კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ექსტრადაციის შემთხვევაში დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

6 აპრილი, 2006

ექსტრადაციის შემთხვევაში დაკავებულს სამუდამო პატიმრობა ემუქრება

აზერბაიჯანის პროკურატურა საქართველოში დაკავებული აზებაიჯანელი აზერ რამიზ ოღლი სამედოვს ექსტრადირებას ითხოვს. ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები კი დაკავებულის აზერბაიჯანული მხარისთვის გადაცემას აპროტესტებენ, რადგან მას იქ პოლიტიკური პატიმრობა ემუქრება. არასამთავრობოები და იურისტები ხელისუფლებას ადამიანის უფლებათა დაცვის კონვენციას ახსენებენ, რომლის მიხედვითაც, პატიმრის ექსტრადირება, თუ კი ამით მის სიცოცხლეს საფრთხე ექმნება, აკრძალულია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის ანტიტერორისტული განყოფილების თანამშრომლებმა, აზერბაიჯანის პროკურატურის თხოვნით, გაერთიანება „ისლამ იტიხანისა“ და „სინდისისა და რწემნის თავისუფლების  დაცვის კავკასიის ცენტრის“ (DEVAMM) წარმომადგენელი აზერ რამიზ ოღლი სამედოვი 2006 წლის 31 მარტს დააკავეს. 2 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 3 თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. აზერბაიჯანის პროკურატურა მას ბრალს სდებს აზერბაიჯანის სისხლის სამართლის კოდექსის 220-ე და 315-ე მუხლით, რაც მასობრივი არეულობის შეტანას გულისხმობს. კერძოდ, მას ადანაშაულებენ 2003 წლის 15-16 ოქტომბრის აზერბაიჯანის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მასობრივი არეულობის ორგანიზებაში. მასთან ერთად დააკავეს „DEVAMM ცენტრის“ კიდევ ერთი წარმომადგენელი ელდჯან ჰუსეინოვი. მაგრამ 4 საათის შემდეგ ის გაათავისუფლეს, რადგან დანაშაულში მონაწილეობა არ დაუმტკიცდა.

„DEVAMM“-მა მისი დაკავების შესახებ ინფორმაცია „კავკასიის ინსტიტუტისგან“ მიიღო. „DEVAMM“-ის წარმომადგენელი და „რელიგიის თავისუფლების საერთაშორისო ორგანიზაციის“ გენერალური მდივანი  ელგარ იბრაგიმ ოღლუ დაკავებას არაკანონიერს და ადამიანის უფლებების დარღვევას უწოდებს: „აზირ რამიზ ოღლუს არ მიუღია მონაწილეობა 2003 წლის 15-16 ოქტომბრის შეკრებაზე. ის ატარებდა მონიტორინგს ადამიანის უფლებების დარღვევებზე არჩევნების პერიოდში. მის დაკავებას ჩვენ ვაფასებთ, როგორც თავისუფალი აზრისა და უფლებების დაცვის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას.“

ილგარ იბრაგიმოგლუმ მოუწოდა საქართველოს მთავრობას, სასაწრაფოდ გაათავისუფლოს პატიმარი და შეწყვიტონ მის წინააღმდეგ უფლებების დარღვევა, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული კონვენციით. მან ასევე მიმართა ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებს.

სამედოვის დაკავებას „კავკასიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ემილ ადელხანოვიც გამოეხმაურა. როგორც მან „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრთან“ საუბრისას აღნიშნა, „საქართველოს პოლიციას მისი დაკავება აზერბაიჯანულმა პროკურატურამ სთხოვა. მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ის საქართველოში იმყოფებოდა. ერთადერთი რაც ვიცი ის არის, რომ მისი მგობრების თქმით, აზერბაიჯანის პროკურატურას მისი დანაშაულში მონაწილეობის ფაქტები და მტკიცებულებები არ გააჩნია. თუ ჩვენ პროტესტი არ გამოვხატეთ, ქართული მხარე მას სასწრაფოდ გადააგზავნის აზერბაიჯანში. იქ კი პოლიტიკური პატიმრობა ემუქრება. ეს ადამიანის უფლებების დარღვევაა და ვაპროტესტებთ. საქართველომ კი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო კონვენციას მოაწერა ხელი, რომლის მიხედვითაც, სამედოვის მსგავს პატიმრებს ექსტრადაცია არ უნდა შეეხოს.“

სამედოვის ექსტრადაციას ადამიანის უფლების დარღვევად აფასებს „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ იურისტი  დათო მანაგაძეც. ის აცხადებს, რომ „იმ შემთხვევაში, თუ იმ ქვეყანაში, რომელიც გადაცემას ითხოვს, პიროვნებას სიკვდილით დასჯა ემუქრება ანდა იდევნება პოლიტიკური თუ  რელიგიური მოსაზრებების გამო, ექსტრადირება არ უნდა მოხდეს. თუ დანაშაული ჩადენილია საქართველოს ტერიტირიაზე, ის აქ უნდა გაასამართლონ, ხოლო თუ დანაშაული ჩადენილია აზერბაიჯანში, ამ შემთხვევაშიც, ჩვენი კანონმდებლობოთ, უნდა მოხდეს მისი გასამართლება. ადამიანის უფლებათა დაცვის ებროპული კონვენცია პირდაპირ ამბობს, რომ ადამიანის გადაცემა არ შეიძლება, თუ ის იდევნება მისი შეხედულებებისა და გასხვავებული აზრის გამო.“

თბილისში იმყოფებიან დაკავებული სამედოვის ნათესავებიც, რომლებიც პატიმრის გათავისუფლებას ითხოვენ. ისინი შსს-სთან შეიკრიბნენ. მაგრამ შენობაში შესვლა და ვინმესთან შეხვედრა ვერ მოახერხეს. როგორც მათ ჩვენთან საუბრისას აღნიშნეს, აზერ სამედოვი პოლიტიკური პატიმარია და თუ მას აზერბაიჯანულ მხარეს გადასცემენ, სამუდამო პატიმრობა ემუქრება. მათივე თქმით, სამედოვს საპროტესტო გამოსვლებში მონაწილეობა არ მიუღია.

ამ ფაქტთან დაკავშირებით პროკურატურა და შსს კომენტარებს არ აკეთებენ. მხოლოდ იმას ამბობენ, რომ ისინი კანონიერ გადაწყვეტილებას მიიღებენ.

ეკა გულუა

ახალი ამბები