კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ადამიანთა ტრეფიკინგის უარყოფითი შედეგები საქართველოზე

7 მარტი, 2006

ადამიანთა ტრეფიკინგის უარყოფითი შედეგები საქართველოზე

მოლი კორსო 3/03/06

თებერვლის 22 და 23 რიცხვში, თბილისში, ევრო საბჭოს მიერ ორგანიზირებულ კონფერენციაზე აღინიშნა, რომ უმუშევრობა და უკიდურესი გაჭირვება ქართველებს ტრეფიკინგის ქსელში ჩართვას აიძულებს. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ხელისუფლება ამტკიცებს, რომ  ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლას აძლიერებს,  ტრეფიკინგის მსხვერპლები საპირისპიროზე მიუთითებენ.

მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (IOM)  მონაცემების მიხედვით, ყოველწლიურად ტრეფიკინგის მსხვერპლი 500 ქართველი ქალი ხდება.  არასამთავრობო ორგანიზაცია  "ადამიანთა ჰარმონიული განვითარება",  რომელმაც ხელისუფლებასთან ერთად შეიმუშავა ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის სამოქმედო გეგმა, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ძირითადად მიმღებ ქვეყნად თურქეთი გვევლინება. მათი მონაცემებით, 800 - 1.200 ადამიანთაგან  75% ახანგრძლივებს ერთთვიან ვიზას და ამ ადამიანთა ნაწილი (დაახლოებით 300 - 450 ადამიანი) ხდება ტრეფიკინგის მსხვერპლი.  თუმცა მარკ ჰალსტი, მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ანტი ტერორისტული პროგრამის ოფიცერი შენიშნავს, რომ ტრაფიკინგის მსხვერპლის ზუსტი რიცხვის დადგენა შეუძლებელია.

მაღალი უმუშევრობა და უკიდურესი გაჭირვება აიძულებს ხალხს სამუშაო ადგილები ეძიონ საზღვარგარეთ და სწორედ ამ გზით ხდებიან ტრეფიკინგის მსხვერპლი, რომელთა უმრავლესობას შეადგენენ ახალგაზრდა ქალები ( 18-დან 35-წლამდე)  ღარიბი ოჯახებიდან.

გენერალური პროკურატურის  ადამიანთა უფლებების  განყოფილების უფროსი თამარ თომაშვილი აცხადებს, რომ მიმდინარეობს რამოდენიმე საქმის გამოძიება, თუმცა გამოძიებას აფერხებს ის ფაქტი, რომ თურქეთის პოლიცია მრავალი მოთხოვნის მიუხედავად აყოვნებს ან სულაც არ იძლევა მოთხოვნილ ინფორმაციას.
თუმცა, ექსპერტები საქართველოს ოფიციოზს უმოქმედობაში ადანაშაულებენ. ახალგაზრდა იურისტთა წარმომადგენელი ხათუნა ჩიტავა აცხადებს :“ჩვენ ვერ ვიტყვით რომ პოლიცია არ მუშაობს, მაგრამ ისინი უფრო უნდა გააქტიურდნენ ტრეფიკიორებთან ბრძოლაში. არსებობენ ტრეფიკინგში ეჭვმიტანილნი, თუმცა გამოძიება მათი გამოვლენისათვის აქტიურად არ მუშაობს“.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ხშირ შემთხვევაში პოლიციასთან ურთიერთობას თავს არიდებს თავად ტრეფიკინგის მსხვერპლიც.

უჩა ნანუაშვილი, ადამინის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის ხელმძღვანელი, შენიშნავს:“ მსხვერპლი არ მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, ვინაიდან მათ არ აქვთ გარანტია, რომ მათი საქმე გამოძიებულ იქნება და მათ დახმარებას გაუწევენ“. უჩა ნანუაშვილი არ გამორიცხავს იმ ფაქტსაც, რომ ხშირ შემთხვევაში თავად სამართალდამცავებიც არიან ჩართულნი ტრეფიკინგის ოპერაციებში. აღნიშნული ფაქტი დადასტურდა  საქართველოს სახალხო დამცველისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის ერთობლივად წარმოებული საქმითაც,  როდესაც პოლიციელი აღმოჩნდა თანამონაწილე ყირგიზი მოქალაქის გაუჩინარებაში.  შესაბამისად, მსხვერპლმა შემდგომში აღარ ისურვა პოლიციასთან თანამშრომლობა.

ახალი ამბები