კატეგორიები
ჟურნალისტური მოკვლევა
სტატია
რეპორტაჟი
ანალიზი
ფოტო რეპორტაჟი
ექსკლუზივი
ინტერვიუ
უცხოური მედია საქართველოს შესახებ
რედაქტორის აზრი
პოზიცია
მკითხველის აზრი
ბლოგი
თემები
ბავშვები
ქალები
მართლმსაჯულება
ლტოლვილები / დევნილები
უმცირესობები
მედია
ჯარი
ჯანდაცვა
კორუფცია
არჩევნები
განათლება
პატიმრები
რელიგია
სხვა

ბათუმის მერია ავტოფარეხებს სპეცნაზის დახმარებით ანგრევს

6 ივლისი, 2006

ბათუმის მერია ავტოფარეხებს სპეცნაზის დახმარებით ანგრევს

ქალაქ ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურმა ბათუმში, ხიმშიაშვილზე ავტოფარეხის დემონტაჟი სპეცნაზის დახმარებით დაიწყო. მოსახლეობამ, რომლებიც დემონტაჟის შესახებ დაწყებამდე სამი დღით ადრე გააფრთხილეს, სასამართლოს მიმართა საჩივრით. თუმცა, ავტოფარეხები სასამართლო განაჩენამდე გაანადგურეს.

ხიმშიაშვილის ქუჩის მცხოვრებლები პასუხს პრეზიდენტისგან მოითხოვენ: „ეს არის ადამიანის უფლებების დაცვა და კერძო საკუთრების ხელშეუხლებლობა? სად არის პრეზიდენტი? ხმები რომ უნდოდა, მაშინ ხომ მოდიოდა ხალხთან?“, - განაცხადა ომარ ქოქოლაძემ.

„ეს არის კონსტიტუცია? რამდენი მთავრობაც შეიცვლება, იმდენჯერ უნდა ვანგრიოთ და ვაშენოთ? ერთი მთავრობა მოგვცემს ნებართვას, აგვაშენებინებს, მეორე დაგვინგრევს”, - აცხადებდნენ ავტოფარეხის მფლობელები.

მოსახლეობის განცხადებით, ხუთშაბათს მერიისგან დემონტაჟის თაობაზე მიღებული წერილის შემდეგ, მეორე დღესვე, პარასკევს, მათ სასამართლოში შეიტანეს სარჩელი: „არავინ დალოდებია სასამართლოს გადაწყვეტილებას, ისე მოვიდნენ და დაიწყეს დანგრევა”,- განაცხადა ერთ-ერთი ავტოფარეხის მფლბელმა ლუიზა ბერიძემ. მისი განცხადებით, მან ავტოფარეხის მშენებლობისთვის ნებართვა 1992 წელს მერიისგან მიიღო: „მიწის ნაკვეთი გადმოგვეცა მფლობელობაში, 7 ათასი მანეთი მაქვს მაშინ გადახდილი ავტოფარეხში. მშენებლობისთვის ყველა ნორმაა დაცული“.

მერიის იურიდიული სამსახურის უფროსის, გელა მახარაძის განცხადებით, ყველაფერი კანონის ფარგლებში მოხდა.

ბათუმის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ავთო დარჩია ჩვენთან საუბარში აცხდებს: „ავტოფარეხების ნაწილი კანონიერად არის აშენებული, მაგრამ ისინი მდებარეობენ სახელმწიფო მიწაზე და სახელმწიფოს როცა დასჭირდება, შეუძლია მოსახლეობას წაართვას შესაბამისი კომპენსაციის გადახდით. ჩვენ გვაქვს სპეციალური ნებართავა, 14 თებერვლის, უსახური შენობების აღებისა. აღებულ ობიექტებში მოსახლეობა კომპენსაციას მიიღებს 1 კვ/მ-ზე 100 ლარის ოდენობით, რაც მერიის ბიუჯეტიდან ირიცხება“.

ერთ-ერთი მოქალაქის ადვოკატის, ემზარ პაქსაძის განცხადებით: „სასამართლომ დაავალდებულა ბათუმის მთავრობა, რომ შეეჩერებინა იმ გადაწყვეტილების მოქმედება, რის საფუძველზეც უნდა მომხდარიყო ატოფარეხის დემონტაჟი. ამ მოქალაქის საკუთრებას სასამართლოს გადაწვეტილებამდე ვეღარ შეეხებიან. თუ სხვა ადამიანებმაც მიმართეს სასამართლოს, მათთან მიმართებაშიც ანალოგიურად უნდა მომხდარიყო, ან თუ არ მიუმართავთ, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში მოსახლეობის ნებართვა მაინც აუცილებელი იყო“.

განსხვავებით აღნიშნული მოქალაქის საქმისა, მოსახლეობის დანარჩენი ნაწილი აცხადებს, რომ მათ სასამართლოს მიმართეს, თუმცა ეს არავინ არაფერი გაითვალისწინა. უფრო მეტიც, ავტოფარეხების დემონტაჟზე გაწეული წინააღმდეგობის გამო პოლიციამ მოქალაქე მერაბ ანდღულაძე დააკავა. სასამართლომ მას ერთი დღე-ღამე პატიმრობა მიუსაჯა.

მაკა მალაყმაძე ბათუმიდან

ახალი ამბები