20:38, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ალტერნატიული ანგარიში გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს

03.05.2006
ალტერნატიული ანგარიში გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტს



დღეს, ჟენევაში, გაეროს წამების საწინააღმდეგო კომიტეტი საქართველოში წამებისა და არაჰუმანური მოპყრობის შესახებ  2005 წლის ანგარიშს მოისმენს. ანგარიში მომზადებულია "ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრის", "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის", "საქართველოს საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და მედიცინის განვითარების ფონდისა" და "წამების საწინააღმდეგო მსოფლიო ორგანიზაციის მიერ".

ედუარდ შევარდნაძის 12 წლიანი მმართველობა 2003 წლის ნოემბერში „ვარდების რევოლუციით“ დასრულდა. ქვემოთ მოყვანილ ანგარიშში, საკანონმდებლო და კონსტიტუციური ცვლილებებს, რომელმაც შესაძლებელია ძალაუფლების რესპუბლიკური სტილის ბალანსი შეარყიოს, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა. კონსტიტუციური ცვლილებები აძლიერებს აღმასრულებელ მთავრობას საკანონმდებლო და სასამართლო ნაწილის ხარჯზე.

2004 წლის 6 თებერვალს  პარლამენტის მიერ  შეიტანილ იქნა ცვლილებები, რომელიც  ზრდის პრეზიდენტის ძალაუფლებას და აძლევს მას პარლამენტის დათხოვის უფლებამოსილებას. აგრეთვე, შეტანილ იქნა ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტს მოსამართლეების დანიშვნისა და გათავისუფლების უფლებას ანიჭებს. ეს კი თავის მხრივ გაზრდის სასამართლოზე პრეზიდენტის გავლენას და შეზღუდავს სასამართლოს დამოუკიდებლობას.  კონსტიტუციური ცვლილებები იმდენად სწრაფად იქნა შეტანილი, რომ  შეთავაზებული ცვლილებები არც დაბეჭდილა და არც საჯაროდ განხილულა.

სამწუხაროდ, ანტიდემოკრატიული ტენდენციები არ შეწყვეტილა 2005 წელს და კვლავ არსებობს სახელმწიფოში. რამოდენიმე სფეროში შეიმჩნევა გარკვეული უკუსვლაც. თანდათანობით, საქართველო ხდება პოლიციური სახელმწიფო.

სიტყვის თავისუფლება  არის ის სფერო, რომელიც ყველაზე სერიოზულ უკუსვლას განიცდის. ჟურნალისტთა უფლებები დღეს ყოველდღიურად ირღვევა: ჟურნალისტების უკანონო დაკავება, ცემა, თავდასხმა, ცილისწამება, ზეწოლა გახდა ყოველდღიური მოვლენა. ათობით ჟურნალისტი გახდა ზეწოლის მსხვერპლი.

სხვა სფეროებშიც ვლინდება არსებული პრობლემები. სასამართლო საბოოლოდ გახდა მთავრობის „დანამატად“. იზრდება ზეწოლა თავისუფალ მოსამართლეებზე, მათზე ვინც ბედავს ღიად ისაუბროს არსებულ სიტუაციაზე.

სამართალდამცავთა დაუსჯელობა ჯერ კიდევ ფართოდაა გავრცელებული და ამის აღსაკვეთად არ გადადგმულა სერიოზული ნაბიჯები. დაკავებულთა წამება და ცუდი მოპყრობა კვლავ  გადაუჭრელი პრობლემად რჩება. კონსტიტუციით უზრუნველყოფილი შეკრებისა და აზრის გამოხატვის უფლება, ხშირად ილახება. მშვიდობიანი აქცია და დემონსტრაცია არაერთხელ იქნა დარბეული, ხოლო მონაწილეები კი დაკავებულნი. 

სოციალური და  ეკონომიკური უფლებების შელახვამ, როგორიცაა მასიური გათავისუფლებები,  სისტემური ხასიათი მიიღო. სამოქალაქო ორგანიზაციები არის უგულველყოფილი, ხოლო დამოუკიდებელი არასამთავრობო ორგანიზაციიები სრულიად  იგნორირებულნი. ხშირ შემთვევაში მაღალი რანგის ჩინოსნებისაგან მიმდინარეობს მათზე სხვადასხვა სახის ზეწოლა.

ჩეჩენი ლტოლვილები კი ეწირებიან პრო-რუსულ პოლიტიკას მათზე არსებული უარყოფითი სტერეოტიპის არსებობის გამო.  ექსტრადირების საკითხი, რომელსაც გარკვეულ შემთხვევებში შეიძლება „გატაცებაც“ ეწოდოს, ყველაზე მწვავე და მტკივნეული საკითხია ჩეჩნებისათვის.

ჩეჩენთა უფლებები პანკისის ხეობაში არაადეკვატურადაა დაცული ქართული ხელისუფლების მიერ. „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი“ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას შეასრულოს აღებული ვალდებულებები და არ დართოს ნება ჩეჩენი ლტოლვილების ექსტრადირებაზე რუსეთში, იქ სადაც მათი უფლებები უშუალოდ ილახება. 

წამება

პატიმართა წამება წინასწარი დაკავების დაწესებულებებში კვლავ გადაუჭრელ პრობლემად რჩება. უნდა აღინიშნოს, რომ რევოლუციის შემდეგ ორი ადამიანი წამებით გარდაიცვალა. მოხსენება ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ წამება სამართალდამცავთა შორის პატიმართან ურთიერთობის ფართოდ გავრცელებილი მეთოდია. 

ხშირად სამართალდამცავები აკავებენ ადამიანებს ყოველგვარი დოკუმენატაციის გარეშე, კანონის დარღვევისა  და შემდგომი პროცედურული დარღვევების გზით.

უდანაშაულობის პრეზუმცია  და მაღალჩინოსანთა განცხადებები

პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისა და სხვა მაღალ ჩინოსანთა განცხადებები სამართალდამცავებს  საშუალებას აძლევს ძალა გადაჭარბებულად გამოიყენონ.

მკვლელობები  „სპეცოპერაციის“  სახელით

ვარდების რევოლუციის შემდეგ მთავრობამ უმთავრეს პრიორიტეტად დანაშაულთან ბრძოლა დაასახელა. შესაბამისად, პენიტენციალურ სისტემაში გატარდა  სიღრმისეული რეფორმა.
 
სამართადამცავთა მიერ ჩატარებული სპეცოპერაციების დროს გამოჩენილი  გადაჭარბებული სიმკაცრის შედეგად დამნაშავის დაკავების ნაცვლად, უმეტეს შემთხვევაში სპეცოპერაცია მისი ლიკვიდაციით სრულდება.  

იხილეთ ანგარიშის სრული ვერსია:


"ადამიანის უფლებათა საინფორმაციო და სადოკუმენტაციო ცენტრი" ჟენევაში ასევე წარადგენს ანგარიშს "საქართველოში მცხოვრები ჩეჩენი მოქალაქეების შესახებ", რომელიც მომზადებულია ცენტრის მიერ.

ანგარიში შეგიძლიათ იხილოთ აქ:


Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC