კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

არასამთავრობოები პარლამენტს კანონპროექტის გაყალბებაში დებენ ბრალს

7 თებერვალი, 2006

არასამთავრობოები პარლამენტს კანონპროექტის გაყალბებაში დებენ ბრალს

„კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ და „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ პარლამენტს კანონპროექტის გაყალბებაში დებს ბრალს და გენერალურ პროკურატურას საქმის გამოძიებას თხოვს.

25 ნოემბერს საქართველოს პარლამენტმა მესამე მოსმენით კენჭი უყარა კანონს „საქართველოს საერთო სასამართლოების მოსამართლეთა დისციპლინარული  პასუხისმგებლობისა და დისციპლინური სამართალწარმოების შესახებ“, რომლითაც მნიშვნელოვნად გაფართოვდა მოსამართლეთა უფლებები დისციპლინური სამართალწარმოების პროცესში.

„კანონპროექტი ამბობს, რომ იგი უნდა შევიდეს ძალაში გამოქვეყნებისთანავე, ხოლო საბოლოო ვერსია რაზეც პრეზიდენტმა მოაწერა ხელი ძალაში ამა წლის 15 მარტს შედის. ფაქტია, და ჩვენ ამასთან დაკავშირებით გვაქვს საქართველოს პარლამენტიდან მიღებული ცნობა, რომ ეს ორი ვერსია ერთმანეთისაგან რეალურად განსხვავდება, რაც ნიშნავს იმას, რომ საქართველოს კანონი იქნა გაყალბებული“, -აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა დოლიძე.

არასამთავრობო ორგანიზაციათა განმარტებით, კანონპროექტი მნიშვნელოვნად აუმჯობესებს მოსამართლეთა უფლებებს. უქმდება სადისციპლინო საბჭო და მოსამართლეებს უფლებამოსილება ეძლევათ, უზენაესი სასამართლოს ახლად შექმნილ სადისციპლინო პალატაში გაასაჩივრონ საქმე, სადაც საქმის განხილვა მოხდება არა შეზღუდული პროცედურით, არა კასაციის წესით, არამედ არსებითად.

„პასუხი იმაზე თუ  რატომ გადაიწია ამ კანონის ამოქმედებამ 2006 წლის 15 მარტამდე, არის ძალიან მარტივი და უტყუარი. ეს საკითხი უშუალოდ უკავშირდება ე.წ. „დევნილი მოსამართლეების“ საქმეთა განხილვას, რომელიც ამჟამადაც მიმდინარეობს. კანონპროექტში შეტანილი ცვლილებით, მათი მდგომარეობა გაცილებით უმჯობესდებოდა. საქმის არსებითად განხილვა, მათ მისცემდა სამართლიანი სასამართლო უფლების სრულყოფილად რეალიზების საშუალებას. ახლა პრაქტიკულად მოხდა ის, რომ ისევ სადისციპლინო საბჭო იხილავს ამას, ხოლო გასაჩივრების შემთხვევაში, მას განიხილავს მხოლოდ უზენაესი სასამართლოს სადისციპლინო კოლეგია, კასაციის წესით“, - ამბობს „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ თავმჯდომარე მანანა კობახიძე.

კანონში ცვლილებების შეტანა საქართველოს პარლამენტმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც აღნიშნულმა არასამთავრობო ორგანიზაციამ  საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა, რომლითაც იმ მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვდა, რომლის თანახმადაც სადისციპლინო საბჭოს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხოლოდ კასაციის წესით. მათი განცხადებით, აღნიშნული მუხლები უხეშად არღვევდა კონსტიტუციის 42-ე მუხლით და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გარანტირებულ სამართლიანი სასამართლოს უფლებას.

არასამთავრობოთა განმარტებით, კანონპროექტის გადავადება მიზნად ისახავს ყველა არასასურველი მოსამართლის საქმის დასრულებას ახალი, ლიბერალური სადისციპლინო პროცედურების გარეშე.

ანა ჩხაიძე

ახალი ამბები