19:41, Tuesday, 19.11.2019
YouTube
Twitter
Facebook
RSS
ქართული English

პორტალი ადამიანის უფლებების შესახებ

Go
გაფართოებული ძიება

სამართლიანობის მოთხოვნა საქართველოში პატიმრობით ისჯება

30.06.2006
სამართლიანობის მოთხოვნა საქართველოში პატიმრობით ისჯება



29 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოში სანდრო  გირგვლიანის გახმაურებული მკვლელობის სასამართლო პროცესი განახლდა. მოკლულის ოჯახის წევრები, ახლობლები, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები თუ პოლიტიკოსები სასამართლოსთან შიკრიბნენ, თუმცა გარდაცვლილის მშობლების გარდა, შენობაში არავინ შეუშვეს. გარეთ დარჩენილებმა კი პლაკატები გაშალეს და სამართლიან სასამართლოს ითხოვდნენ. ამ მოთხოვნის გამო 5 ადამიანი ციხეში აღმოჩნდა.   

„თანასწორობის ინსტიტუტის“ წევრები - ირაკლი კაკაბაძე, ჯაბა ჯიშკარიანი, ლაშა ჩხარტიშვილი, ზურაბ რთველიაშვილი და დავით დალაქიშვილი ის ადამიანები არიან, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარის ეკა ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებით, 30 დღით დააპატიმრეს.  დაკავების მიზეზი კი სასამართლოს შენობის წინ გამართული საპროტესტო აქცია და სამართლიანობისკენ მოწოდება გახდა. 

„მოვითხოვთ თავისუფალ და ობიექტურ სასამართლოს“, „გაუმარჯოს სამართალს“, - მსგავსი მოთხოვნებით „თანასწორობის ინსტიტუტისა“ და  ადამიანის უფლებების დამცველმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა გირგვლიანის სასამართლოს დარბაზის ფანჯრებთან მოსამართლეს მეგაფონით მიმართეს. შემდეგ კი იგივე მოთხოვნით ტელეკომპანია „202“-ის დამფუძნებლების შალვა რამიშვილისა და დავით კოხრეიძის სასამართლო დარბაზის ფანჯრებისკენ გადაინაცვლეს. სასამართლოს შენობა კი სავსე იყო როგორც პატრულის თანამშრომლებით, ისე სპეცრაზმელებით.

შს მინისტრის ყოფილმა მოადგილემ ეკა ტყეშელაშვილმა კი მათ საპროცესო კოდექსის 20-ე მუხლის საფუძველზე, საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის ბრალდება შეუფარდა, რაც 30 დღიან პატიმრობას ითვალისწინებს. ეს გადაწყვეტილება მან ერთპიროვნულად მიიღო და სასამართლო პროცესი არც ჩაუტარებია.

დაკავებისას კაკაბაძეს სამართალდამცველების მუშტი მუცელში მოხვდა და ცუდად გახდა. სასწრაფო დახმარებისა და ბადრეგების თანხლებით, ის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ვინაიდან იგი დიაბეტით არის დაავადებული, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულდა. ერთჯერადი სამედიცინო დახმარიბის შემდეგ კი, ის წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. მიუხედავად იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კაკაბაძის იზოლატორში მოთავსება არ შეიძლება (მას სპეციალური კვების რეჟიმი აქვს, რომელთან ერთად პრეპარატები უნდა მიიღოს), ტყეშელაშვილმა ეს მოთხოვნა არ გაითვალისწინა. დაკავებულთა მხარდამჭერი აქცია ქალაქის მთავარ სამმართველოსთან გვიან ღამემდე მიმდინარეობდა. იქ შეკრებილები იყვნენ სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერები, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სახალხო დამცველის წარმომადგენელი, თუმცა, დაკავებულ კაკაბაძესთან შესვლის საშუალებას არც ერთ მათგანს არ აძლევდნენ, თავად ადვოკატსაც კი. 

კაკაბაძის ადვოკატმა გელა ნიკოლაიშვილმა შენობის დაცვის თანამშრომლებს საჯაროდ წაუკითხა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 84-ე მუხლი, რომლის თანახმად, ადვოკატს უფლება აქვს დაცვის ქვეშ მყოფთან დაუბრკოლებლად შევიდეს, თუმცა დაცვას პოზიცია არ შეუცვლია. მან იზოლატორში შესვლა მხოლოდ მას შემდეგ მოახერხა, რაც საქმეში საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გიგა ბოკერია ჩაერთო.  

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ხელმძღვანელი ანა დოლიძე ტყეშელაშვილის გადაწყვეტილებას ანტიკონსტიტუციურს უწოდებს. მისი განცხადებით, ირაკლი კაკაბაძისთვის 208-ე მუხლის საფუძველზე 30-დღიანი პატიმრობის შეფარდება უკანონოა: „საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლში პირდაპირ არის მითითებული, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სასამართლოს შენობაში საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის დროს არის დასაშვები. კაკაბაძეს საზოგადოებრივი წესრიგი სასამართლოს შენობაში არ დაურღვევია. „თანასწორობის ინსტიტუტის“ წარმომადგენლები აქციას შენობის გარეთ მართავდნენ. მათ ყველანაირი უფლება ჰქონდათ, საკუთარი მოსაზრება სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიაზე გამოეხატათ და ეს საპროცესო კანონმდებლობას არ ეწინააღმდეგება. ეკა ტყეშელაშვილის გადაწყვეტილება ანტიკონსტიტუციურია.“ 

ამ დროისთვის წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფებიან  გადაყვანილი „თანასწორობის ინსტიტუტის“ სხვა წევრებიც. კაკაბაძის გათავისუფლება ვერ  ხერხდება. მან ციხიდან წერილი გამოგზავნა, სადაც მისი დაკავების ორგანიზატორად შს მინისტრ ვანო მერაბიშვილს ასახელებს. ის ასევე მოსახლეობას მოუწოდებს, მის გამოსვლამდე სამართლიანობის მოთხოვნით აქციები არ შეწყვიტონ.

ეკა გულუა

Print Send to Friend Send to Facebook Tweet This
დატოვეთ თქვენი კომენტარი
თქვენი სახელი:
თქვენი კომენტარი:

ქართულად
დამცავი კოდი: Code
სხვა სიახლეები
გამოკითხვა
მხარს უჭერთ თუ არა სავალდებულო დაგროვებით საპენსიო სისტემას?
დიახ არა თავს შევიკავებ პასუხის გაცემისგან

ბლოგი

გორაშვილი vs ნაჭყებია
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის ლექტორმა, გიორგი გორაშვილმა ამავე ფაკულტეტის სტუდენტს ბუბა ნაჭყებიას ფეისბუქის დახურულ ჯგუფში გინების გამო უჩივლა.
ვრცლად...
სიკვდილით სავსე ქალაქი
უგზო-უკვლოდ დაკარგულები - „არ დამივიწყო!“
არქივი
  

       

რედაქტორის აზრი

ხელისუფლებისგან მივიწყებული ვეტერანები
ყოველწლიურად მცირდება მეორე მსოფლიო ომის მონაწილეთა რაოდენობა. მათ შესახებ კი საზოგადოება მხოლოდ 9 მაისს იღებს ინფორმაციას, როდესაც ომის ვეტერანები, ტრადიციულად, გამარჯვების პარკში იკრიბებიან
ვრცლად...
უიმედოთა სოფელი
რა დაემართა სამართლიანობის აღდგენის ოცნებას
არქივი
თემები
კატეგორიები

Copyright © 2004 - 2019 HRIDC