კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რატომ დაკნინდნენ კახეთში ადგილობრივი ტელეკომპანიები?

17 იანვარი, 2006

რატომ დაკნინდნენ კახეთში  ადგილობრივი ტელეკომპანიები?

კახეთი მედია საშუალებების ნაკლებობას არ განიცდის, თუმცა ადგილობრივ ტელევიზიებს, რეგიონული პრესისგან განსხვავებით, „დამოუკიდებლობის ხარისხი“ ნამდვილად აკლია. ექსპერტები ამის მიზეზად ტელეკომპანიების არასახარბიელო ფინანსურ მდგომარეობას ასახელებენ. რეალურად, მედიამფლობელთა უმრავლესობას ზედმეტი „თავის ტკივილი“ არ სურს.

კახეთის რეგიონში ხუთი რაიონული ტელევიზია მაუწყებლობს: „თანამგზავრი“-თელავი, „გურჯაანი“-გურჯაანი, „თვალი“-საგარეჯო, ლაგოდეხისა და ახმეტის ტელეკომპანიები.

თელავის ტელევიზიამ, რომლის დაფარვის ზონაც მალე შესაძლოა მთელი კახეთი გახდეს, თელაველებს თუ დავუჯერებთ, ბოლო დროს მოვლენების ოპერატიულად და ობიექტურად გაშუქებით, სახელწოდება როგორც იქნა გაამართლა. ისე, მკითხველმა შეიძლება რეპლიკა ისროლოს: რა, აქამდე არ იყო „თანამგზავრიო“? დაგეთანხმებით, იყო, მაგრამ მანამდე „თანამგზავრი“ მედეა მეზვრიშვილს, ბიძინა სონღულაშვილს (რევოლუციამდელი ადგილობრივი მთავრობა) და სხვებს თანამგზავრობდა. მას შემდეგ კი რაც „თანამგზავრმა“ ეთერში კრიტიკული  სიუჟეტების გაშვება დაიწყო, ტელეკომპანიის დამფუძნებლებსა და ჟურნალისტებს პრობლემები შეექმნათ, რასაც მალევე ტელეკომპანიაში ფინანსური პოლიციის შეჭრაც მოჰყვა. მიუხედავად ამისა „თანამგზავრი“ აღარ დამუნჯდა და ასეთი შემართების გამო მაყურებლის სამართლიანი მხარდაჭერაც მოიპოვა. ყოველკვირეული გადაცემა „დიალოგი“ (პირდაპირი ეთერით) წამყვანი - ჟურნალისტი ნატო მეგუთნიშვილი, უკვე სერიოზული და მისაბაძი პოპულარობით სარგებლობს. ერთადერთი, რასაც თელაველი მაყურებელი ვერ ეგუება „თანამგზავრის“ დამფუძნებელთა შორის არსებული და გაჭიანურებული სასამართლო დავაა.

გადაცემების ნაკლებობას არც 10 წლოვანი ტელეკომპანია „გურჯაანი“ უჩივის, მაგრამ აქ პირდაპირი ეთერი, რომელიც მცირე ხნის წინ ერთობ რეზონანსული გახლდათ, რამდენიმე თვეა აღარ არსებობს. თუ რატომ, ამის ახსნა ტელეკომპანიის საინფორმაციო გამოშვების მაყურებელს ალბათ არ სჭირდება. „გურჯაანის“ ეთერით თითქმის ყოველთვის, „გვმოძღვრავს“ რაიონის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი აკაკი სიხარულიძე.
 
რაც შეეხება ტელეკომპანია „თვალს“, რომლის მფლობელიც თამარ ქურდოვანიძეა, როგორც საგარეჯოში გვითხრეს, ტელევიზიას თვალებზე ბინდი მას შემდეგ გადაეფარა, რაც საგარეჯოელი გია ნაცვლიშვილი ნაციონალთაგან, პროპორციული  სიით საქართველოს პარლამენტის დეპუტატი გახდა. საქმე იმაშია, რომ თამარ ქურდოვანიძე აღნიშნული დეპუტატის დედაა. აქედან გამომდინარე, „თვალიც“ იმ თვალით უყურებს მოვლენებს, რაც ნაცვლიშვილსა და მის ადგილობრივ გარემოცვას აწყობს.
 
რაც მთავარია, საგარეჯოს, გურჯაანის, ახმეტის და ლაგოდეხის ტელევიზიები რაიონულ ბიუჯეტებში გათვალისწინებული, მასმედიის მომსახურეობისათვის გამოყოფილი თანხებით ფინანსდება. აღარ იკითხავთ ალბათ, რატომ „უნდობენ ცოდვებს“ ეს უკანასკნელნი ადგილობრივ ჩინოვნიკებს.


გელა მთივლიშვილი კახეთიდან

ახალი ამბები