კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

თელავის ინტელიგენცია „ხულიგან“ პროფესორებს და აკადემიკოსებს სოლიდარობას უცხადებს

23 ივნისი, 2006

თელავის ინტელიგენცია „ხულიგან“ პროფესორებს და აკადემიკოსებს სოლიდარობას უცხადებს

                   

„ხელისუფლება, რომელიც პროფესორებს და აკადემიკოსებს პოლიციელებს უპირისპირებს, დემოკრატიულ ქვეყანას ვერასოდეს ააშენებს...“ – აცხადებენ თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები. 21 ივნისს, თბილისის ივ. ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან პატრულის მიერ გამოძევებულ და განათლების მინისტრის მიერ „ხულიგნებად“ შერაცხულ პროფესორ-მასწავლებლებს თელაველი კოლეგები სოლიდარობას უცხადებენ. ისინი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებენ და აცხადებენ, რომ „ხელისუფლება საზოგადოებას არაფრად აგდებს...“
  
თელავის ი. გოგებაშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ლექტორები ხელისუფლებასთან ერთად განათლების მინისტრ კახა ლომაიასაც აკრიტიკებენ. თელავის უნივერსიტეტის ლექტორი, პროფესორი თეიმურაზ ვახტანგიშვილი თბილისის უნივერსიტეტში ბოლო დღეებში განვითარებულ მოვლენებს აღმაშფოთებელს უწოდებს და პროფესორ-მასწავლებელთა შეურაცხყოფისათვის მთელ პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებს.
  
„ამ დღეებში თბილისის უნივერსიტეტში განვითარებულ მოვლენებში მე მთავრობას ვადანაშაულებ. არ შეიძლება ასე ხელაღებით დაერიო უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს და პოლიციის ძალით გამოყარო შენობიდან...“ – აცხადებს ვახტანგიშვილი.
  
უნივერსიტეტის ლექტორების შეურაცხყოფის გამო უკმაყოფილებას თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი ვალერიან ელანიძეც გამოხატავს. ის აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი უარესობისკენ მიდის: „ჩვენ ვანგრევთ ძველ განათლების სისტემას, მაგრამ ახალს ვერაფერს ვქმნით. ყველაფერი უარესობისკენ მიდის. ის, რაც დღეს დედა უნივერსიტეტში ხდება, აღმაშფოთებელი და მიუღებელია. ეს უსაზიზღრესი ფორმაა...“

ხელისუფლების და განთლების მინისტრის მიმართ კატეგორიული და რადიკალურია თელავის უნივერსიტეტის ლექტორი ჯონი ჯიჯეიშვილი. „ინტელიგენციას არცერთი მთავრობა არ აფასებდა, მაგრამ ამ ხელისუფლებამ ინტელიგენციის სიძულვილში ყველას აჯობა... ამ ქვეყანაში ნამუსი აღარ არსებობს,“ – აცხადებს ჯ. ჯიჯეიშვილი და მინისტრ ლომაიას არაპროფესიონალიზმზე საუბრობს: „ლომაიამ ჯერ საკუთარ თავს და საკუთარ დიპლომს მიხედოს და სხვა მეცნიერ-მუშაკების ნაყიდ დიპლომებზე ისე ილაპარაკოს. თვითონ პედაგოგად არასოდეს უმუშავია და ერთი ნაშრომიც არ დაუწერია. საიდან და რას ხელმძღვანელობს? როგორ აძლევს საკუთარ თავს იმდენის უფლებას, რომ პროფესორებს და აკადემიკოსებს, რომლებიც სხვა თუ არაფერი, ასაკით მასზე საკმაოდ უფროსები არიან, ხულიგნებს უწოდებს...“
  
„როდესაც მინისტრი იმას კადრულობს, რომ მსოფლიოში ცნობილ მეცნიერებს ხულიგნებს უწოდებს, სათქმელიც აღარაფერია...“ – აცხადებს პროფესორი ელანიძე.
 
თელავის ინტელიგენცია უკმაყოფილებას ზოგადად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების გამოც გამოხატავს. ჯონი ჯიჯეიშვილი ხელისუფლებას ავტორიტარული რეჟიმის დამყარებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ბოლო დღეებში თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში განვითარებული მოვლენები ყოველივე ამას კიდევ ერთხელ ადასტურებს: „მე არ მჭირდება არც ქუჩა, არც ასფალტი და არც შადრევანი. მშიერ ხალხს შადრევანი ვერ დააპურებს. ხელისუფლება მხოლოდ სანახაობებზე და საკუთარი ძალის დემონსტრირებაზე აკეთებს აქცენტს. საზოგადოების აზრი არავის აინტერესებს, რაც უნდათ, იმას აკეთებენ, ვინც წინააღმდეგობას გაუწევს, იმას კი შეიარაღებულ პოლიციელებს მიუსევენ...“   


ვერიკო კობიაშვილი თელავიდან

ახალი ამბები