კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

პატრულის იმიჯს გიორგი მიქიაშვილის ჯანმრთელობა ეწირება

11 იანვარი, 2006

პატრულის იმიჯს გიორგი მიქიაშვილის ჯანმრთელობა ეწირება

პატრულის თანამშრომლებისათვის დაუმორჩილებლობის ბრალდებით გიორგი მიქიაშვილი 30 ოქტომბერს დააკავეს. იგი, მძიმე ფიზიკური მდგომარეობით დღეს ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში იმყოფება.

მიქიაშვილის დაკავების შემდეგ, ადგილზე ღამის 3 საათზე, შინაგან საქმეთა მინისტრი ვანო მერაბიშვილი მივიდა. მინისტრის ინფორმაციით, დაკავებულნი ლოტკინის ბანდის წევრები იყვნენ. რეალურად კი, შემთხვევის ადგილზე, მინისტრს ნაცემი 21 წლის ფეხბურთელი გიორგი მიქიაშვილი და მისი მეგობარი დავით ბარამიძე დახვდა. ის, რომ ისინი სასტიკად ნაცემები იყვნენ, გადაღებული ოპერატიული მასალიდანაც ჩანს. დაკავებიდან 9 დღეში მიქიაშვილი ციხის რესპუბლიკური საავადმყოფოს ფსიქიატრიულ განყოფილებაში გადაიყვანეს.

“ძალიან მძიმე მდგომარეობაში იყო, საიზოლაციო ნაწილში ჩაიყვანეს. პატიმრებმა მითხრეს, რომ 12 ადამიანი აკავებდა ნემსი რომ გაეკეთებინათ. ციხის საავადმყოფოს ექიმი მეუბნებოდა, რომ ძალიან დიდ დოზებს ვაძლევდით, რომ დაეძინაო. გიორგი ახლაც სვამს წამლებს, თუმცა უკვე შედარებით უკეთეს მდგომარეობაშია”, _ ამბობს გიორგი მიქიაშვილის და ქალბატონი ნინო მიქიაშვილი.

29 ოქტომბერს, გვიან ღამით, გიორგი დაბადების დღიდან ბრუნდებოდა. იგი მანქანაში ელოდებოდა მეგობრებს როცა დაინახა, რომ დავით ბარამიძეს და მის მეუღლეს პატრულის თანამშრომლები მიუახლოვდნენ. პატრულს ეჭვი გაუჩნდა, მობილური, რომლითაც  დათო საუბრობდა, მოპარული იყო. როგორც გაირკვა, მობილური ბარამიძის საკუთრება იყო. პატრულსა და ახალგაზრდებს შორის შელაპარაკება მოხდა, რაც მიქიაშვილისა და ბარამიძის დაკავებით დასრულდა. „საინტერესოა ერთი მომენტი - ვინ კითხავდა პატრულს, როდესაც ადამიანი თავის მეუღლესთან ერთად მიდის, ჰკითხოს მას _ ეს მობილური შენია თუ მოპარულიაო - ამის უფლება მათ არ აქვთ. აქედან გამომდინარე, მათი საბრალდებო სკამზე დასმა ჩემი მოღვაწეობის ძირითადი მიმართულებაა“, - ამბობს მიქიაშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი. ჯერ-ჯერობით კი საბრალდებო სკამზე მხოლოდ გიორგი და მისი მეგობარი ზის.

მიქიაშვილის განცხადებით, წინასწარი დაკავების საკანში, მას მრავალჯერადად მიაყენეს ფიზიკური შეურაცყოფა, რამდენჯერმე დაკარგა გონება. ადვოკატმა ზაზა ხატიაშვილმა შუამდგომლობა დააყენა სასამართლო ექსპერტიზის ჩატარების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულს სახეზე ფიზიკური ზემოქმედების კვალი ეტყობოდა, გამოძიებამ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი აცხადებს: “გამოძიება განზრახ მალავს საქმის მასალებს, რათა ვერ მოხერხდეს ალტერნატიული სასამართლო ექსპერტიზის ჩატარება. დრო გაყავთ და გიორგის ძლიერმოქმედი წამლებით მკურნალობენ, რათა ფიზიკური ზეწოლის ნიშნები დამალონ”.

ექიმ-ფსიქიატრის მარიამ ჯიშკარიანის მიერ ჩატარებული სამედიცინო გამოკვლევის შედეგად, მას მძიმე რეაქტიული ფსიქიკური მდგომარეობა, თავის ქალის დაზიანება და ტვინის შერყევა დაუდგინდა.

გამომძიებლის უარი ექსპერტიზის ჩატარების შესახებ სასამართლოში გასაჩივრდა.  მოსამართლეს საქმის განხილვა 24 საათის განმავლობაში ევალებოდა, მიუხედავად ამისა, სასამართლო პროცესი მხოლოდ მას შემდეგ გაიმართა, რაც მიქიაშვილის ოჯახმა მოსამართლე ლევან მურუსიძის დისციპლინარული გადაცდომის შესახებ სარჩელი შეიტანა. სასამართლო ექსპერტიზა კი 3 დღის წინ დაინიშნა.

გიორგის დის ნინო მიქიაშვილის განცხადებით, გამომძიებელი გიორგი გედენიძე მასთან საუბარში აღნიშნავდა, რომ გიორგის ცემა მოხდა ციხეში. “ძალიან უნდათ რომ ისე გააჟღერონ, თითქოს, გიორგის ცემა ციხეში მოხდა. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ გიორგის მიმართ ციხეში არანაირი ცემის ფაქტს ადგილი არ ქონია.
ციხის ჟურნალში აღნიშნულია, რომ გიორგი დაზიანებებით შევიდა იქ. ხელისუფლებას საპატრულო პოლიციის უფლებამოსილების გადაჭარბების და დანაშაულის ჩადენის ფაქტების აღიარება უჭირს. ამით მათ მიერ გავრცელებული “მითები” პატრულზე დაიმსხვრევა და “ვარდების რევოლუციას” საგრძნობი ჩრდილი მიადგება”, - ამბობს ნინო მიქიაშვილი.

იმ შემთხვევაში თუ სამართალი საქართველოში ვერ იპოვა მიქიაშვილის ადვოკატი ზაზა ხატიაშვილი ევროპის ადამიანის უფლებათა სასამართლოში აპირებს სარჩელის შეტანას. თუკი სახელმწიფომ ვერ დაადგინა მიზეზი იმისა, თუ რა ვითარებაში მიიღო მიქიაშვილმა დაზიანებები, ევრო სასამართლო ამ ფაქტს ევროკონვენციის მესამე მუხლის დარღვევად, წამება და არაადამინურ მობყრობად ჩათვლის. ამ შემთხვევაში კი სახელმწიფოს სოლიდური ჯარიმის გადახდა მოუწევს. ეს ქვეყანას იმაზე დიდ ჩრდილს მიაყენებს, ვიდრე პატრულის დანაშაულის აღიარება.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები