კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

83 წლის პენსიონერი პარლამენტთან თვითმკვლელობით იმუქრება

18 აპრილი, 2006

83 წლის პენსიონერი პარლამენტთან თვითმკვლელობით იმუქრება

ქარელის რაიონ სოფელ რუისში მცხოვრები ქრისტინე ღვინიაშვილი თბილისში თითქმის ყოველ დღე იმიტომ ჩამოდის, რომ კუთვნილ პენსიას არ აძლევენ. მას იმედი აქვს, რომ პარლამენტის შენობის წინ დგომოთ და ტირილით ვინმე ყურადღებას მიაქცევს და პენსიის აღებაში დაეხმარება. მაგრამ 83 წლის პირველი ჯგუფის ინვალიდს პასუხსაც კი არავინ სცემს.

ერთადერთი,  ვინც  მოხუცის ყურადღება მიიქცია,  „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის“ ჟურნალისტი აღმოჩნდა. ქალბატონ მარიამს პარლამენტის შესასვლელში შევხვდით. მას ხელში ჯოხი ეკავა, სულმოუთქმელად ტიროდა და სიმწარისგან ჯოხს ძირს ურტყამდა. ყველა გამვლელს დახმარებას სთხოვდა, თუმცა, ამაოდ. დეპუტატები მას ისე აუვლიდნენ და  ჩაუვლიდნენ, არც კი უყურებდნენ. ქალბატონმა საკუთარი პრობლემა შემოგვჩივლა და ცრემლიანი თვალებით დახმარება გვთხოვა.

ქრისტინე ღვინიაშვილი: „1937 წელს მამა დამიხვრიტეს. 2000 წლიდან მამის პენსია მეკუთვნის, რომელსაც არ მაძლევენ. ხან რა საბუთი მომთხოვეს, ხანაც - რა. ყველაფერი მივუტანე, მაგრამ მაინც მაწვალებენ და პენსიას არ მაძლევენ. როგორც გაირკვა ტყუილად მიმატანინეს ამდენი საბუთები არაფერი საჭირო არ ყოფილა. სამართალი არ არსებობს, ხალხნო? ეს მთავრობა რისთვის გვყავს? თვეებია დავდივარ ხან ქარელის რაიონის სასამართლოში, ხან პარლამენტში, ხან რაიონის გამგეობაში და ყურადღებას არავინ მაქცევს. პირველი ჯგუფის ინვალიდს ამდენს რატომ მაწვალებენ? ყოველდღე  თბილისში ჩამოსვლა სად შემიძლია. თან აქაც არაფერში მეხმარებიან. ჩემ კუთვნილ პენსიას ვითხოვ სხვისას ხომ არა. მათხოვრობა ყველას ხომ არ შეუძლია. ერთადერთი ისღა დამრჩა, რომ აქვე თავს დავიწვავ“.

ქალბატონ ქრისტინეს თან ჰქონდა ყველა საჭირო საბუთი, რომელიც ადასტურებდა, რომ მას მამის პენსია მართლაც ეკუთვნოდა. ერთ-ერთი კი სასამართლოს გადაწყვეტილება იყო. გადაწყვეტილება იუწყებოდა, რომ მამამისი, არჩილ დიმიტრის ძე წოწოლაშვილი კონტრრევულუციური საქმიანობის ბრალდებით დააპატიმრეს და მიუსაჯეს სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა. აქედან გამომდინარე, ქარელის რაიონულმა სასამართლომ დააკმაყოფილა სარჩელი ქალბატონ ქრისტინაზე პენსიის გაცემის შესახებ. გადაწყვეტილება ნომრით 3/29, გამოტანილია 2005 წლის 7 თებერვალს.

საქართველოს კანონმდებლობას თუ გადავხედავთ, ის ზუსტად განსაზღვრავს, აღნიშნულ საკითხს. კანონით, „საქართველოს მოქალაქეთა პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლად გამოცხადებისა და რეპრესირებულთა სოციალური დაცვის შესახებ“, რომელიც ძალაში შევიდა 1998 წლის 1 თებერვალს, ამბობს, რომ პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლად აღიარებული პირი, რომელიც პოლიტიკური რეპრესიის შედეგად  იმყოფებოდა თავისუფლების აღკვეთის ადგილებში, მათი გარდაცვალების შემთხვევაში, მათი ოჯახის წევრები სარგებლობენ სხვადასხვა შეღავათებით. მათ შორის ერთ-ერთი არის ყოველთვიური პენსია. იქვე ნათქვამია, რომ ფინანსური უზრუნველყოფა ხდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან (მე-3-ე  თავის მე-12-ე მუხლი).
„ადამიანის უფლებათა ცენტრი“ ქარელის რაიონის მაჟორიტარ დეპუტატ ბადრი ნანეტაშვილს და გორის რაიონის დეპუტატ თეო ტლაშაძესაც დაუკავშირდა. მათ აღნიშნული ქალბატონის მონაცემები ჩაინიშნეს და დახმარებას დაგვპირდნენ. თუმცა, სამწუხაროდ, ქალბატონი ქრისტინე ერთადერთი გამონაკლისი არ არის. მისნაირები საკმაოდ ბევრნი არიან, რომელნიც სამართალს ვერსად პოულობენ.

ეკა გულუა 

ახალი ამბები