კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის #3 საბყრობილეში პატიმარმა პირი ამოიკერა

20 ივნისი, 2006

ბათუმის #3 საბყრობილეში პატიმარმა პირი  ამოიკერა

ბათუმის #3 საპყრობილეში პატიმარმა გიორგი ახალაიამ პირი ამოიკერა. მას ბრალად  ძარცვასა და 5 ყაჩაღობაში მონაწილეობა ედება. ახალაია აცხადებს, რომ იგი უდანაშაულოა და პირადი ანგარიშსწორების მსხვერპლია.

ახალაია სამართალდამცავებმა 17 თებერვალს დააკავეს. „პოლიციელმა სახლში უწყება მიუტანა, რომ მეორე დღეს პოლიციის განყოფილებაში გამოცხადებულიყო. გიორგი ახალაია კი იმ დღესვე გაჰყვა, რადგან შეიძლება ხვალ არ ვიყო თავისუფალიო (რამდენიმე დღეში უცხოეთში სამუშაოდ წასვლას აპირებდა). კაცს, რომელსაც რაიმე დანაშაული ექნებოდა ჩადენილი, საეჭვოა, პოლიციას თავისი ნებით თანვე რომ გაჰყოლოდა“, _ განაცხადა ახალაიას ადვოკატმა პაატა ბოლქვაძემ.

ადვოკატის  განცხადებით, საქმის საგამოძიებო ნაწილში მთელი რიგი ხარვეზებია: „4 ყაჩაღობის ფაქტი ერთ დღეს, 14 თებერვალს არის ჩადენილი. რაც საინტერესოა, ორ ფაქტს შორის ინტერვალი მხოლოდ ათი წუთია, ხოლო დაყაჩაღებული მაღაზიები ერთმანეთისგან საკმაოდ შორს მდებარეობენ. ეს დრო საკმარისი არაა მეორე მაღაზიაში მისვლისთვის, რომ არაფერი ვთქვა იმ დროზე, რომელიც საჭირო იყო იმ ნივთების წართმევისათვის, რასაც დაზარალებულები ჩვენებებში აღნიშნავენ“.

გიორგი ახალაიას დაკავების შემდეგ, სამი დაზარალებული - ორი მაღაზიის გამყიდველი და ტაქსის მძღოლი ტარიელ დავითაძე ჩვენებებში დამატებას აკეთებენ. „პირველ ჩვენებაში მაღაზიის გამყიდველი ლალი მახარაძე ამბობს, რომ სიგარეტი მოსთხოვეს და შებრუნდა მისაცემად, რა დროსაც ორ პიროვნებას თანხა და მობილური აუღიათ და გაქცეულან. შემდეგ ჩვენებაში ამატებს, რომ აღელვებული ვიყავი და ყველაფერი არ მახსოვდაო - სიგარეტის ნაცვლად აღნიშნავს, რომ ლიმონათი მოსთხოვეს, და ფასზე რომ ვერ შეთანხმდნენ, იარაღით დაემუქრნენ. იარაღი ჩნდება ტაქსის მძღოლ ტარიელ დავითაძის დამატებულ ჩვენებაშიც. პირველი ჩვენების დროს დავითაძე აცხადებს, რომ თავში რაღაც ბლაგვი ნივთი ჩაარტყეს, შემდეგ ჩვენებაში ამტებს, რომ ეს ნივთი იარაღი იყო. გარდა ამისა, დაზარალებულებმა დამატებულ ჩვენებებში შეცვალეს დამნაშავეთა გარეგნული აღწერილობაც“, - აღნიშნა ადვოკატმა.

პაატა ბოლქვაძე აცხადებს: „ახალაიას დაკავების შემდეგ გამომძიებელი მიმართვებს უგზავნის სხვადასხვა განყოფილებების იმ გამომძიებლებს, რომლებშიც შემდეგ დადასტურდა, რომ თურმე გიორგი ახალაიას ისინიც ეძებდნენ. ათასი ყაჩაღობის ფაქტებია გაუხსნელი, აღმოჩნდა, რომ რამდენიმე ახალაიას ჩაუდენია, ამით გამომძიებლებმაც საქმე გახსნეს“.

პატიმარს შეხვდა აჭარის სახალხო დამცველიც. „ახალაიამ თვითონ მოითხოვა ჩემთან შეხვედრა. როგორც თვითონ აცხადებს, დამნაშავე არ არის და უდანაშაულობის დასამტკიცებლად ამოიკერა პირი. ის აცხადებს, რომ ერთ-ერთმა პოლიციის ჩინოვნიკმა, ვიღაც ქალის გამო გაუჩალიჩა“, - აღნიშნა აჭარის სახალხო დამცველმა გიორგი ჩარკვიანმა.

მეორე ეჭვმიტანილი ზაზა ფარტენაძეც დაკავებულია. მორიგი სასამართლო პროცესი 26 ივნისს უნდა ჩატარდეს.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები