კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთის მორიგი თავდასხმის მოლოდინში

2 თებერვალი, 2006

ჩეჩენი ლტოლვილები რუსეთის მორიგი თავდასხმის მოლოდინში

პანკისის მოსახლეობა დახმარებას საერთაშორის ორგანიზაციებს სთხოვს

ეთნიკური ომები - ზოგისათვის ბრძოლა თავისუფლებისათვის, ზოგისათვის სეპარატისტული მოძრაობა. დღეს მსოფლიო დიდი კატაკლიზმების თვითმხილველია. ამ კატაკლიზმების ნეგატიური შედეგიც სახეზეა: ლტოლვილები – ადამიანები, რომელთაც დედამიწაზე ადგილი არ აქვთ.

პანკისის ხეობაში 1999 წელს ჩამოსახლებულ ჩეჩენ ლტოლვილებს სამშობლოში დაბრუნებაზე ოცნება კვლავაც შორეულ პერსპექტივად ესახებათ, რადგან “იქ ომი ჯერ კიდევ არ დამთავრებულა...”

ექვსი წლის მანძილზე მათ საქართველოში საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლა  ყოველდღიურად უწევდათ, ამიტომაც მესამე ქვეყანაში გადასვლა კვლავაც ერთად-ერთ გამოსავლად ეჩვენებათ. “აქ დარჩენა არ გვინდა. ჩვენ აქ არც სიტყვის თავისუფლების, არც შრომის და არც განათლების უფლება გვაქვს. ცხოვრებისათვის საჭირო ელემენტარული პირობებიც კი არ გაგვაჩნია...”- აცხადებენ პანკისის ხეობაში ჩასახლებული ჩეჩენი ლტოლვილები და მესამე ქვეყანაში გასვლას საქართველოში ჩამოსვლის დღიდან ითხოვენ. თუმცა, მათ, ამ ეტაპზე, რუსეთის ელჩის განცხადებები უფრო მეტად აღელვებთ, რომელმაც ამასწინათ განაცხადა, რომ  რუსეთის სამართალდამცავები ფლობენ ინფორმაციას პანკისის ხეობაში ტერორისტთა გარკვეული ჯგუფის ყოფნის შესახებ. „ეს იმას ნიშნავს, რომ თუ ისე არ მოვიქეცით როგორც რუსეთს უნდა, ანუ თუ ჩეჩნეთში არ დავბრუნდებით, სადაც ჯერ კიდევ ომია, საქართველოშიც აგვაწიოკებენ, დაგვბომბამენ და ა.შ“, - შეშფოთებულია ალან იახიაევი, პანკისის ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილი. 
 
„საქართველოში ცხოვრება ძალიან გვიჭირს. საკუთარ თავზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ჩვენს შვილებს აქ მომავალი არ უწერიათ. განსაკუთრებული საფრთხე კი ახლა გველოდება, როცა რუსეთის წარმომადგენლობა საქართველოში ღიად გვემუქრება. ყველაფერს ხომ უნდა ჰქონდეს დასასრული?“- კითხულობს როზა ისუპოვი, რომელიც ხეობაში 1999 წელს ჩამოვიდა და 5 შვილთან ერთად ერთ ოთახში ცხოვრობს, რაც მათთვის საძინებელიცაა, სამზარეულოც, სააბაზანოც და სასტუმროც... ოჯახს თავი “გაეროს” დახმარებებით გააქვს, რაც გულისხმობს ორ თვეში ერთხელ ფქვილით, ლობიოთი და სანიტარული საშუალებებით მომარაგებას, თუმცა მოზარდებს მხოლოდ ლობიო და პური არ ჰყოფნით... კვებისა და ტანსაცმლის გარდა, მშობლებს მოზარდების განათლებაც ადარდებთ. აღსანიშნავია ასევე, რომ იუსუპოვების რვა წლის გოგონას დაბრმავება ემუქრება. უმწეო დედა ვერც ამ სიტუაციიდან პოულობს გამოსავალს: “ძალიან გვინდა მესამე ქვეყანაში წასვლა, მაგრამ იქ ხშირად ლტოლვილების მაგივრად საქართველოს მოქალაქეები მიჰყავთ. ამბობენ, თუ გარკვეულ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებ, ვერსად ვერ წახვალო. მეტი რაღა კრიტერიუმი უნდათ, ჩემს გოგონას ერთ თვალზე მხედველობა მხოლოდ 0, 01% აქვს. ექიმმა მითხრა, რომ მხედველობა ბავშვს უკვე მეორე თვალზეც აკლდება. მაინც არავინ არაფერს გვპირდება...”

ხეობაში მცხოვრები ჩეჩენი ლტოლვილები ჩვენთან საუბარში აღნიშნავენ, რომ შედეგი არც აქციებს და არც შიმშილობას აქვს, რადგან ამ მეთოდებსაც მიმართეს, თუმცა ამაოდ. „დილიდან საღამომდე ქუჩაში ვიდექით და ხელისუფლებას და საერთაშორისო ორგანიზაციებს დახმარებას ვთხოვდით, მაგრამ ტყუილად“,- აცხადებენ ჩეჩენი ლტოლვილები.
 
ჩეჩენი ლტოლვილები დახმარებას საქართველოში მოქმედ საერთაშორისო ორგანიზაციებს სთხოვენ და საქართველოში რუსეთის ელჩისგან, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე განმარტებებს ელიან. მანამდე კი ცდილობენ ყველა ინსტანციის უყურადღებობას და აგრესიას რუსეთის ხელისუფლების მხრიდან კავკასიური შეუპოვრობით დაუპირისპირდნენ.


გელა მთივლიშვილი
ვერიკო კობიაშვილი

ახალი ამბები