15:09, Tuesday, 22.10.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

ლაგოდეხის საბაჟოზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა

20.06.2006
ლაგოდეხის საბაჟოზე ადამიანის უფლებები უხეშად ირღვევა

                        

მიუხედავად საბაჟო - გამშვებ პუნქტზე - „ლაგოდეხი“ გატარებული საკადრო ცვლილებებისა, მებაჟეები საბაჟო კანონმდებლობას და ადამიანის უფლებებს კვლავ უხეშად არღვევენ. გასულ კვირას კი ცვლის უფროსმა გიორგი შაშვიაშვილმა, ლაგოდეხის რაიონის სოფელ კაბალში მცხოვრები აზერბაიჯანელი ეროვნების ქალბატონი რამილა გამბაროვა სიტყვიერად და ფიზიკურად შეურაცხყო. დაზარალებულ ქალბატონს სამედიცინო დახმარება რაიონულ საავადმყოფოში აღმოუჩინეს.

როგორც „ადამიანის უფლებათა ცენტრს“ ინციდენტის თვითმხილველებმა განუცხადეს, საბაჟო-გამშვები პუნქტის მებაჟეებმა, ფინანსური პოლიციის მითითებით, მოქალაქეებს აზერბაიჯანიდან მწვანე ლობიოს შემოტანის უფლება არ მისცეს, განბაჟებაზეც უარი განუცხადეს და ჩამოართვეს. „მებაჟეთა უკანონო საქციელით გამოწვეული აღშფოთება მალევე სიტყვიერ და ფიზიკურ შეხლა – შემოხლაში გადაიზარდა. მდგომარეობა განსაკუთრებით მას შემდეგ დაიძაბა, რაც საბაჟოს ცვლის უფროსმა გიორგი შაშვიაშვილმა აზერბაიჯანელ ქალბატონს ხმამაღლა აგინა, შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა. შეურაცხყოფილმა ქალბატონმა გონი დაკარგა და მიწაზე დაეცა. მისთვის პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენას ერთ-ერთი მებაჟე შეეცადა, რომელიც პროფესიით ექიმი ყოფილა. მალევე სასწრაფო სამედიცინო დახმარებაც გამოიძახეს“,- გვითხრეს თვითმხილველებმა და იმ მოტივით, რომ მებაჟეებთან პრობლემები შეექმნებათ, ვინაობის დასახელებისგან თავი შეიკავეს.

„საბაჟოზე მისვლისას ქალბატონი ძირს უგონოდ იწვა. იქ მყოფმა აზერბაიჯანელი ეროვნების მოსახლეობამ ავადმყოფთან არ მიგვიშვა. მიზეზად დაგვისახელეს, რომ ქალბატონს საკუთარი ექიმი ჰყავს და ის მიხედავდა. პაციენტს, რომელიც არსებული ინფორმაციით, ფეხმძიმედ ყოფილა, სამედიცინო დახმარება ლაგოდეხის რაისაავადმყოფოს მიმღებ განყოფილებაში აღმოუჩინეს“,- აღნიშნა ჩვენთან საუბარში ლაგოდეხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურის ექიმმა დავით ღონღაძემ.

შპს „ლაგოდეხის რაიონის ჯანდაცვის“ დირექტორის მოადგილის სამკურნალო დარგში მიხეილ ბოჟაძის ინფორმაციით, სამედიცინო დახმარების აღმოჩენისას გამბაროვას სიტუაციური ნერვოზი დაუდგინდა. „მას დაზიანებები არ აღენიშნებოდა. რაც შეეხება მის ფეხმძიმობას ვერაფერს გეტყვით“,- განაცხადა მიხეილ ბოჟაძემ.
 
რამილა გამბაროვას ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტს არ ადასტურებს საბაჟო-გამშვები პუნქტი „ლაგოდეხის“ უფროსი გივი სხილაძე. მისი თქმით, გამბაროვასთვის შეურაცხყოფა არავის მიუყენებია. „საღამოს აზერბაიჯანიდან შემოვიდა 4 ავტობუსი, რომელშიც 100-მდე მგზავრი იმყოფებოდა. მათ ბოსტნეული შემოჰქონდათ. მოქმედი კანონმდებლობით, ფიზიკურ პირს დღეღამეში ერთხელ, დაუბეგრავად მხოლოდ 5 კგ-მდე 200 ლარის ღირებულების საქონლის შემოტანა შეუძლია. 5 კგ-ს ზევით საქონელი უკვე იბეგრება. მოსახლეობა  მებაჟეებს შეღავათებს სთხოვდა, რამაც დიდი აგრესია გამოიწვია. მოგვიანებით მათ პროტესტის ნიშნად აქციაც გამართეს, რა დროსაც გამბაროვა ავად გახდა“,- აცხადებს სხილაძე.
 
თავად გამბაროვა ამ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს. გავრცელებული ინფორმაციით, მასზე ზეწოლა მოახდინეს და დააშინეს, რომ ჩივილის შემთხვევაში, აზერბაიჯანში გადასვლისას ყოველთვის პრობლემებს შეუქმნიდნენ.

ჩვენი ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით, ლაგოდეხის რაიონულ პოლიციაში სისხლის სამართლის საქმე აღიძრა, რასაც პოლიციის უფროსი არჩილ შაბურიშვილი არც უარყოფს და არც ადასტურებს.
 
საგულისხმოა, რომ ლაგოდეხის საბაჟოზე მდგარ მებაჟეებს შეურაცხყოფაში სხვებიც ამხელენ. „მებაჟეთაგან სიტყვიერ შეურაცხყოფაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, ფიზიკურად ქალებსაც ხშირად გვისწორდებიან. მსუბუქი ყოფაქცევის ქალებს გვეძახიან, „თქვენ, ყველანი 10 ლარიანი ბოზები ხართ, თქვენი დედაცო“ - გვაგინებენ. ბევრ ჩვენგანს უმაღლესი განათლება აქვს, მაგრამ მძიმე სოციალურმა პირობებმა გვაიძულა საზღვარი გადავლახოთ და ოჯახისთვის სურსათი აზერბაიჯანში შევიძინოთ, სადაც გაცილებით იაფი ღირს, ვიდრე საქართველოში. მებაჟეები განსაკუთრებით აგრესიულები აზერბაიჯანელების მიმართ არიან“,- აღნიშნავენ მოქალაქეები და პრობლემის მოუგვარებლობის შემთხვევაში პერმანენტული საპროტესტო აქციებით იმუქრებიან.

გელა მთივლიშვილი კახეთიდან

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
არიან თუ არა ამჟამად საქართველოში პოლიტიკური პატიმრები?
დიახ არა არ ვიცი

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC