიმრის დაღუპვა. ამას დაემატა ფსიქიკურად ავადმყოფი პატიმრის, ცანავას მიერ თავისი მკურნალი ექიმისა და ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ცემა. გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის უფროსის ბ-ნი ფანცხავასა და დეპარტამენტის ხელმძღვანელიშოთა კოპაძის ხელშეწყობით, რესპუბლიკურ სააავადმყოფოში მყოფი 55 პატიმარი გადაყვანილ იქნა სხვადასხვა კოლონიაში.

 

 

ოგა ონიანს დაუკავშირდა გულის მანკით დაავადებული არასრულწლოვანი პატიმრის - იაშვილის მშობელი, რომელიც ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული და მოხვდა სხვადასხვა კოლონიაში გადანაწილებულ 55 პატიმარშორის. იაშვილის მშობელის განცხადების საფუძველზე, სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლებმა ახსნა-განმარტებები ჩამოართვეს ციხის დირექტორს ბ-ნ დათო ასათიანს და იუსტიციის სამინისტროს სამედიცინო დეპარტამენტის უფროსს ბ-ნ რამაზ ღულაძეს. მათ განაცხადეს, რომ არავის საქმის კურსში ეს ადამიანები არ ჩაუყენებია და არავის აუღია ნებართვა შეიძლებოდა თუ არა ამ პატიმრების გაყვანა ციხის რესპუბლიკური საავადმყოფიდან და რომ ეს ღონისძიება ჩაატარა გენერალურმა ინსპექციამ შოთა კოპაძის დახმარებით. იმავე დღეს რამაზ ღულაძემ პრესისთვის განცხადება გააკეთა, რომ მან ნამდვილად არაფერი იცოდა ამ ღონისძიების შესახებ, არ გაუცია თანხმობა ამ 55 პატიმრის გადაყვანის თაობაზე. სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლების მხრიდანაც გაკეთდა კომენტარი. ყოველივე ამის ფონზე იმ დღეს 34 ადამიანი იქნა დაბრუნებული ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, შემდეგ კიდევ 11. სწორედ ამას მოჰყვა დაპირისპირებები და მინისტრის მხრიდან გაუგებარი განცხადებები. სახალხო დამცველის აპარატის მართლმსაჯულების სამმართველომ მოითხოვა გენერალური ინსპექციის უფროსის ირაკლი ფანცხავას და შოთა კოპაძის პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, უფლებამოსილებ გადამეტების ბრალდებით. არც ერთ მათგანს არ ყოფნიდა სამედიცინო განათლება იმისთვის, რომ შესულიყვნენ ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და ყოველგვარი დასკვნის გარეშე მოეთხოვათ ამა თუ იმ პატიმრის გადაყვანა სხვა კოლონიაში“ - განაცხადა ბ-ნმა გოგა ონიანმა.

 

 

რამაზ ღულაძემ სახალხო დამცველს სთხოვა, რომ შექმნილიყო ახალი კომისია, რომელიც თავიდან შეამოწმებდა ყველა იმ პატიმარს, რომელიც ახლა ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში იმყოფება და თუ აღმოჩნდებოდმისი ხელმოწერით გადაყვანილი ჯანმრთელი პატიმარი, ამ საქმისთვის პასუხს აგებდა, თუ არა და ითხოვდა გენერალური ინსპექციის უფროსის პასუხისმგებლობის დაყენებას. სწორედ ამ ფონზე ბატონი კემულარია იზიარებს ირაკლი ფანცხავასა და შოთა კოპაძის პოზიციას და აცხადებს, რომ რამაზ ღულაძის საქმიანობაში არის კორუფციული ნიშნები და, რომ ამ კორუფციულ გარიგებებს იგი აწარმოებდა მონიტორინგის საბჭოს წევრთან - ჯიშკარიანთან და სახალხო დამცველის აპარატის თანამშრომლთან - ლანა გალდავასთან ერთად.სახალხო დამცველის აპარატი მინისტრზე ბევრად უფრო ადრე ითხოვდა ამ ადამიანის თანამდებომიდან გადაყენებას. მაგრამ ახლა ხელის შეწმენდა იმაზე, რომ რამაზ ღულაძე იყო კორუმპირებული და ეს ქმნიდა იქ იმ კარგად აწყობილ კორუმპირებულ სისტემას, რომელიც აბსოლუტურად არ განსხვავდება შევარდნაძის დროინდელი შსს სისტემისგან, ეს არის უბრალოდ სასაცილო“- აცხადებს ონიანი.

 

 

თეა გვარაძე

 

რუსუდან ჯამასპიშვლი

 

 

ახალი ამბები