კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

საქართველო წარუმატებელ ქვეყანათა შორის მე-60 ადგილზეა

30 მაისი, 2006

საქართველო წარუმატებელ ქვეყანათა შორის მე-60 ადგილზეა

ჟურნალ „ფორინ პოლისის“ (“Foreign Policy”) და ფონდ „მშვიდობისთვის“ გამოკვლევით, საქართველო წარუმატებელ ქვეყანათა კატეგორიაში მოხვდა.  საქართველოს მე-60 ადგილი უკავია, ხოლო პირველი ანუ ლიდერი სუდანია. გამოკვლევაში 148 სახელმწიფო მონაწილეობდა. ყოფილი სსრკ-ს ქვეყნებიდან ყველაზე წარუმატებელი ქვეყანა უზბეკეთია 22 ადგილით.

გამოკვლევა 12 ინდიკატორის მიხედვით ჩატარდა. ესენია - სოციალური, ეკონომიკერი, პოლიტიკური მდგომარეობა, სამხედრო მაჩვენებელი, დემოგრაფია, ადამიანის უფლებები, ლტოლვილები, განვითარება, საჩივრები და სხვა. პირველ ადგილზე მოხვედრილი სუდანი 12 ინდიკატორიდან 9-ს ვერ აკმაყოფილებას, სამეულში შევიდნენ კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა და კოტ დივუარი. მეხუთე ადგილზეა ზიმბაბვე, მეათეზე - ავღანისტანი, 31-ე-ზე ეგვიპტე, 43 -ე ადგილი რუსეთს უკავია, 50-ე ბელარუსს, 57-ე მოლდოვას, 59-ე კი ნიკარაგუას. 

ქართველი პოლიტიკოსები ფიქრობენ, რომ  მე-60 ადგილი დადებითი მაჩვენებელია და ამაში საშიში არაფერია. პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის ელენე თევდორაძის თქმით, დაკარგული ტერიტორიების ფონზე აღნიშნული მაჩვენებელი მისაღებია: „ყველაფერი შედარებითია, მე რომ ვიცოდე რა მონაცემები იყო ერთი წლის წინ, უფრო ადვილი იქნებოდა კომენტარის გაკეთება. ამ ჩამონათვალში მე-60 ადგილი არც ისე ცუდია. ჩემი აზრით, ეს ნორმალური ადგილია. როცა არ გვაქვს ტერიტორიები მიერთებული, როცა გვყავს ამდენი იძულებით გადაადგილებული პირი, როცა 2 წლის წინ დაიწყო ხაზინის შევსება, რა თქმა, უნდა, ჯერჯერობით არავინ ამბობს, რომ ჩვენ ვართ სტაბილური ევროპული ქვეყანა. ჩვენ აქეთ მივდივართ.“ 

საქართველო რომ არასტაბილური ქვეყანა არ არის ამაში დარწმუნებულია პარლამენტის იურიდული კომიტეტის თავმჯდომარე ლევან ბეჟაშვილი. მისი თქმით, „არ ვფიქრობ, რომ საქართველო არასტაბილური ქვეყანაა. ეს გამოკითხვები ალბათ ძველი მონაცემების საფუძველზე ჩატარდა. დღეს ვითარება შედარებით გაუმჯობესებულია. ვფიქრობ, საქართველო არის ქვეყანა, რომელიც ხანგრძლივი არასტაბილურობიდან სტაბილურობის ეტაპზე გადადის და ამ ეტაპის საწყის ნიშნელზე ვიმყოფებით.“

საპარლამენტო უმრავლესობის წევრებისგან განსხვავებულად ფიქრობს ოპოზიცია.
ფიქრია ჩიხრაძე დარწმუნებულია. რომ დასკვნა რელობის შედეგია: „თუ იმ გრაფას
გადავხედავთ, სადაც საუბარია უსაფრთხოებაზე, იქ საკმაოდ მაღალი მაჩვენებელი გვაქვს, მაგრამ იმდენად დაბალი მონაცემია ეკონომიკაში, ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში, ეს ყველაფერი ახდენს უკან დაქაჩვას. შეიძლება ეს მიანიშნებდეს იმაზე, რომ ძალიან ბევრი ფული იხარჯება და ბევრი საუბარია უსაფრთხოებაზე, რეალურად კი ამაზე ზრუნვა სახელმწიფოს რეალურ შედეგს არ აძლევს. სხვადასხვა მიმართულებით, ყველა სხვა სფეროში საკმაოდ მძიმე სიტუაციაა. თუ იმ სიასაც გადავხედავთ, რომელი ქვეყნები არიან ჩვენზე წინ, სახარბიელო მდგომარეობა ნამდვილად არ გვაქვს.“

„ფორინ პოლისის“ გამოკვლევებს ენდობა პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე  გიგი წერეთელი, თუმცა ამაყობს, რომ პოსტსაბჭოთა სივრცეში
საქართველოს დადებითი პოზიცია უჭირავს: „„ფორინ პოლისი“ საკმაოდ მნიშვნელოვანი და კარგად ცნობილი გამოცემაა და მის კვლევებში ეჭვს ვერ შევიტან.  პოსტსაბჭოთა სივრცეში ნამდვილად კარგი პოზიცია გვიკავია. ისეთი ევროპული ქვეყნების შემდეგ ვართ, როგორიც არის სერბია და მონტენეგრო, ბოსნია ჰერცოგოვინა და იგივე ეგვიპტე, სირია. გამოკითხვებში  ალბათ დიდ როლი ითამაშა  კონფლიქტურმა  ზონებმა. მართალია გვყავს ლტოლვილები, ბოლო პერიოდში
სავაჭრო ურთიერთობები დაგვეძაბა რუსეთთან და ამ ყველაფერმა კვლევებზე თავისებური გავლენა მოახდინა.“

რაც შეეხება სოციოლოგების პოზიციას, მათი თქმით, ქვეყანაში შექმნილი სოციალური ფონი ნამდვილად იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველო მე-60 ადგილზე იყოს. სოციოლოგების თქმით, როცა არ არსებობს სამუშაო ადგილები,  როცა მოსახლეობის დიდი ნაწილის ეკონომიური მდგომარეობა საკმაორ მძიმეა, როცა მოსახლეობა ქვეყნიდან გარბის და მათი შემოსავალი საარსებო მინიმუმს ვერ აკმაყოფილებს, ასეთი ქვეყანა წარმატებულად ვერ ჩაითვლება.

ახალი ამბები