კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

დაზარალებულის ოჯახი დამნაშავე რეზერვისტთა დასჯას ითხოვს

3 თებერვალი, 2006

 დაზარალებულის ოჯახი დამნაშავე რეზერვისტთა დასჯას ითხოვს

გორის რაიონის სოფელ ტირძნისში მცხოვრები ალიოშა ბუჟღულაშვილი თითქმის ერთი წელია ითხოვს იმ რეზერვისტების დასჯას, რომლებმაც მთვრალ მდგომარეობაში ყოფნისას ოსიაურის ბანაკიდან ტექნიკა გაიყვანეს და სისხლიანი ავტოავარია მოახდინეს. ავტოავარია ოსიაური-ხაშურის მონაკვეთზე მოხდა, რა დროსაც დაიღუპა ორი ადამიანი. დღემდე სამართალდამცავები იძიებენ ავტოავარიის მიზეზებს. დაზარალებულები აცხადებენ, რომ სამხედრო ტექნიკაზე მთვრალი რეზერვისტები ისხდნენ.

ალიოშა ბუჟღულაშვილის ოჯახი სოფელ ტირძნისში ცხინვალიდან დევნილობის შემდეგ ჩასახლდა, ტრაგედია კი 2005 წლის 17 მაისს დატრიალდა: “ვინაიდან ძალიან გვიჭირდა, ახლობელმა მოგვყიდა ავტომანქანა „გაზელი“, რომლის თანხა ნაწილ-ნაწილ უნდა გადაგვეხადა. მძღოლად გვყავდა ჩვენივე ნათესავი ჭიჭიკო ბერაძე. შარშან 17 მაისს, ჩემი მეუღლე რიტა არსოევა ბრუნდებოდა „გაზელით“ სახლში. ხაშურს რომ გამოსცდნენ, მათ სავალ გზაზე გადმოიჭრა „კამაზის“ მარკის ავტომობილი. „გაზელი“ შეეცადა არიდებოდა მისკენ მომავალ „კამაზს“ და გზის სავალი ნაწილიდან გადასვლას შეეცადა, თუმცა ვერ მოასწრო. რეზერვისტების “კამაზი” შეეჯახა იმ „გაზელს“, სადაც ჩემი მეუღლე და ნათესავი ისხდნენ. ორივე გარდაიცვალა“,- აცხადებს ალიოშა ბუჟღულაშვილი.

როგორც დაზარალებულის ოჯახისთვის იმავე საღამოს გახდა ცნობილი, „კამაზს“ მართავდა მალხაზ სხილაძე და გვერდით უჯდა ვინმე ივერი გულედანი, ხოლო მანქანა ეკუთვნოდა ეროვნული გვარდიის რეზერვისტთა მომზადებისა და უზრუნველყოფის ბაზას. მისივე ინფორმაციით, ისინი მთვრალ მდგომარეობაში იყვნენ და შეჯახების შემდეგ მიიმალნენ. საქმეში კი, რომელიც გამომძიებელმა დაზარალებულის ოჯახს აჩვენა, 1 ივლისს არის 17 მაისით დათარიღებული ნარკოლოგიური შემოწმების ოქმი გულედანზე, თითქოს იგი იყო ფხიზელ მდგომარეობაში. თუმცა, ბუჟღულაშვილი ამას სიცრუეს უწოდებს.

მასალებით ირკვევა, რომ „კამაზი“, რომელიც დაეჯახა „გაზელს“ იყო მიმაგრებული კაპრალ ო. სებისკვერაძეზე, რომელიც დაკითხვის დროს აცხადებდა, რომ მანქანა იყო გამართულ მდგომარეობაში. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რა დროს და რა ვითარებაში გაიყვანეს ბაზიდან სხილაძემ და გულედანმა სამხედრო ტექნიკა. დაზარალებული ალიოშა ბუჟღულაშვილი თვლის, რომ დღემდე არავითარი რეაგირება არ მომხდარა, რათა დამნაშავეები დასჯილიყვნენ.

საპატრულო პოლიციის შიდა ქართლის სამმართველოს გამომძიებელმა გიორგი
მაზმიშვილმა 2005 წლის 31 მაისის დადგენილებით, მიმართა სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს. ექსპერტმა თეთრაძემ გამომძიებლის მიერ დასმულ კითხვებზე, როგორც დაზარალებულის ადვოკატი მანანა იველაშვილი აცხადებს, არაობიექტური და ორაზროვანი პასუხები გასცა.

მანანა იველაშვილი: (ადვოკატი) – „პირველმა ექსპერტმა თავის დასკვნაში არ გაამტყუნა „კამაზის“ მძღოლი მალხაზ სხილაძე. ექსპერტიზამ „კამაზის“ მართვის მოწყობილობის გამართულობაში ეჭვი შეიტანა. კერძოდ, მითითებული იყო, რომ ვითომ „კამაზი“ ტექნიკურად გაუმართავი იყო, რის გამოც მღოლმა საჭის მართებულად მართვა ვერ უზრუნველყოო, თუმცა შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას შედგენილი ნახაზებიდან კარგად ჩანს, რომ სამხედრო მანქანა გადავიდა თავის სავალი ნაწილიდან საპირისპირო მოძრაობის ზოლზე. საპირისპირო მოძრაობის ზოლზე მოძრავი „გაზელის“ მძღოლი შეეცადა თავიდან აერიდებინა „კამაზთან“ შეჯახება, თუმცა ვერ მოასწრო, რადგან სამხედრო „კამაზს“ სვლა არ შეუჩერებია და შემხვედრ „გაზელს“ პირდაპირ შეეჯახა, მიუხედავა იმისა, რომ „გაზელის“ მძღოლი ცდილობდა საერთოდ გზიდან გადასვლას.“

განმეორებითი ექსპერტიზა საპატრულო პოლიციის გამომძიებელმა გიორგი მაზმიშვილმა 2005 წლის 31 ოქტომბერს მოითხოვა. რამდენიმე თვიანი ლოდინის შემდეგ, განმეორებითი ექსპერტიზა 2005 წლის 6 დეკემბერს ჩაატარა მურად ხოჭანაშვილმა. განმეორებითმა ექსპერტიზამ კი ყირამალა დააყენა წინა ექსპერტიზის
დასკვნაში მითითებული ფაქტები. მეორე ექსპერტი კატეგორიულად გამორიცხავს
სამხედრო ტექნიკის გაუმართაობას. დასკვნაში წერია: „......ავტომობილი „კამაზ -
4310“-ის საჭის მექანიზმი საგზაო სატრანსპორტო შემთხვევის წინ ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში იყო და, შესაბამისად, შეჯახებამდე მოძრაობის მიმართულების მარცხნივ შეცვლა არ იყო გამოწვეული საჭის მექანიზმის ტექნიკური
გაუმართაობით.“ ხოლო სამხედრო მანქანის მძღოლი მალხაზ სხილაძე თავის ჩვენებაში
ამბობს, რომ ავარია „კამაზის“ ტექნიკური გაუმართაობის ბრალი იყო.

გარდაცვლილი რიტა არსოევას მეუღლე ალიოშა ბუჟღულაშვილი ითხოვს დაისაჯოს ყველა ის პიროვნება, რომელთა დაუდევრობის შედეგად მის ოჯახს ასეთი დიდი ტრაგედია მიადგა.

   საბა წიწიკაშვილი გორიდან

ახალი ამბები