კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილების უკანასკნელი „იმედი“ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა

30 დეკემბერი, 2005

ჩეჩენი ლტოლვილების უკანასკნელი „იმედი“ გისოსებს მიღმა აღმოჩნდა

პანკისის ხეობაში ერთადერთი ჰუმანიტარული ორგანიზაციის დამაარსებელ მაგომედ მახაევს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, წინასწარი სამთვიანი პატიმრობა მიესაჯა. მას ბრალი ტერორისტულ ორგანიზაცია ალ ქაიდასთან თანამშრომლობაში ედება.

28 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ჩეჩნეთიდან დევნილ მახაევს სამ თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება მას ასევე დოკუმენტაციის გაყალბებას,  სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას და 24 000 ლარის მითვისებას  ედავება.

მახაევის მიერ დაარსებული ჰუმანიტარული  ორგანიზაცია „იმედი“ 2003 წლიდან ფუნქციონირებს და იგი პანკისის ხეობაში ჩასახლებულ ჩეჩენ ლტოლვილებს სურსათ-სანოვაგითა და საყოფაცხოვრებო ნივთებით უზრუნველყოფდა. გამოძიების თანახმად, ის დონორი ორგანიზაციები, რომლებიც მას ფინანსურ დახმარებას უწევდნენ აფინანსებენ ასევე იმ ორგანიზაციებსაც, რომლების “ალ ქაიდასთან” შესაძლოა იყვნენ კავშირში. „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ აღმასრულებელი დირექტორის უჩა ნანუაშვილის თქმით, “ბრალდება აბსურდულია, ერთ-ერთი დონორი ორგანიზაცია Muslim Hands-ისა (მასლიმ ჰენდზი) და წითელი ჯვარისა და წითელი ნახევარმთვარის პარტნიორი ორგანიზაციაა. გამოდის, რომ გამოძიება ფაქტიურად ამ ორგანიზაციებს (მათ შორის წითელ ჯვარს) დებს ბრალს ალ ქაიდასთან კავშირში.”

„იმედის“ დონორი ირგანიზაციები „წითელი ჯვარი“, Muslim Helfen და Muslim Hands მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ეწევა ჰუმანიტარულ საქმიანობას, მათ შორის საქართველოშიც.

„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ მახაევის მიმართ აღმკვეთი ღონისძიების სახით არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენებას მოითხოვს და აცხადებს, რომ არავითარი საშიშროება არ არსებობს იმისა, რომ მახაევი გამოძიებას დაემალოს. ადვოკატ დავით მანაგაძის თქმით, “გამოძიება ტენდენციურად მიმდინარეობს, არ ითვალისწინებს არსებულ მტკიცებულებებებს. მახაევისათვის აღმკვეთი ღონისძიების სახით წინასწარი პატიმრობის შეფარდების არავითარი საფუძველი არ არსებობს. უსაფუძვლოა გამოძიების განცხადება, რომ მახაევმა შესაძლოა ქვეყანა დატოვოს, რადგან მას ჩამორთმეული აქვს პასპორტი”.
აღსანიშნავია, რომ საქმეს გენერალური პროკურატურა 2005 წლის ივლისიდან იძიებს. ამ ხნის მანძილზე მაგაევი არც ართხელ არ დამალვია გამოძიებას.

დაკავებულ მოგამედ მახაევს თავდებად ჩეჩენ ტოლვილთა უფლებების დამცველი საკოორდინაციო საბჭო დაუდგა, თუმცა სასამართლომ არც ეს გარემოება გაითვალისწინა. ”ჩვენ შეშფოთებულნი ვართ იმით, რაც პროცესზე მოხდა. ასე შესაძლებელია ტერორისტებთან კავშირში ყველა ჩეჩენის დადანაშაულება. რამდენიმე თვე დასჭირდა გამოძიებას იმისათვის, რომ რაღაც ხელჩასაჭიდი ეპოვა მის დასაკავებლად, თუმცა მათი არგუმენტები სასაცილო იყო”,- აცხადებს საკოორდინაციო საბჭოს წარმომადგენელი.

ყველა ის ჰუმანიტარული ღონისძიება, რომელიც პანკისის ხეობაში ამ ორგანიზაციის ეგიდით მიმდინარეობდა, შეწყვეტილია. 

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები