კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ახალი შრომის კოდექსი საქართველოს დემოგრაფიული საფრთხის წინაშე აყენებს

28 ნოემბერი, 2005

ახალი შრომის კოდექსი საქართველოს დემოგრაფიული საფრთხის წინაშე აყენებს

ვარდების რევოლუციის ორი წლის თავს ჯანდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ ვახტანგ მეგრელიშვილმა ადამიანის უფლებათა უხეშად დამრღვევი კიდევ ერთი კანონპროექტი მიუძღვნა. ახალმა შრომის კოდექსმა, რომელიც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ შრომის უფლებას, ოპოზიციისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მკაცრი კრიტიკა დაიმსახურა.

18 ნოემებერს საქართველოს პარლამენტის  ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის კომიტეტმა ახალი შრომის კოდექსი განიხილა. მთავრობის მიერ შემუშავებული კანონპროექტი  დეპუტატებს საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ ვახტანგ მეგრელიშვილმა წარუდგინა.

ახალი კანონპროექტის მიხედვით, სამუშაო კვირა 41-დან 48 საათამდე გაიზრდება, მუშაკი კი წელიწადში მხოლოდ 15 დღიან ხელფასიან შვებულებას მიიღებს. ჯარში გამოძახებისთანავე, შრომითი ხელშეკრულება ავტომატურად ანულირდება. დაქირავებულის ორსულობისა ან ავადმყოფობის შემთხვევაში,  ადმინისტრაციას ეძლევა უფლება წინასწარი გაფრთხილების გარეშე თანამშრომელი სამსახურიდან გაათავისუფლოს.

ახალ კანონპროექტს „ფაშისტურს“ უწოდებს ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის იურისტი გიგა გიორგაძე. ამ საკითხთან დაკავშირებით დღეს ცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა.

„აღნიშნული კანონპროექტი უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციით და საერთაშორისო სამართლით აღიარებულ შრომის უფლებას, რაც ასევე მოიცავს შეღავათების არსებობას ზემოთმოყვანილი პირობების შემთხვევაში. აღნიშნული კანონპროექტის მიღება ქვეყანას აყენებს დემოგრაფიული პრობლემების წინაშე. ადვილად წარმოსადგენია ახალგაზრდა ქალი მუშაკების დამოკიდებულება ბავშვის გაჩენასთან მიმართებაში, როცა მათ ეცოდინებათ, რომ ფეხმძიმობის შემთხვეაში მათ არ შეენეხებათ სამუშაო ადგილი. ეს პირდაპირი დარტყმაა პატარა ქვეყნის სახელმწიფო ინტერესების წინააღმდეგ,“ - აცხადებს გიგა გიორგაძე.

კანონპროექტმა „მემარჯვენე ოპოზიციის“ ერთ ერთი ლიდერის დავით საგანელიძის მკაცრი კრიტიკაც დაიმსახურა. „ახალ კანონპროექტში იმ დაპირებების მისხალიც კი არ არის, რაც ამჟამინდელმა მთავრობამ „ვარდების რევოლუციის“ დროს ხალხს მისცა. ეს პროექტი დამქირავებელსა და მუშაკს შორის მონურ დამოკიდებულებას აკანონებს,“ - აცხადებს საგანელიძე. მისი სიტყვებით, ასეთი კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში განხილვასაც კი არ იმსახურებს.

მაშინ როდესაც, ევროპის ქვეყნებისათვის სამუშაო საათების შემცირება და შვებულების გაზრდა პრიორიტეტს წარმოადგენს, საქართველოში დაქირავებული მუშაკის მიმართ დისკრიმინაციული დამოკიდებულების ლეგალიზება ხდება. უფრო მეტიც, შრომის ახალი კოდექსი საერთაშორისო სამართლის ნორმებს ეწინააღმდეგება და ქალთა უფლებებს არღვევს. და ეს ყველაფერი ხდება მაშინ, როდესაც საქართველო ევროკავშირში ინტეგრაციისათვის იბრძვის.

ეს  მეგრელიშვილის უკვე მეორე “საავტორო” კანონპროექტია (შეგახსენებთ მეგრელიშვილი ავტორია საპენსიო კანონპროექტისა, რომელიც არ ითვალისწინებს პენსიას შრომისა და ნამსახურობის - სტაჟის გათვალისწინებით), რომელიც უხეშად არღვევს მოქალაქეთა სოციალურ უფლებებს.
 
ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მიმართავს  საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტს და ჯანდაცვის მინიტრს მხარი არ დაუჭირონ აღნიშნულ კანონპროექტს და უარი თქვან მის მიღებაზე. ცენტრს  მიაჩნია, რომ მეგრელიშვილი არ შეესაბამება დაკავებულ თანამდებობას; მეტიც ის არ უნდა იყოს სახელმწიფო სამსახურში ადამიანის უფლებათა განზრახ თუ შეუგნებლად უვიცობის გამო. ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი მოითხოვს ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის პასუხიმგებლობის საკითხის დაყენებას.


 

ახალი ამბები