18:31, Wednesday, 21.10.2020
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

განმუხურის მოსახლეობა წყალს მიაქვს

10.01.2006

განმუხურის მოსახლეობა წყალს მიაქვს

ზუგდიდის რაიონის სოფელ განმუხურში მცხოვრებმა 300 -ზე მეტმა ადამიანმა  აფხაზეთთან დამაკავშირებელი ცენტრალური ხიდი  გადაკეტა და გამაფრთხილებელი აქცია გამართა. აქციის მონაწილეები ადგილობრივი ხელისუფლებისაგან მდინარე ენგურის სანაპირო ზოლზე მცხოვრები 4 ოჯახის დაუყოვნებლივ ევაკუაციასა და სოფლის მოსახლეობის კომპენსაციებით დაკმაყოფილებას ითხოვენ.

მათთან შეხვედრაზე მისული სოფლის საკრებულოს წარმომადგენლები და სოფლის გამგებელი აცხადებენ, რომ სოფლის მწირი ბიუჯეტით ამ პრობლემის გადაჭრაზე საუბარიც ზედმეტია, თუმცა აღნიშნავენ, რომ პრობლემის მოუგვარებლობა სავალალო შედეგით დამთავრდება. აქციის მონაწილეებმა სამსაათიანი აქციის შემდეგ აფხაზეთიდან მომავალი მგზავრების თხოვნით ხიდზე მოძრაობა აღადგინეს, თუმცა განაცხადეს, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციას პერმანენტულ ხასიათს შესძენენ.

ჯონი მიშველია (სოფლის გამგებელი):
“სოფლის იმ ნაწილში, სადაც მდინარეები ჯუმი და ენგური ერთმანეთს უერთდება განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა. ჩვენი სოფლის ბიუჯეტით ნაპირსამაგრი სამუშაოების განხორციელება წარმოუდგენელია. მეტიც, ჩვენ შარშან რაიონის გამგეობას მივმართეთ დახმარებისათვის და მის მიერ გამოყოფილი 2000 ლარი დამცავი არხის გათხრას მოვახმარეთ, თუმცა ძლიერმა ნაკადმა ეს არხიც გაარღვია. მდგომარეობას ენგურჰესის მიერ წარმოებული წყლის ცვალებადობაც ართულებს, რის შედეგადაც განსაკუთრებული აქტიურობით იშლება ნიადაგი“.

სოფლის გამგეობის მიერ გამოყოფილმა კომისიამ სტიქიის მიერ ოჯახებისათვის მიყენებული ზარალი დაიანგარიშა და იგი თითო ოჯახზე 15 000 $ -ის ოდენობით შეაფასა. კომპენსაციის გაცემის დაგვიანების მიზეზად ადგილობრივი გამგეობა ტრანსფერის სიმწირით ხსნის.

სოფელი განმუხური ქართულ- აფხაზურ ადმინისტრაციულ საზღვართანაა განლაგებული და აფხაზეთისკენ ტრანსპორტი ყველაზე აქტიურად სწორედ ამ მიმართულებით მოძრაობს. სოფელში 5 წელია მეწყრის ჩამოწოლა და წყლის მიერ ნიადაგის რღვევა განსაკუთრებული ინტენსივობით გრძელდება. ყველაფერთან ერთად ამის მიზეზი ის არის, რომ  მდინარეების, ენგურისა და ჯუმის გასაყერთან მდებარე ტერიტორიის სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლო 15 წელია არ ჩატარებულა. ამ ხნის მანძილზე მოწოლილმა წყლის ნაკადმა უკვე ჩამოშალა 50 მეტრი ორი ოჯახის საკარმიდამო ნაკვეთი.

მედიკო ახალაიას სახლის საძირკველი მდინარისგან სულ რაღაც 15 მეტრითაა დაშორებული, რის გამოც სახლზე ბზარებია. ავარიულ მდგომარეობაში მყოფი სახლის ჩამონგრევა ყოველწუთასაა მისალოდნელი. მედიკო ახალაია ერთ-ერთი დაზარალებულია: “ინვალიდ შვილს ყოველღამე მეზობელთან ვათევინებ ღამეს, მეწყერი მოულოდნელად რომ ჩამოწვეს, ბავშვის გაყვანას ინვალიდის ეტლით ვერ მოვასწრებ. კომპენსაციას ვითხოვ, შვილს ღია ცის ქვეშ ან მუდმივად მეზობლებთან ხომ ვერ ვაცხოვრებ“.

ანალოგიურ მდგომარეობაშია გამისონიების ოჯახიც. სტიქიამ სამი წლის განმავლობაში უკვე ჩამოშალა მათი თხილნარი: “ჩვენი დარჩენილი სახლ-კარი ოდნავი წვიმის დროსაც კი სრულად იტბორება და სახლი წყლით ივსება. წყლის კალაპოტი თუ არ გამაგრდა მალე ჩვენი მეზობლებიც ჩვენს დღეში აღმოჩნდებიან“.

განმუხურელები ხელისუფლებას დახმარებას თხოვენ, თუმცა გაურკვეველია, რამდენად შეძლებს ეს უკანასკნელი მდინარე ენგურის ტალღების დუმილით დაოკებას, მით უმეტეს, სპეციალისტების დაანგარიშებით, ნაპირსამაგრ სამუშაოებს სულ მცირე 120 000 ლარი (დაახლოებით 65 ათასი აშშ დოლარი) დასჭირდება.

მაია ღუბელაძე ზუგდიდიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

მე აფხაზეთში მელიან
აფხაზეთში ბოლოს ხუთი წლის წინ ვიყავი. მას შემდეგ დღე არ გადის, მასზე არ ვიფიქრო, არ ვინატრო იქაური ცის ყურება, რადგან იქ ცაც კი
ვრცლად...
მორიგების მორიგი შეთავაზება
ძალადობის მსხვერპლი ქალები
არქივი
   

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2020 HRIDC