კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

რევაზ ცალანს პოლიციელებმა გულის ფიცარი ჩაუმტვრიეს

4 მაისი, 2006

რევაზ ცალანს პოლიციელებმა გულის ფიცარი ჩაუმტვრიეს

ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემა „დროებაში“ გასული სიუჟეტის შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს პასუხისგება მოუწევთ. საქმე ეხება 2005 წლის 10 აგვისტოს მომხდარ ინციდენტს, როცა შსს-ს წარმომადგენლებმა მესტიაში მცხოვრები რევაზ ცალანი სასიკვდილოდ სცემეს და დაახეიბრეს. პარლამენტი, პროკურატურა და მთავრობის სხვა პირები აღნიშნული ისტორიით მხოლოდ მას შემდეგ დაინტერესდნენ, რაც ამბავი  ტელევიზიამ გააშუქა.

ისტორია ასეთია: 2005 წლის აგვისტoს თვეში საქართველოს უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშენკო სტუმრობდა. საქართველოს პრეზიდენტმა ის სვანეთის დასათვალიერებლად მესტიაში წაიყვანა.  შესაბამისად იქ დიდი რაოდენობით პოლიციელები და სპეცრაზმელები ჩაიყვანეს. ღონისძიების დამთავრების შემდეგ კი სტუმრები თბილისში დაბრუნდნენ. პოლიციელთა ნაწილი კი სვანეთში დარჩა. ინციდენტი პრეზიდენტების გაცილების  შემდეგ მოხდა. როცა ცალანი შინ ბრუნდებოდა, მას გზად რამდენიმე ფორმიანი ადამიანი დახვდა და მანქანის გაჩერება სთხოვა.  დანარჩენ დეტალებს კი თავად იხსენებს: „დღეს ყველას ფორმა აცვია და ყველას იარაღი აქვს. მათ როცა ხელი დამიქნიეს, რაღაც არ მომეწონა და არ გავუჩერე.  დაიწყეს სროლა და გამაჩერეს. რადგან ხელის დაქნევაზე არ გავუჩერე, სასტიკად მცემეს.“      

ცალანმა სერიოზული დაზიანებები მიიღო. ამ ამბის შემდეგ დაახლოებით 9 თვე გავიდა და ის დღემდე ლოგინს არის მიჯაჭვული, ძლივს ლაპარაკობს და მსუბუქ კვებასაც ძლივს ახერხებს. ექიმები მის გადარჩენას წარმოუდგენლად მიიჩნევენ. მისი ოჯახის წევრების არაერთი მცდელობის მიუხედავად, სვანეთის პროკურატურას მომხდართან დაკავშირებით სს საქმე არ აღუძრია. არადა, ცალანმა მათ შორის, ვინც ის სასიკვდილოდ სცემა, მესტიის პოლიციის თანამშრომელი გვარად ჩიქოვანი ამოიცნო.       

ტელევიზიით გაშუქებული ამ ისტორიით პარლამენტის თავმჯდომარე დაინტერესდა და პარლამენტის ადამიანის უფლებათა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტს ცალანის ცემის ფაქტის შესწავლა დაავალა. მისივე თქმით, თუ ტელეეთერით გადაცემული ფაქტები დადასტურდა, მის ცემაში ეჭვმიტანილები უმკაცრესად უნდა დაისაჯონ.

მომხდარს მკაცრი შეფასება მისცა საპარლამენტო ოპოზიციამაც. ისინი მომხდარის გამო შს მინისტრის ვანო მერაბიშვილის პასუხისმგებლობას ითხოვენ. „ცალანის ბარბაროსულად ცემაში კვლავ ფიგურირებენ ახალაიები და კონსტიტუციური უსაფრთხოების დაცვის  დეპარტამენტის სხვა თანამშრომლები.  ეჭვს არ იწვევს, რომ შსს სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობას. სწორედ დათა ახალაია და მისი თანამშრომლები ფიგურირებენ სანდრო გირგვლიანის მკვლელობაშიც და საქმეს ამიტომაც არ ხსნიან. შსს მკვლელებისგან სასწრაფოდ უნდა გაიწმინდოს“ - ასეთი განცხადება დააკეთა საპარლამენტო ოპოზიციის წარმომადგენელმა კოკა გუნცაძემ.

დაზარალებული პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ელენე თევდორაძემ და სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა მოინახულეს. როგორც სუბარი „ადამიანის უფლებათა საინფორმაციო ცენტრის“ ჟურნალისტთან საუბრისას აცხადებს, მომხდარის გამო პროკურორი და 3 ეჭვმიტანილი სამაგალითოდ უნდა დაისაჯონ.

სოზარ სუბარი: „რევაზ ცალანს  ჩატეხილი აქვს გულის ფიცარი სიგრძეზე და განივად.  ექიმებს ეჭვი გაუჩნდათ, რომ მას სიმსივნე აქვს, თუმცა გამორიცხული არ არის არა სიმსივნე არამედ სისხლის დაგროვება იყოს. მას  ექსპერტიზა არ ჩატარებია. ამჯერად  ონკოლოგიურ საავადმყოფოში  გამოკვლევებს იკეთებს. საკმაოდ მძიმე ავადმყოფია. როგორც მითხრა, მან მხოლოდ ჩიქოვანი ამოიცნო. ამის შემდეგ კი ცალანმა მესტიის პროკურორთან გურჩიანთან იჩივლა. მან კი საქმე არ მიიღო.  დაზარალებულმა გენპროკურატურასაც მიმართა. გენპროკურატურამ საქმე სამხარეო პროკურატურას დააწერა. მან კი  მესტიის პროკურატურას.  ამის შემდეგ კი გურჩიანი იძულებელი გახდა საქმე აღეძრა, თუმცა არაფერი გაუკეთებია.“

რადგან  დაზარალებულმა უკან არ დაიხია, მასთან პოლიციის თანამშრომელი ჩიქოვანი მივიდა, რომელიც მან ამოიცნო და იმ დანარჩენი 3 პოლიციელის  გვარები უთხრა, ვინც ის სასიკვდილოდ სცემა. ეს  3 ადამიანი შს სისტემაში ნამდვილად მუშაობს. სს საქმე აღძრულია და სუბარს იმედი აქვს, რომ ბოლომდე მივა: „მთავარია, საქმე დაიძრა. თუ ეს ყველაფერი დადასტურდა ამ 4 ადამიანზე წამების მუხლი გარდაუვალია. მათთან ერთად პროკურორიც სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს.“    

ეკა გულუა  

ახალი ამბები