20:38, Thursday, 21.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

რა მოხდება დღეს საზღვარზე?

05.05.2006
რა მოხდება დღეს საზღვარზე?


მართლმადიდებლური სამყარო ხვალ გიორგობას ზეიმობს. დღესასწაულს ზეიმობენ საინგილოში მცხოვრებნიც, სადაც საქართველოდან ნათესავებს ელოდებიან. ოთხთვიანი აკრძალვისა და მესაზღვრეთა წინააღმდეგობის  მიუხედავად, დედოფლისწყაროს რაიონის სოფელ სამთაწყაროში მცხოვრები ინგილოები, დღეს, აზერბაიჯანში გადასვლას აპირებენ. თავის მხრივ მესაზღვრეები ამბობენ, რომ ნაბრძანები აქვთ სამთაწყაროს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე არავინ გატარონ და დაუმორჩილებლობის ნებისმიერი მცდელობა აღკვეთონ. 

"ხიდის ჩაკეტვის მიზეზად სამთაწყაროში რამდენიმე წუთით ჩამოსულმა კახეთის გუბერნატორმა კონტრაბანდა დაასახელა, რაც დაცინვაა და მეტი არაფერი. ყველასათვის ცნობილია, რომ აზერბაიჯანიდან კახეთში კონტრაბანდული დიზელის საწვავი და სხვა სახის საქონელი თავად ხელისუფლების წარმომადგენლებს გადმოაქვთ და ჩვენ არაფერ შუაში ვართ, მაგრამ როგორც ჩანს, სიმართლე არავის აინტერესებს. 2005 წლის 31 დეკემბერს საზღვარი ჩაკეტეს და არაერთი წინააღმდეგობის მიუხედავად საინგილოში გადასვლის საშუალებას არ გვაძლევენ. 6 მაისს გიორგობაა. დღეს დათმობას არ ვაპირებთ. არ ვხუმრობთ, კახში ნებით თუ არ გაგვიშვეს, ძალით გადავალთ. არავის და არაფერს არ შევეგუებით. ჩვენ იარაღი არ გვაქვს, მაგრამ სისხლისღვრამდე რომ მივიდეთ, გიორგობას ქურმუხის წმინდა გიორგში მაინც ვილოცებთ,"- აცხადებენ აღშფოთებული სამთაწყაროელები. 

"მართალია, საქართველო აზერბაიჯანის საზღვარზე მდგომარეობა დაძაბულია და  მოსახლეობა იმუქრება, მაგრამ კომენტარის გაკეთებას საჭიროდ არ ვთვლით. არაფერიც არ მოხდება. სამთაწყაროში მცხოვრებ ინგილოებს საინგილოში გადასვლა თუ უნდათ, ლაგოდეხიდან გადავიდნენ",- აცხადებენ პრეზიდენტის კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

მოსახლეობის მუქარას ყურადღებას არც სამთაწყაროს სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მდგარი მესაზღვრეები აქცევენ. მათი თქმით, მათთვის არავის მიუცია მითითება, რომ სამთაწყაროელები საზღვარზე გაატარონ. "ოთხი თვეა საზღვრის ამ მონაკვეთზე მიმოსვლა აკრძალულია. მისი შეცვლის შესახებ არავითარი ბრძანება არ მოგვსვლია. მოსახლეობასთან შეხლა-შემოხლა არც ჩვენ გვსურს, მაგრამ სხვა გზა არ გვაქვს. ჩვენ ხელმძღვანელობის ბრძანებებს ვასრულებთ"- ამბობენ მესაზღვრეები.

სამთაწყაროელები სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან დღეს, დილით 10 საათიდან შეიკრიბებიან და ხელისუფლებას საზღვრის გახსნის ულტიმატუმს 14 საათამდე მისცემენ. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ხელისუფლება პოზიციების დათმობას არ აპირებს. საკითხავია, რა მოხდება დღეს საზღვარზე და ვინ აიღებს პასუხისმგებლობას შესაძლო შემაშფოთებელ შედეგებზე?

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC